Страницы

четверг, 12 декабря 2024 г.

ჩემი პირველი რობოტი



გაკვეთილის გეგმა: „ჩემი პირველი რობოტი“

კლასი: მე-5
ხანგრძლივობა: 45 წუთი
მიზანი:

  • მოსწავლეების შემოქმედებითი და ლოგიკური აზროვნების განვითარება.
  • რობოტიკის ძირითადი პრინციპების გაცნობა.
  • გუნდის მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება.

გაკვეთილის სტრუქტურა

I ნაწილი: მოსწავლეების ჩართვა (5-7 წუთი)

  1. მასწავლებლის მისალმება და გაკვეთილის მიზნის წარდგენა.
    • „დღეს ვისაუბრებთ რობოტებზე და შექმნით საკუთარ იდეალურ რობოტს.“
  2. მოკლე საუბარი:
    • რას ნიშნავს „რობოტი“?
    • სად გვხვდებიან რობოტები ყოველდღიურ ცხოვრებაში?
    • რამდენიმე ცნობილი მაგალითის განხილვა (მტვერსასრუტი, Alexa, Tesla). ინფორმაცია ჰუმანოიდი რობოტი სოფიას შესახებ.
    • როგორ ფიქრობრობოტების არსებობა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას რამდენად უწყობს ხელს?
    • ხომ არ ხედავ რაიმე საფრთხეს რობოტების არსებობაშირას ფიქრობროგორ შეგვიძლია ავირიდოთ ეს საფრთხეები?

II ნაწილი: ახალი მასალის მიწოდება (10-15 წუთი)

  1. მთავარი ინფორმაცია:
    • რა არის რობოტი?  რატომ არის ელექტრული წრედი ყველა ელექტრომექანიზმისთვის მთავარი?
    • რა ფუნქციები შეიძლება ჰქონდეს რობოტს?
    • რობოტის ძირითადი კომპონენტები: სენსორები, ძრავები, პროგრამირება.
  2. მაგალითის განხილვა:
    • მარტივი და გასაგები მაგალითი (მაგ., სათამაშო რობოტი).
    • ვიდეო თუ სურათი, რომელიც თვალსაჩინოებას გააუმჯობესებს.

III ნაწილი: შემოქმედებითი დავალება (15-20 წუთი)

  1. დავალება:
    • მოსწავლეებმა უნდა დახატონ და აღწერონ საკუთარი „პირველი რობოტი.“
    • გაამახვილონ ყურადღება:
      • რას გააკეთებს რობოტი?
      • რა ფუნქციები ექნება?
      • როგორ გამოიყენებენ მას?
  2. გუნდის მუშაობა (თუ კლასი დიდი ჯგუფია):
    • მოსწავლეები ჯგუფებად იყოფიან და ერთობლივად ქმნიან რობოტის მოდელს.

IV ნაწილი: შედეგების წარდგენა და განხილვა (10 წუთი)

  1. თითოეული მოსწავლე/ჯგუფი წარადგენს საკუთარ იდეას.
  2. სხვა მოსწავლეები დასვამენ კითხვებს და განიხილავენ იდეას.
  3. მასწავლებელი დადებითად აფასებს და აჯამებს.

V ნაწილი: გაკვეთილის დასკვნა (3 წუთი)

  • მოსწავლეების შექება აქტიურობისთვის.
  • კითხვები:
    • „როგორ წარმოიდგენთ, თქვენს რობოტს მომავალში?“
  • სახალისო დავალება სახლში: "დახატეთ ან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან  შექმენი და წარმოადგინე რობოტი, განუსაზღვრე მიზანი".


















четверг, 11 апреля 2024 г.

9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით

 9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით. ეს დღე ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

მე-11ბ კლასის მოსწავლეებმა, ნატალია თურქაძის ხელმძღვანელობით, მოამზადეს პრეზენტაცია და მთელი პასუხისმგებლობით წარსდგნენ მე-6, მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეების წინაშე. მოსწავლეებმა ისაუბრეს რა მოვლენები უძღოდა წინ 9 აპრილს, რა შეცვალა სისხლიანმა ღამემ მსოფლიო ისტორიაში, რა მოვალეობები გვაკისრია ამ მონაპოვრის შენარჩუნებისა და დაცვისათვის.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეები სვამდნენ კითხვებს და აზუსტებდნენ ბუნდოვან საკითხებს. ვნახეთ დოკუმენტური კადრები, რამაც კიდევ უფრო დაგვაფიქრა ჩვენი გმირების თავგანწირვაზე.
9 აპრილი არის დღე, რომელიც მუდმივად შეგვახსენებს, რომ დამოუკიდებლობა კონკრეტული ადამიანების გმირობისა და სიცოცხლის ფასად მოვიპოვეთ... 🇬🇪
მადლობა თავისუფლებისათვის! 🌷
გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს!












