Страницы

пятница, 2 июля 2021 г.

საინფორმაციო პოსტერის შექმნა- ტექსტური რედაქტორი (Microsoft Word); ტექსტური რედაქტორის მიზნობრივი გამოყენება

 კლასი: IV

მიმართულება:  ისტ

საათების რაოდენობა: 6

სამიზნე ცნება: ინფორმაცია

1. კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენებით შესაძლებელია ინფორმაციის სწრაფი გაცვლა, შენახვა და დამუშავება;

2. როგორც სიტყვები შეგვიძლია დავწეროთ ფურცელზე, ასევე კომპიუტერული ფაილის სახით შეგვიძლია, ინფორმაცია ჩავწეროთ კომპიუტერში;

ფაილები შეიძლება განვახორციელოთ ცვლილება და გადავიტანოთ სხვა კომპიუტერულ მოწყობილობაში. 


საკვანძო კითხვები:

  დავალების შესრულების პროცესში როგორ მოიპოვეთ ინფორმაცია. თქვენ მიერ გამოყენებული ინფორმაციის რა ნაწილი იქნა მოძიებული, შექმნილი ან სხვასთან გაცვლილი ?

  როგორ და რა ტიპის ფაილის სახით შეინახეთ ინფორმაცია კომპიუტერში ?

  თქვენ მიერ შექმნილმა ფაილმა რა ტიპის ცვლილებები განიცადა ?

  საჭიროების შემთხვევაში როგორ გადაიტანთ თქვენს ფაილს სხვა კომპიუტერულ მოწყობილობაში ?

კომპლექსური დავალების დასახელება:  საინფორმაციო  პოსტერის შექმნა


კომპლექსური დავალების პირობა: თანაკლასელებთან ერთად მოამზადე  პოსტერი, სადაც თქვენი სკოლის მოსწავლეებს აუხსნით და უჩვენებთ, რა მნიშვნელობა აქვს მაკულატურის შეგროვებას, რას უწყობს ხელს და რატომაა მნიშვნელოვანი ამ პროცესში ჩვენი მონაწილეობა?


შესრულებულ დავალებაში ნათლად უნდა ჩანდეს:

შენი მოვალეობაა პოსტერი იყოს გამართული როგორც ვიზუალურად ისე სტილისტურად და შეესაბამებოდეს  შემდეგ მოთხოვნებს:

·ტექსტის შრფტი უნდა იყოს Unicode-ში კოდირებული Sylfaen-
·         ერთმანეთისგან უნდა განირჩეოდეს სათაურისა და ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომები: სათაურის შრიფტის ზომა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლებიხოლო ძირითადი ტექსტის შრიფტი არ უნდა იყოს 20-ზე ნაკლები
·         სათაურის შრიფტი უნდა იყოს გამუქებული (Bold), ცენტრირებული; ფერი სურვილისამებრ.
·         მოკლედ ახსენით და თქვენი სიტყვებით ჩამოაყალიბეთ პროექტის მთავარი აზრი
·         ინტერვალი სტრიქონებს შორის- 1.5;
·         პოსტერზე დაიტანეთ შესაბამისი ფოტო (სურათების შერჩევისას სიფრთხილე გმართებთ. ისინი ზედმიწევნით უნდა ასახავდეს თქვენს მთავარ სათქმელს და კარგი ხარისხით  გამოირჩეოდეს.
·         F7 ღილაკით შეამოწმე მართლწერა;
·          წითელი ხაზები გააქრე (Set proofing language)
დასრულებული მასალა ატვირთე დრაივზე და გაუზიარე პედაგოგს

ნაბიჯის დასახელება (თემა): კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა


ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა: გაეცანი კომპლექსურ დავალებას (იხ. კომპლექსური დავალება) და შევთანხმდეთ დავალების წარდგენის წესზე. დავალების შესასრულებლად დაგვჭირდება:

  1. გავიხსენოთ რა არის ინფორმაცია (იხილეთ დანართი)
  2.  ინფორმაციის რა სახეობები იცით და რომელი საშუალებებია შენთვის ნაცნობი?
  3.   რომელს იყენებ ყველაზე უფრო ხშირად? (იხილეთ დანართი)
  4.  რა არის ტექსტური რედაქტორები და რატომ არის მნიშვნელოვანი მათი შესწავლა. (იხილეთ განმარტება)
  5. MS Word-ის ფანჯრის ელემენტების გაცნობა (იხილეთ ელ. რესურსი )

ნაბიჯის დავალება (შუალედური დავალება):

ყველა კომპიუტერის ეკრანზე განთავსებულია ფაილის ტიპები (ტექსტურიგრაფიკული, აუდიო) თქვენ უნდა შექმნათ საქაღალდეები ფაილის ტიპების შესაბამისად, დაარქვა შესაბამისი სახელები და გადაიტანო აღნიშნული ფაილები შესაბამის საქაღალდეებში.

ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები: 

  • როგორი სახით შეიძლება ინფორმაციის წარმოდგენა? 
  • შეძელი თუ არა დავალებების შესრულება
  • რა მოგეწონა დავალების შესრულებისას  ყველაზე მეტად? 
  • რა გაგიადვილდა და რა გაგიჭირდა?
ნაბიჯი 2  ტექსტთან მუშაობა

ნაბიჯის დასახელება (თემა):  ტექსტთან მუშაობა Home ჩანართის გამოყენებით

ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა:

  1. ჩანართები, ჯგუფები, მმართველი ელემენტები, დიალოგური ფანჯრის ღილაკი (იხილეთ ელ. რესურსი )
  2. ტექსტთან მუშაობა Home ჩანართში გავეცნოთ ქართული შრიფტის თავისებურებებს (იხილეთ ელ. რესურსი )
  3. ტექსტის ზომის შეცვლა. გამუქება, დახრა, ხაზგასმა (იხილეთ ელ. რესურსი )
  4. ტექსტის ფერის შეცვლა ,დაფორმატების სხვადასხვა საშუალებები სიმბოლოებს შორის მანძილის  განსაზღვრა (იხილეთ ელ. რესურსი )

ნაბიჯის დავალება (შუალედური დავალება):

აკრიბეთ ტექსტი  მითითებების მიხედვით  (იხილეთ დანართი)

  1.         სათაურის შრიფტი 16, გამოიყენე გამუქება (Bold) და დახრა (Italic)
  2.          ხალხური  ხაზგასმა (Underline) შრიფტი-12
  3.          პირველ სტროფი აკრიბეთ ლურჯი ფერით
  4.          მეორე სტროფი წითელი ფერით
  5.          დანარჩენები ბოლო ორი სტრიქონი გამოყავი შავი ფერით. გამოიყენე გამუქება (Bold)
  6.          ნამუშევარი შეინახეთ თქვენი კომპიუტერის ეკრანზე  დაიხმარე ნიმუში

ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები: 

  • როგორ და რა ტიპის ფაილის სახით შეინახეთ ინფორმაცია კომპიუტერში ?
  • რა გაიგე ახალი ტექსტური რედაქტორისა და მასში მუშაობის შესახებ?
  • დავალების შესრულებისას რა სიძნელეებს წააწყდი?
  •   დაგეხმარა ელ. რესურეები და სავარჯიშოები?
ნაბიჯი 3  Home ჩანართის Paragraph ჯგუფის ელემენტების გაცნობა
 ნაბიჯის დასახელება (თემა): აბზაცების ფორმატირების ინსტრუმენტები

ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა:

  1. გავეცნოთ აბზაცების გასწორება(იხილეთ ელ. რესურსი) და საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსი
  2. გავეცნოთ ტექსტურ რედაქტორში ტექსტის სააბზაცო შეწევისთვის სახაზავის გამოყენებას. (იხილეთ ელ. რესურსი)
  3. სტრიქონებს შორის მანძილი (იხილეთ ელ. რესურსი)
  4. მართლწერის შემოწმება (იხილეთ ელ.რესურსი)

ნაბიჯის დავალება (შუალედური დავალება):

ტექსტურ რედაქტორში (Ms Word) დაარედაქტირეთ ან აკრიბეთ წინა გაკვეთილზე შესრულებული დავალება შემდეგი პირობის დაცვით:

  • დაიცავით აბზაცები, დასვით სასვენი ნიშნები ისე, როგორც ტექსტშია წარმოდგენილი.
  • სათაურის გაფორმებისთვის დაიცავით შემდეგი წესები: ასოების ზომა: 22;
  • ასოების სტილი: მუქი (Bold); ტექსტის სწორება ცენტრში;
  • ძირითადი ტექსტის გაფორმებისთვის დაიცავით შემდეგი წესები: ასოების ზომა: 12; ასოებს შორის მანძილი გაზარდეთ 1.2 pt - ით;
  • სტრიქონებს შორის მანძილი 1.15
  • გამოიყენე სახაზავი და სტროფები განათავსე ნიმუშის მიხედვით.
  • მართლწერის შემოწე F7 ღილაკით
  • ნამუშევარი შეინახეთ თქვენი კომპიუტერის ეკრანზე.

