სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-5ბ კლასში, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ჩავატარე პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი თემაზე "საავტორო უფლებები ციფრულ სამყაროში", რომლის მიზანი იყო მოსწავლემ შეძლოს ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების არსის გაგება-გააზრებას, ამ
კუთხით არსებული პრობლემის გაანალიზება და გადაჭრის გზების მოძიება. 21-ე
საუკუნეში ინტერნეტის ხანაში-საკმაოდ გაძნელებულია საავტორო უფლებების დაცვა. აქ ყველაზე
ხშირად ხდება
მუსიკის, სტატიების, ფილმების, სურათების და სხვა
ინფორმაციის კოპირება.
ეს დანაშაულია. მოქალაქეებს ხშირად უჭირთ (ზოგმა არც იცის)
იმის გაანალიზება, რომ თუნდაც ინტერნეტში ძებნისას მოპოვებულ ფოტოზეც კი შეიძლება ვრცელდებოდეს საავტორო უფლებები.
მეხუთე კლასის ინფორმაციული
და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სტანდარტის გაანალიზების შემდგომ გადავწყვიტე საავტორო
უფლებების საკითხების შესახებ ინფორმირებულობის და გადაჭრის გზების გაცნობის მიზნით
დამეგეგმა პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი. სწავლების ამ საფეხურზე საფუძველი უნდა
ჩაეყაროს მოსწავლის მიერ ინფორმაციის აქტიურ
შემეცნებაზე გადასვლას, კრიტიკულ და შემოქმედებით
აზროვნებას, პირადი პასუხისმგებლობის გაცნობიერებას, ინტერნეტში განთავსებული მასალის გამოყენებასთან დაკავშირებულ ეთიკურ-საკანონმდებლო ნორმებსა და საავტორო უფლებებს. სწორედ, ამ
პრობლემის გააზრებას და გადაჭრის გზების ძიებას ემსახურებოდა გაკვეთილი, რომლის შემდეგაც მოსწავლემ უნდა შეძლოს მიღებული ცოდნის გაანალიზება და შეძენილი გამოცდილების ყოველდღიურ ცხოვრებაში
გამოყენება.
სწავლება აიგო სოციალური ურთიერთობების გზით, რადგან გამოვიყენეთ თანამშრომლობითი სწავლება- ჯგუფური მუშაობა, კითხვა-პასუხი. გაკვეთილზე განხორციელდა არსებული ცოდნის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შემცველი ტრანსფერი, რადგან მაგალითებში გამოკვეთილი პრობლემა დაკავშირდა რეალობასათან, თანამედროვეობასთან . ჯგუფურ მუშაობაში მოსწავლეები იზიარებდნენ და პატივს სცემდნენ ერთმანეთის აზრს. პრეზენტატორებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები და რჩევებიც მისცეს თანატოლებს.
მოცემული გაკვეთილით მოსწავლეებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღეს საკუთარს სწავლაზე და ეს არის დასაწყისი ეტაპი იმისა, რომ დამოუკიდებლადაც შეძლონ მუდმივი ზრუნვა განვითარებაზე. გაკვეთილზე წამოჭრილი მთავარი პრობლემა რეალობიდან იყო წარმოშობილი, მოსწავლეებმა გაიაზრეს ნამდვილი, თუ რეალურთან მიახლოებული ვითარება . მათ პასუხი გასცეს ისეთ შეკითხვებს , რომლებიც საჭიროებდა დასაბუთებას. ე.ი. პრობლემაზე ორიენტირებულმა გაკვეთილმა მოსწავლეებისგან მოითხოვა აზროვნების ისეთ კომპლექსური უნარების გააქტიურება-განვითარების ხელშეწყობა, როგორიცაა ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება.
შეჯამების ფაზაზე მოსწავლეებმა ტექსტურ დოკუმენტში ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით შექმნეს საინფორმაციო ბროშურა „არ გაბედო საავტორო უფლებების დარღვევა! “, სადაც ინტერნეტიდან გადმოწერეს სურათები და დღევანდელ გაკვეთილზე მიღებული ცოდნის საფუძველზე დაწერეს შესაბამისი სლოგანები.
ნამუშევრების პრეზენტაციის შემდეგ მოხდა მოსწავლეთა განმსაზღვრელი შეფასება წინასწარ შემუშავებული და გაცნობილი შეფასების რუბრიკით. ასევე საინტერესო იყო ანკეტირება „რამდენად ვიცავ საავტორო უფლებებს“, კითხვარში გაცემული პასუხების მიხედვით მოსაწვლეებმა დაითვალეს ქულები და სქემის მიხედვით თავად აღმოაჩინეს თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებიან ისინი. გაკვეთილის ბოლოს მოხდა მოსწავლეთა შეფასება და თვითშეფასებს. თვითშეფასების
მიზნით მოსწავლეებმა share
საქაღალდის
მეშვეობით მასწავლებელს გაუზიარეს თვითშეფასების ბარათები.
გაკვეთილის მიზნები მიღწეულად შეიძლება ჩაითვალოს, რამაც ხელი შეუწყო საინტერესო და მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებამ .
გაკვეთილის ესწრებოდა სკოლის დირექცია, შეფასების ჯგუფის წევრები და საგანმანათლებლო ლიდერების ექსპერტი ქალბატონი ნინო უგლავა.
წარმატებები მშრომელო ნატალია
ОтветитьУдалитьმახსოვს ეს გაკვეთილი, როგორ გულდასმით ვათვალიერებდი მეც მასალებს... ყოველთვის საინტერესოაა შენი და ბავშვების ერთობლივი ნამუშევრები ნატა...
ОтветитьУдалить