კომპლექსური დავალება N1
სათაური: გამოფენა One Drive-ში
პირობა: წარმოვიდგინოთ
რომ გვინდა გავაკეთოთ ონლაინ გამოფენა ტექნიკის განვითარების ისტორიაზე, რომელსაც წარმოადგენთ
თქვენთვის სასურველი ფორმატით (მაკეტები, პრეზენტაციები, ბუკლეტები, ფლაერები)
მეგობრებთან ერთად მოვიფიქროთ, როგორ შევქმნათ ჩვენი კლასის რესურსების საცავი ღრუბლოვან სივრცეში, ავტვირთოთ ჩვენი რესურსები One Drive-ში და შევქმნათ ერთგვარი რესურსების ბანკი.
ჯგუფის წევრებთან ერთად იმუშავე პროექტის შესაბამის
თემაზე
I ჯგუფი - “ინფორმაციის გადაცემის
საშუალებები ძველად და ახლა.”
II ჯგუფი - „ინფორმაციის
სახეები“
III ჯგუფი - “კომპიუტერის
შექმნის ისტორია, ძირითადი და დამხმარე მოწყობილობები”
III
ჯგუფი - “ინტერნეტის დადებითი და უარყოფითი მხარეები”
საძიებო სისტემების დახმარებით, მოიძიეთ თქვენი თემის
შესაბამისი ინფორმაცია.
პროექტზე მუშაობისას
დაგჭირდებათ ინტერნეტში სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მოძიება, დახარისხება, ღრუბლოვან საცავში ატვირთვა, ერთმანეთთან გაზიარება
და მოძიებულ მასალაზე ერთობლივი მუშაობა. საბოლოოდ კი პრეზენტაციის სახით წარმოდგენა, მოპოვებული რესურსების პედაგოგისთვის გაზიარება
One Drive-ის სივრცეში
ნამუშევრის წარდგენისას:
ისაუბრე:
·
რა გაიგე ახალი ინტერნეტის
ფუნქციონირების პრინციპების შესახებ?
·
რა გაგიადვილდა და
რა გაგიჭირდა?
·
დაგეხმარა თუ არა
სავარჯიშოები და მინიშნებები?
·
როგორ გამოიყენებ
ამ გაკვეთილით მიღებულ ცოდნას?
·
დაასახელე რამდენიმე არგუმენტი, რატომაა საჭირო ინტერნეტის
ფუნქციონირების პრინციპების ცოდნა მოსწავლისათვის?
·
რისგან დაგიცავს და
რას გაგიადვილებს?
·
რატომაა მნიშვნელოვანი
ღრუბლოვანი სერვისების გამოყენება?
·
რაში დამეხმარა ინფორმაციის განთავსება ღრუბლოვან
სივრცეში?
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის
დავალების შესასრულებლად
მიყევით შემდეგ ნაბიჯებს:
·
პირველ რიგში
ჯგუფში გადაინაწილეთ დასამუშავებელი საკითხები;
·
მოიძიეთ
ინტერნეტში, სხვადასხვა წყაროდან, თქვენი თემისთვის საინტერსო ინფორმაცია.
·
იმსჯელეთ, დროთა განმავლობაში როგორ შეიცვალა, დაიხვეწა
და განვითარდა თქვენი თემის ირგვკლივ მოვლენები.
·
სანტერესო იქნება, მოკლედ ჩამოაყალიბოთ თქვენი ვარაუდი თქვენი თემის
სამომავლო განვითარების შესახებ;
·
შეგროვებული ინფორმაცია დაახარისხეთ ჯგუფში (თემის ტექსტის,
ფოტოს, ვიდეოს, აუდიოს მასალის მიხედვით)
·
თქვენს ღრუბლოვან საცავში One Drive-ში შექმენით
საპროექტო თემის ძირითადი საქაღალდე. მასში კი, გამოყავით სხვა ქვესაქაღალდეები,
სადაც განათავსებთ თქვენს მიერ მოპოვებულ და დახარისხებულ მასალებს.
·
One
Drive-ში შექმნილი საქაღალდე რედაქტირების (edit) რეჟიმში
გაუზიარეთ ერთმანეთს.
·
გაეცანით ერთმანეთის ნამუშევარს, საჭიროების
მიხედვით შეიტანეთ ცვლილებები, ანუ იმუშავთ ერთობლივად.
· დასრულებული მასალა გაუზიარეთ პედაგოგს ნახვის რეჟიმში და წარმოადგინეთ კლასის წინაშე პრეზენტაციის სახით.
შეფასების კრიტერიუმი
- საძიებო სისტემებთან დამოუკიდებლად
და ჯგუფურად მუშაობა;
- სასურველი ინფორმაციის გაფილტვრა და დახარისხება;
- ღრუბლოვან სივრცეში (One
Drive) საქაღალდეებისა და ქვესაქაღალდეების სისტემის დამოუკიდებლად შექმნა;
- ონლაინ რესურსის დამოუკიდებლად შექმნა, გაზიარება და უფლებების გაწერა (მაგ.: გაზიარებულ ფაილში სხვა მომხმარებლებისთვის ცვლილების შეტანის უფლების მინიჭება);
არაჩვეულებრივი, მსუყე დავალებაა
ОтветитьУдалитьქალბატონო ნატალია, თქვენი მუშაობა, როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესოა.
ОтветитьУдалитьშესანიშნავია ნატა.როგორ ყოველთვის საინტერესო, შემეცნებითია შენი დაგეგმილი თითიეულუ დავალება და გაკვეთილები.წარმატებები მუდამ❤❤❤
ОтветитьУдалить