იხილეთ ნიმუში

ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები:

  • რა გაიგე ახალი ტექსტურ რედაქტორში (Ms Word) ტექსტის სწორების შესახებ
  • თქვენ მიერ შექმნილმა ფაილმა რა ტიპის ცვლილებები განიცადა ?
  • დაგეხმარათ თუ არა მინიშნებები და ელ. რესურსები დავალების შესრულებაში?
  • რა გაგიჭირდათ? რა გაგიადვილდათ?
ნაბიჯი გრაფიკული შესაძლებლობები

ნაბიჯის დასახელება (თემა): სურათები ტექსტურ დოკუმენტში

ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა:

  1.  Insert ჩანართის Illustrations -ჯგუფის გაცნობა (იხილეთ ელ. რესურსი)  
  2. როგორ ჩავსვა სურათი ტექსტურ დოკუმენტში (იხილეთ ელ. რესურსი) ან ეწვიე https://school.emis.ge/Computer-Science/Class-4/text-editor-10/15.html
  3. როგორ ჩავსვა ფიგურები  (იხილეთ ელ.რესურსი)

ნაბიჯის დავალება (შუალედური დავალება):

  1.  ინტერნეტში მოიძიე ფოტოები ეკოლოგიური პრობლემების კერძოდ ტყის მოვლა-პატრონობა-გაჩეხვაზე
  2.  გახსენი ვორდის დოკუმენტი და ჩასვი სასურველი ფოტო შენთვის სასურველი ხერხით.
  3. ფოტო დაარედაქტირე შენი სურვილისამებრ.

ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები:

  • თქვენი აზრით აადვილებს თუ არა ტექტსის აღქმას სურათები?
  • ნახატით, სურათით გადმოგიციათ თუ არა თქვენი აზრი?~
  • რა ხერხი გამოიყენე ტექტურ რედაქტორში სურათის ჩასასმელად?
ნაბიჯი 5 კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

ნაბიჯის დასახელება (თემა): საინფორმაციო პოსტერის შექმნა:’შეაგროვე მაკულატურა-გადაარჩინე ტყე“

ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა:

  1. გავხსნათ ტექსტური რედაქტორი
  2. ტექსტის შრფტი უნდა იყოს Unicode-ში კოდირებული Sylfaen-
  3.  ერთმანეთისგან უნდა განირჩეოდეს სათაურისა და ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომები: სათაურის შრიფტის ზომარ უნდა იყოს 30-ზე ნაკლებიხოლო ძირითადი ტექსტის შრიფტი არ უნდა იყოს 20-ზე ნაკლები
  4. სათაურის შრიფტი უნდა იყოს გამუქებული (Bold), ცენტრირებული; ფერი სურვილისამებრ.
  5.  მოკლედ ახსენით და თქვენი სიტყვებით ჩამოაყალიბეთ პროექტის მთავარი აზრი
  6. ინტერვალი სტრიქონებს შორის- 1.5;
  7. პოსტერზე დაიტანეთ შესაბამისი ფოტო (სურათების შერჩევისას სიფრთხილე გმართებთ. ისინი ზედმიწევნით უნდა ასახავდეს თქვენს მთავარ სათქმელს და კარგი ხარისხით  გამოირჩეოდეს.
  8.  F7 ღილაკით შეამოწმე მართლწერა;
  9. წითელი ხაზები გააქრე (Set proofing language)
  10. დასრულებული მასალა ატვირთე დრაივზე და გაუზიარე პედაგოგს
ნაბიჯის დავალება (შუალედური დავალება): ამ ეტაპზე ხდება კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები:

  • დავალების შესრულების პროცესში როგორ მოიპოვეთ ინფორმაცია.
  • თქვენ მიერ გამოყენებული ინფორმაციის რა ნაწილი იქნა მოძიებული, შექმნილი ან სხვასთან გაცვლილი ?








ნაბიჯი 6 კომპლექსურ დავალების პრეზენტაცია
ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა: ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომპლექსური დავალების პრეზენტაცია

ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები:

როგორ და რა ტიპის ფაილის სახით შეინახეთ ინფორმაცია კომპიუტერში ?

თქვენ მიერ შექმნილმა ფაილმა რა ტიპის ცვლილებები განიცადა ?

როგორ გადაიტანთ თქვენი ფაილი დრაივზე?




შესრულებული ნამუშევრები ამოიბეჭდა და დაურიგდა სკოლის მოსწავლეებს

მიზანი: სკოლის სხვა კლასელების ჩართვა ე.წ. პროექტში  "შეაგროვე მაკულატურა, გადაარჩინე ტყე"






კომპლექსური დავალების სვეის საპრეზენტაციო ბმული

ან ეწვიეთ ბმულს https://mediacom.iliauni.edu.ge/_kompdav/?p=859



 



 












·