კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილი კომპიუტერების გარეშეც საინტერესოდ მიმდინარეობს. დღეს ელექტრო ენერგიის არქონის გამო უჩვეულო რეჟიმში წარიმართა საგაკვეთილო პროცესი, თუმცა ყველა მოსწავლე თავისი მუშაობით ძალიან კმაყოფილი დარჩა. მოსწავლეება იმუშავეს წყვილებში. პირობითი ნიშნების გამოყენებით მოსწავლეებმა დაწერეს პროგრამები თითოეული ნახაზის დასახატად. თითოეულმა წყვილმა ერთად შეარჩიეს ერთ-ერთი გამოსახულება მოცემული ნახაზებიდან. მათ განიხილეს ნახაზის შექმნის ალგორითმი. სიმბოლოების გამოყენებით გადააქციეს ალგორითმები პროგრამებად. წარმოადგინეს სხვადასხვა ვარიანტებიც, რაც უფრო სახალისოს, საინტერესოს ხდიდა მუშაობის პროცესს.
Комментариев нет:
Отправить комментарий