Страницы

пятница, 9 декабря 2022 г.

გახდი შენი ოჯახის ნამდვილი მემატიანე

 სასწავლო პროცესში ინტეგრაცია სხვადასხვა საგანში შესასწავლი თემების ერთმანეთთან ორგანულ დაკავშირებას გულისხმობს. ინტეგრირებული გაკვეთილი არის ერთი და იმავე, მონათესავე ან გამჭოლი თემატიკის ირგვლივ გაერთიანებული ორი ან რამდენიმე სასწავლო საგნის მიხედვით დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი.

მე-4 კლასელებმა გააერთიანეს სხვადასხვა საგანში (მე და საზოგადოება,პედაგოგი ია კაშია, ინგლისური ენა, პედაგოგი მარიამ აბულაძე) ნასწავლი თემატიკა და წარმოადგინეს ნამუშევრები საკუთარი ოჯახის წინაპრების შესახებ, ხოლო კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე  ტექსტური რედაქტორის გამოყენებით მათ ციფრული სახე მისცეს.  


თანამედროვე სამყაროში ადამიანის საქმიანობის ნებისმიერი სფერო ორიენტირებულია ინფორმაციის ფლობაზე, მის გაზიარებასა და სხვადასხვა მომიჯნავე სფეროებში გამოყენებაზე. მოსწავლეებმა ჯერ მოიძიეს ინფორმაცია, მშობლებთან და ბებია-ბაბუებთან გასაუბრებით შეადგინეს საგვარეულო ხის მოდელები. ეს აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარათ უკეთ ჩაწვდნენ კვლევის მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და პრინციპებს, 

































Комментариев нет:

Отправить комментарий