დავალებები შესრულდა წყვილებში. მოსწავლეებმა რიგ-რიგობით კლასის წინაშე სიტყვიერად ახსნენ (დანიშნულების, ფორმისა და ფუნქციის მიხედვით), თუ რა იყო გამოსახული ან დაწერილი მათ ფურცელზე. კლასის დანარჩენი ნაწილი შეეცადა გამოეცნო რომელ კომპიუტერულ დეტალს აღწერდა კლასის წინაშე გამოსული მოსწავლე. მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ დავალებების შესრულებაში, გამოცნობის პროცესი იყო საინტერესო და პროდუქტიული. ვფიქრობ მსგავსი მეთოდების გამოყენება მოსწავლეებისათვის უფრო საინტერესოა, ეფექტურია და სიხარულით ნასწავლი გაკვეთილები (თემები, საკითხები) მოსწავლეებს უფრო მეტად ამახსოვრდებათ.
კარგი იყო, ჩვენ ყველა გამოვიცანით
ОтветитьУдалитьჩვენ ყველა გამოვიცანით მასწ.
ОтветитьУдалитьმე ყველაზე მეტად მომეწონა ერთმანეთისთვის ჩვენი დავალებები რომ უნდა აგვეხსნა და რომ უნდა გამოგვეცნო
ОтветитьУдалить