Страницы

წინსვლა

პრაქტიკოსი მასწავლებლის წინსვლა:
 პრაქტიკოსმა 19 კრედიტქულა უნდა დააგროვოს უფროსი მასწავლებლების სტატუსის მისაღებად.
პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ კრედიტქულების დაგროვების სავალდებულო აქტივობებია:
  • 2 საგაკვეთილო დაკვირვება, რომელსაც მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს. პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგაკვეთილო დაკვირვების წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელი ჯამურად მოიპოვებს 4 კრედიტქულას,  ერთი საგაკვეთილო დაკვირვება 2 კრედიტქულა.

მასწავლებელს საშუალება ეძლევა კრედიტქულები დააგროვოს ცხრილით გათვალისწინებული აქტივობებით :




უფროსი მასწავლებლის წინსვლა
უფროსი მასწავლებელი წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად ვალდებულია დააგროვო 19 კრედიტქულა. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებელი:
ა) ახორციელებს  პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას და კვლევის შედეგებს  უზიარებს კოლეგებს (2კრედიტქულა);
ბ)გადის გარედაკვირვებას  (4 კრედიტქულა);
გ) ატარებს 2 სამოდელო გაკვეთილს (თითოეული 1 კრედიტქულა);
დ) ახორციელებს  ცხრილით გათვალისწინებულ აქტივობებს


მენტორის სტატუსის მისანიჭებლად 
წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია  დააგროვოს 25 კრედიტქულა მენტორის სტატუსის მისანიჭებლად
 წამყვანი მასწავლებელი:
ა) ატარებს არანაკლებ 4 სამოდელო გაკვეთილს (1 კრედიტქულა თითოეულზე);
ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევასა დაკვლევის შედეგების საფუძველზე ატარებს სამუშაო შეხვედრას კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით (3 კრედიტქულა);
გ) ქმნის სასწავლო რესურს,  სანრეცენზირებულ პროფესიულ ლიტერატურას ან აქვეყნებს სტატიას (2 კრედიტქულა);
დ) ახორციელებს  ცხრილით გათვალისწინებულ აქტივობებს (15კრედიტქულა), 


იხიილეთ ბრძანება http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/new1000.pdf

Комментариев нет:

Отправить комментарий