Страницы
пятница, 17 декабря 2021 г.
пятница, 10 декабря 2021 г.
ჩემი უსაფრთხო კიბერსივრცე - ციფრულ სამყაროში საკუთარი და სხვისი უფლებები
იხილეთ თემატური მატრიცა |
კლასი-6
მიმართულება: ციფრული მოქალაქეობა
სამიზნე ცნება: ინფორმაციული ეთიკის ნორმები; სოციალური პასუხისმგებლობა, პირადი სივრცე, ონლაინ სერვისებთან მუშაობისას; ციფრულ სამყაროში საკუთარი და სხვისი უფლებები.
1. პირადი ანგარიში ინახავს მომხმარებლის პირად მონაცემებს;
2. როგორც რეალურ ცხოვრებაში, ასევე ციფრულ სივრცეში აუცილებელია ეთიკის ნორმების დაცვა (სხვისი და საკუთარი უფლებების პატივისცემა);
3. ციფრული სივრცის გამოყენებით შესაძლებელია სხვა ადამიანებთან ინფორმაციის გაცვლა, ურთიერთობა;
ქვეცნება: ციფრულ სამყაროში საკუთარი და სხვისი უფლებები.
საკვანძო
კითხვები:
- ციფრულ
სივრცეში სხვებთან ურთიერთობისას რა უფლებები და მოვალეობები გაგვაჩნია?
- საჭიროა თუ არა ვირტუალურ სივრცეში დავიცვათ ეთიკის
ნორმები? რატომ?
- რა არის საჭირო პირადი ანგარიშისა და მონაცემების უსაფრთხოდ გამოყენებისთვის?
- რა ტიპის ინფორმაციის გაცვლა არის დასაშვები ციფრული გზით და როგორ ვიყენებთ ტექნოლოგიებს სხვებთან ურთიერთობისთვის?
- მიუთითე თუ არა ნამუშევარში წყარო?
კომპლექსური
დავალების დასახელება: ჩემი უსაფრთხო
კიბერსივრცე
კომპლექსური დავალების პირობა: ვიზუალური პროგრამირების Scratch-ის გარემოში შექმენი თამაში ან ანიმაცია თანატოლებისათვის, სადაც გამოყენებული და გამახვილებული გექნება ყურადღება ციფრული მოქალაქის ქცევის წესებსა და ნორმებზე (ინფორმაციული ეთიკის, ქსელური ეტიკეტის-ნეტიკეტის შესახებ) გააზიარე ნამუშევარი და წარადგინე კლასის წინაშე.
შესრულებულ დავალებაში ნათლად უნდა ჩანდეს:
- რა არის საჭირო პირადი ანგარიშისა და მონაცემების უსაფრთხოდ გამოყენებისთვის
- ციფრულ სივრცეში სხვებთან ურთიერთობისას რა უფლებები და მოვალეობები გაგვაჩნია
- რა ტიპის ინფორმაციის გაცვლა არის დასაშვები ციფრული გზით და როგორ ვიყენებთ ტექნოლოგიებს სხვებთან ურთიერთობისთვის
пятница, 3 декабря 2021 г.
კომიქსები - ტექსტური რედაქტორის მიზნობრივი გამოყენება
1. კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენებით შესაძლებელია ინფორმაციის სწრაფი გაცვლა, შენახვა და დამუშავება;
2. როგორც სიტყვები შეგვიძლია დავწეროთ ფურცელზე, ასევე კომპიუტერული ფაილის სახით შეგვიძლია, ინფიორმაცია ჩავწეროთ კომპიუტერში;
3. ფაილები შეიძლება განვახორციელოთ ცვლილება და გადავიტანოთ სხვა კომპიუტერულ მოწყობილობაში.
ქვეცნება: ტექსტური რედაქტორის მიზნობრივი გამოყენება
საკვანძო კითხვები:
- დავალების შესრულების პროცესში როგორ მოიპოვეთ ინფორმაცია. თქვენ მიერ გამოყენებული ინფორმაციის რა ნაწილი იქნა მოძიებული, შექმნილი ან სხვასთან გაცვლილი ?
- როგორ და რა ტიპის ფაილის სახით შეინახეთ ინფორმაცია კომპიუტერში ?
- თქვენ მიერ შექმნილმა ფაილმა რა ტიპის ცვლილებები განიცადა ?
- საჭიროების შემთხვევაში როგორ გადაიტანთ თქვენს ფაილს სხვა კომპიუტერულ მოწყობილობაში ?
შესრულებულ დავალებაში ნათლად უნდა ჩანდეს:
- ტექსტის შრიფტი უნდა იყოს შესრულებული Sylfaen-ში
- ტექსტის შრიფტის ზომა არ უნდა იყოს 20-ზე ნაკლები;
- კომიქსში სურათები შეგიძლია, მოძებნო საძიებო სისტემით, ან ჩასვა Insert, Online Picture ბრძანებათა თანმიმდევრობით.
- ნამუშევარზე დაიტანეთ შესაბამისი ფოტო, სასურველია გამოიყენოთ clip art
- დასრულებული მასალა დაასათაურე, ფაილს მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი.
- ატვირთე დრაივზე ან გაუზიარე პედაგოგს teams-ის საშუალებით.