სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე ისაუბრეს თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია პიროტექნიკის გამოყენებას როგორც ადამიანებისთვის,
ასევე ფრინველებისა და ცხოველებისთვის. საახალწლო პიროტექნიკისგან ყოველწლიურად არაერთი ადამიანი ზიანდება. საკითხის მჯელობისას მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ დღესასწაულების აღნიშვნა პიროტექნიკის გარეშეც შესაძლებელია.
მათ შექმნეს პოსტერები და მოუწოდეს საზოგადოებას, გაუფრთხილდნენ გარემოს, არ გამოიყენონ საშიში ნივთიერებებისგან დამზადებული ფეიერვერკები და ახალ წელს შეხვდნენ პიროტექნიკის გარეშე.
Комментариев нет:
Отправить комментарий