დღეს, 22 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაის მე-5ბ კლასში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, პედაგოგი ნატალია თურქაძე. გაკვეთილის ტიპი გახლდათ გამჭოლ კომპეტენციებზე (ეკოლოგიური წიგნიერება) ორიენტირებული. გაკვეთილის თემა: ტექსტურ რედაქტორში სურათებით ეკოლოგიური პრობლემების წარმოჩენა. გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ტექსტურ რედაქტორში სურათების ჩასმით ეკოლოგიური პრობლემის გამოკვეთა, გამომწვევი მიზეზების დადგენა და გადაჭრის გზების ჩამოყალიბება.
აქტუალობა:
ზოგადად ეკოლოგია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა, რადგან თანამედროვე მეცნიერულ–ტექნოლოგიური მიღწევების პარალელურად თანდათან იზრდება ეკოლოგიური პრობლემებიც. საქართველო, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მეტად მწვავედ დგას ამ პრობლემების წინაშე. ჰაერის, წყალისა და გარემოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დანაგვიანება და დაბინძურება, ეს სწორედ ის ძირითადი საკითხებია, რომლებსაც საზოგადოება უკვე დიდი ხანია აქტიურად განიხილავს. ასევე ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ დღეს არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა გამოწვეულია ბუნებაზე საზოგადოების ინტენსიური ზემოქმედებით, მეურნეობის მრავალდარგობითა და ბუნებრივი რესურსების არარაციონალური ხარჯვით.

ეკოლოგიური წიგნიერება გულისხმობს გარემოსადმი ადამიანის ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს მოსწავლემ გააცნობიეროს პირადი პასუხისმგებლობა გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ, შეძლოს მონაწილეობა მის დაცვასა და აღდგენაში. აღნიშნული კომპეტენციების ფლობა მნიშვნელოვანია, რადგან ეკოლოგიური განათლება პრობლემებთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ეკოლოგიური კუთხით გამოწვეულ პრობლემებზე, გამოკვეთეს მიზეზები.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ეკოლოგიური კუთხით გამოწვეულ პრობლემებზე, გამოკვეთეს მიზეზები.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ დაბინძურებული გარემო ყოველ ნაბიჯზე გვახსენებს თავს. მათ დაინახეს პირდაპირი კავშირი ადამიანების პასუხისმგებლობას, ქცევასა და გარემოს დაბინძურებას შორის, ისაუბრეს, იმსჯელეს და თავიანთ პოსტერებში საზოგადოებას მოუწოდეს თუ როგორ შეიძლება დაიცვან საკუთარი გარემო დაბინძურებისაგან.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია, მოხდა მათი ამობეჭვდა და ერთ დიდ პოსტერად გაერთიანება.
გაკვეთილს ესწრებოდნენ შეფასების ჯგუფის წევრები. მათ დადებითად შეაფასეს ყველა განხორციელებული აქტივობა.
წარმატებები და წინსვლა ნატალია
ОтветитьУдалитьწარმატებებს გისურვებ, ნატალია
ОтветитьУдалитьდიდი მადლობა ნინო , წარმატებები თქვენც
Удалитьწარმატებები, ძალიან მომეწონა და საჭიროების შემთვევაში გამოვიყენებ! <3
ОтветитьУдалитьწარმატებები <3
Удалитьწარმატებები ჩემო ნატალი
ОтветитьУдалитьმადლობა თამრიკო
Удалитьწარმატებები ჩემო ნატალი
ОтветитьУдалитьწარმატებები მშრომელ და მოფუსფუსე ნატალიას
ОтветитьУдалитьდიდი მადლობა
Удалитьიმსახურებ დიდ წარმატებას
ОтветитьУдалитьწარმატებებს გისურებ ნატალია:*
ОтветитьУдалить