Страницы

вторник, 2 июня 2026 г.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილი

 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში, სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილებზე მოსწავლეებთან ერთად ვისაუბრეთ ბავშვთა უფლებებსა და მათი დაცვის მნიშვნელობაზე.

გაკვეთილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში და გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები. შემდეგ ვნახეთ საინფორმაციო ვიდეოები ბავშვთა უფლებების კონვენციის შესახებ და განვიხილეთ ის ძირითადი უფლებები, რომლებიც თითოეულ ბავშვს ეკუთვნის.

მიღებული ცოდნის შესაფასებლად მოსწავლეებმა Kahoot-ის პლატფორმაზე იმუშავეს თემატურ ტესტებზე. აქტივობა საინტერესო, სახალისო და ამავდროულად შემეცნებითი აღმოჩნდა.

მსგავსი გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეებში საკუთარი უფლებებისა და პასუხისმგებლობების გაცნობიერებას, ტოლერანტული და სამართლიანი გარემოს ჩამოყალიბებას.








































четверг, 5 марта 2026 г.

დაუსრულებელი პროექტი - კროსვორდები , როგორც სასწავლო რესურსი

მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად დავიწყეთ პროექტი — კროსვორდების შექმნა სხვადასხვა სასწავლო საგნის თემებზე. სამუშაო პროცესში მოსწავლეებმა Word-ის დოკუმენტში ისწავლეს სვეტებისა და სტრიქონების კვეთა, ცხრილის აგება და ბადის კონსტრუირება, პარალელურად კი ამუშავებდნენ საგნობრივ ტერმინებსა და ცნებებს.

პროექტის მიზანი იყო შექმნილიყო სასწავლო რესურსები დაბალი კლასის მოსწავლეებისთვის - როგორც ციფრულ, ისე მატერიალურ ფორმატში - და შემდგომ გამოყენებისათვის განტავსებულიყო  სკოლის ბიბლიოთეკის ფონდში.

დაწყებული პროცესი სცდებოდა ერთი საგნის ფარგლებს და ემსახურებოდა ცოდნის გაზიარებას, თანამშრომლობასა და შემოქმედებით განვითარებას.

სამწუხაროდ, პროექტი დაუმთავრებელი დარჩა...

იდეა კი — არა.
























воскресенье, 15 февраля 2026 г.

CV – საკუთარი თავის წარდგენა ციფრულ სამყაროში

მეექვსე კლასელებთან კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე ვიმუშავეთ CV-ის (Curriculum Vitae) შედგენაზე. გაკვეთილის პირველ ეტაპზე დაისვა შეკითხვები:
  • რა არის CV? 
  • რატომაა ის მნიშვნელოვანი?

CV (Curriculum Vitae) არის დოკუმენტი, სადაც ადამიანი მოკლედ და წესრიგით წერს ინფორმაციას საკუთარ თავზე.
CV-
ში შეიძლება ეწეროს:

  • ვინ არის ადამიანი
  • რას სწავლობს ან სად სწავლობდა
  • რა უნარები აქვს
  • რა იცის კარგად
  • რა გამოცდილება აქვს

👉 CV თითქოს შენი ციფრული წარმოდგენაა — ფურცელი, რომელიც გიყვება, ვინ ხარ და რა შეგიძლია.

CV მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ:

  •  გვასწავლის საკუთარი თავის სწორად წარმოდგენას
  •  გვეხმარება ინფორმაციის მოწესრიგებაში
  •  საჭიროა, როცა ადამიანი მომავალში:
    • სწავლას აგრძელებს
    • კონკურსში მონაწილეობს
    • სამსახურს ეძებს
  •  ავითარებს კომპიუტერულ და ტექსტურ უნარებს
  •  გვასწავლის პასუხისმგებლობასა და მიზნის დასახვას

 

რატომ ვსწავლობთ CV- მე-6 კლასში?

იმიტომ, რომ:

  • ვსწავლობთ ტექსტის აკრებასა და გაფორმებას
  • ვმუშაობთ ცხრილებთან
  • ვავითარებთ ციფრულ უნარებს
  • და ვიწყებთ ფიქრსრა ვიცი? რა გამომდის კარგად?“

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებ:

  • გაეცნენ CV-ის მნიშვნელობასა და დანიშნულებას;
  • ისწავლეს ტექსტის აკრება და რედაქტირება;
  • გამოიყენეს ცხრილები CV-ის სტრუქტურის გასაფორმებლად და აითვისეს მათი რედაქტირების უნარები;
  • პრაქტიკაში გამოიყენეს კოპირება-ჩასმის ფუნქცია;
  • დაამატეს სხვადასხვა სიმბოლოები დოკუმენტის გასაფორმებლად;
  • ისწავლეს დოკუმენტის შენახვა სხვადასხვა გაფართოებით (მაგალითად: .docx, .pdf).

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა ციფრული წიგნიერებისპრაქტიკული უნარების და თვითპრეზენტაციის უნარის განვითარებას.


















 ეს არის პირველი ნაბიჯი დიდი წარმატებებისკენ <3