პრაქტიკოსი მასწავლებლის წინსვლა:
პრაქტიკოსმა 19 კრედიტქულა უნდა დააგროვოს უფროსი მასწავლებლების სტატუსის მისაღებად.
პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ კრედიტქულების დაგროვების სავალდებულო აქტივობებია:
- 2 საგაკვეთილო დაკვირვება, რომელსაც მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს. პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგაკვეთილო დაკვირვების წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელი ჯამურად მოიპოვებს 4 კრედიტქულას, ერთი საგაკვეთილო დაკვირვება 2 კრედიტქულა.
მასწავლებელს საშუალება ეძლევა კრედიტქულები დააგროვოს ცხრილით გათვალისწინებული აქტივობებით :
უფროსი მასწავლებლის წინსვლა
უფროსი მასწავლებელი წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად ვალდებულია დააგროვო 19 კრედიტქულა. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებელი:
ა) ახორციელებს პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას და კვლევის შედეგებს უზიარებს კოლეგებს (2კრედიტქულა);
ბ)გადის გარედაკვირვებას (4 კრედიტქულა);
გ) ატარებს 2 სამოდელო გაკვეთილს (თითოეული 1 კრედიტქულა);
დ) ახორციელებს ცხრილით გათვალისწინებულ აქტივობებს
მენტორის სტატუსის მისანიჭებლად
წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია დააგროვოს 25 კრედიტქულა მენტორის სტატუსის მისანიჭებლად
წამყვანი მასწავლებელი:
ა) ატარებს არანაკლებ 4 სამოდელო გაკვეთილს (1 კრედიტქულა თითოეულზე);
ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევასა დაკვლევის შედეგების საფუძველზე ატარებს სამუშაო შეხვედრას კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით (3 კრედიტქულა);
გ) ქმნის სასწავლო რესურს, სანრეცენზირებულ პროფესიულ ლიტერატურას ან აქვეყნებს სტატიას (2 კრედიტქულა);
დ) ახორციელებს ცხრილით გათვალისწინებულ აქტივობებს (15კრედიტქულა),
იხიილეთ ბრძანება http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/new1000.pdf
Комментариев нет:
Отправить комментарий