среда, 3 апреля 2024 г.

,,ჩვენ დავასრულებთ ოკუპაციას"

 


ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერიანების მიერ გამოცხადებულ სასკოლო ბლოგების კონკურსში ქუთაისის N36 საჯარო სკოლის Xlბ კლასის მოსწავლეთა მიერ დამზადებულმა ბლოგმა ,,ჩვენ დავასრულებთ ოკუპაციას" ჟიურის რჩეულის ნომინაცია დაიმსახურა. მოსწავლეებს გადაეცა დიპლომი და ფასიანი საჩუქრები.

პრეზენტატორები: მარიამ გაჩეჩილაძე, ანი პერანიძე, თამარ დღვილავა, ნანუკა აბრალავა, ლიზი ბასილაძე, ნიკოლოზ ტყეშელაშვილი. ხელმძღვანელი კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი ნატალია თურქაძე.

среда, 6 марта 2024 г.

EdCamp Georgia -2024

საქართველოში რამდენიმე წელია სტარტი აიღო მასწავლებელთა კონფერენციამ EdCamp Georgia, რომელიც პედაგოგებს საშუალებას აძლევს გააზიარონ არამარტო ქართული, არამედ ევროპული, საუკეთესო გამოცდილება.

2 და 3 მარტს ბათუმში გაიმართა EdCamp Georgia -2024  მეორე ეროვნული კონფერენცია, რომელშიც ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე 300-ზე მეტი პედაგოგი იღებდა მონაწილეობას.

 EdCamp საერთაშორისო საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელსაც საქართველო 2022 წლიდან შეუერთდა და მიზნად ისახავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, გამოცდილებების გაზიარებას და სკოლებში ინოვაციურ/ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის პროცესის გამარტივებას.

ინიციატივა „ედკემპი“ (EdCamp) 2010 წელს ჩამოყალიბდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკელმა მასწავლებლებმა პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიონალური განვითარების მიზნით ალტერნატიული გზის შექმნა გადაწყვიტეს. მას შემდეგ, „ედკემპის“ მოძრაობა 45-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. ჩვენი ამერიკელი კოლეგები ამაყობენ, რომ ფონდი ბილ და მელინდა გეითსების მხარდაჭერით სარგებლობს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ საერთო საქმისადმი დამოკიდებულება. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს „ედკემპმა“ მსოფლიო მასშტაბით მე-6 ადგილი დაიკავა ყველაზე ინოვაციურ საგანმანათლებლო ორგანიზაციებს შორის(The World`s Top 10 Most Innovative Companies of 2015 In Education)."

მოტივირებულ პედაგოგთა კლუბი (ხელმძღვანელები ნატალია თურქაძე, მზია კახაძე) სხვა არაერთ ორგანიზაციებთან ერთად წარმოადგენს პროექტ EdCamp Georgia-ს  მხარდამჭერ გუნდს. 

სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლიდან აღნიშნულ  კონფერენციას დაესწრო ინგლისური ენის მასწავლებელი მარიამ აბულაძე და მოტივირებულ პედაგოგთა კლუბის ხელმძღვანელი, სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი ნატალია თურქაძე.




















пятница, 16 февраля 2024 г.

უსაფრთხო ინტერნეტის დღე“

ციფრული უსაფრთხოების კალენდარში 8 თებერვალი მონიშნულია, როგორც „უსაფრთხო ინტერნეტის დღე“ (Safer Internet Day - SID).

უსაფრთხო ინტერნეტის დღის აღნიშვნას შეუერთდა სსიპ ქალაქ ქუთაისის #36საჯარო სკოლა. კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგის მიერ ჩატარებული აქტივობებით კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინტერნეტუსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები რათა ინტერნეტი გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული სივრცე ყველასთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.
ცნობიერების ამაღლების მიზნით ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: კიბერბულინგი და ვირტუალური შევიწროება, სოციალური ქსელების გამოყენება, პირადი ინფორმაციის დაცვა, ციფრული იდენტობა და სხვა...








пятница, 9 февраля 2024 г.

უსაფრთხო ინტერნეტის დღე

ციფრული უსაფრთხოების კალენდარში 8 თებერვალი მონიშნულია, როგორც „უსაფრთხო ინტერნეტის დღე“ (Safer Internet Day - SID).

უსაფრთხო ინტერნეტის დღის აღნიშვნას შეუერთდა სსიპ ქალაქ ქუთაისის #36საჯარო სკოლა. კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგის მიერ ჩატარებული აქტივობებით კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინტერნეტუსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები რათა ინტერნეტი გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული სივრცე ყველასთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.
ცნობიერების ამაღლების მიზნით ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: კიბერბულინგი და ვირტუალური შევიწროება, სოციალური ქსელების გამოყენება, პირადი ინფორმაციის დაცვა, ციფრული იდენტობა და სხვა...