მსოფლიოში ერთ-ერთი სწრაფი ზვიგენი მაკო წყალქვეშ 74კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. ასეთი სიჩქარის აკრეფაში მას ზურგზე არსებული პატარა კბილანები ეხმარება, რომელიც კუდის გასწვრივ არის განლაგებული და 40 გრადუსითაა გადახრილი. ალაბამას უნივერსიტეტის კოსმოსური ტექნოლოგიების ინჟინერმა – ემი ლენგმა აღმოაჩინა, რომ ამ ფაქტორის გამოყენება ავიაციაში წარმატებით შეიძლება. ამის შესახებ techcult წერს. ემი ლენგი ამბობს, რომ კბილანების ასეთი განლაგება წყლის ჭავლს ჭრის და ზვიგენს სწრაფად გადაადგილებაში ეხმარება.

Комментариев нет:
Отправить комментарий