Страницы

четверг, 15 апреля 2021 г.

ციკლები - რომელი მოვლენები მეორდება ჩვენს ცხოვრებაში ნაწილობრივ ან მუდმივად

კომპიუტერული ტექნოლოგიები

კლასი III-

სამიზნე ცნება/ ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:
ალგორითმი/ პროგრამული კოდი/ პროგრამული ენა
ალგორითმი არის პრობლემის გადასაჭრელად საჭირო მოქმედებების თანამიმდევრული ერთობლიობა;
ქვეცნებები:

ციკლების გამოყენება ვიზუალური პროგრამირების გარემოში;

კომპლექსური დავალების პირობა:
დაადგინე შენი ყოველდღიური ცხოვრების ციკლები (განმეორებითი საქმიანობები), განსაზღვრე მიზნები და შექმენი ყოველკვირეული სამუშაო განრიგი, რომელიც დაგეხმარება მათ მიღწევაში.
შესრულებულ დავალებაში ნათლად უნდა ჩანდეს:

  •          ადამიანის საარსებო გარემოში და ბუნებაში განმეორებადი მოვლენების არსებობა;
  •          ციკლი მოვლენათა ერთობლიობაა, რომლებიც მუდმივად მეორდება. ციკლი მეორდება მანამ, ვიდრე რამე არ შეიცვლება. აუცილებელია იცოდე ციკლის/გამეორების მიზანი და შედეგი;
  •          მუდმივი ბუნებრივი ციკლებია დღისა და ღამის მონაცვლეობა, წელიწადის დროები, ფოთლებიანი მცენარეების ცვლილებები წლის განმავლობაში და ა.შ.;
  •          გავარჩიოთ ერთმანეთისგან მუდმივ და დროებით ციკლებში შემავალი მოვლენები და საქმიანობები;
  •          ალგორითმის არსის გააზრება და დამოუკიდებლად შემუშავება;
  •          ცხოვრებაში არის მუდმივი მისაღწევი მიზნები რომელთა  მისაღწევად საჭიროა გარკვეული ქმედებების გამეორება;
  •          ცხოვრებაში  სასარგებლო ციკლების შექმნით ადამიანი სარგებელს იღებს.

უპასუხე შეკითხვებს:

  1.         რა გაიგე ახალი ციკლების შესახებ?
  2.          შესძელი თუ არა პირობითი ნიშნების მნიშვნელობების ამოკითხვა?
  3.       დაფიქრდი, რომელი მოვლენები მეორდება შენ ცხოვრებაში მუდმივად?
  4.          რა სიკეთეს ან სარგებელს მიიღებ ცხოვრებაში  ციკლების შექმნით?















Комментариев нет:

Отправить комментарий