Страницы

среда, 13 декабря 2017 г.

გაკვეთილის თემა: ანიმაციები პროგრამა MS PowerPoint-ში

სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში 2017 წლის 19 დეკემბერს  მე-6ა კლასში პედაგოგ ნატალია თურქაძის მიერ ჩატარდა სტანდარტული გაკვეთილი ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, თემაზე ნიმაციები პროგრამა
იხილეთ გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მიზანი იყო საპრეზენტაციო პროგრამაში სლაიდებისა და სლაიდების ობიექტების ანიმაციის შესწავლა, საჭირო ობიექტების ადეკვატური გამოსახვის შესაძლებლობების გაცნობა.
მოსწავლეებმა გაიხსენებენ გავლილი მასალა, უპასუხეს კითხვებს, გაიხსენეს საოფისე პროგრამები, ისაუბრეს რა არის პრეზენტაცია, ფექტური და საინტერესო  პრეზენტაციის შექმნისას რა უნდა გაითვალისწინონ...


პედაგოგმა გაკვეთილის თემა დაუკავშირა მულტიპლიკაციას. 
სიტყვა მულტიპლიკაცია ლათინური წარმოშობისაა (multiplicatio - გამრავლება) და იგი სტატიკური გამოსახულებების დროში მონაცვლეობით შექმნილი მოძრაობის ოპტიკურ ილუზია ნიშნავს. 
ეკრანზე რომ ნახატი ამოძრავდესამისათვის ერთი ნახატის უამრავ სხვადასხვა მდგომარეობაში დახატვაა საჭირო. სწორედ ამ თემაზე ძალზედ საინტერესო იყო მასწავლებლის მიერ მომზადებული ვიდეომასალა.



პედაგოგმა პროექტორის საშუალებით ახსნა  თუ როგორ უნდა მოხდეს რთული ანიმაციების გამოყენება ობიექტებზე. კერძოდ, ერთ ობიექტზე რამოდენიმე ანიმაციის დადება.



მოსწავლეებს მიეცათ ინდივიდუალური დავალებები. მასწავლებელს ჰქონდა არჩეული მოთხრობა „სამი ხის ისტორია“, რომელიც დაყოფილი იყო პატარა ტექსტებად და ისინი მოთავსებული ჰქონდა  „ჯადოსნურ ყუთში“, საიდანაც მოსწავლეებმა აირჩიეს ერთი ნაწილი, რომლის მიხედვით  შექმნეს  შესაბამისი სლაიდი, სადაც გამოიყენეს სხვადასხვა ანიმაციები.




პრეზენტაციების დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა გაზიარების საქაღალდის გამოყენებით თავიანთი ნამუშევრები გაუზიარეს პედაგოგს, პროექტორის საშუალებით მათ  წარმოადგინეს და  ისაუბრეს თუ რა ანიმაციები გამოიყენეს მუშაობის პროცესში. 



იხილეთ გაკვეთილის სრული ფოტომასალა

გაკვეთილი  გამოვიდა საინტერესო, აქტიური, შრომატევადი. მასწავლებელი, მოსწავლეები და დამსწრე საზოგადოება  კმაყოფილი დარჩა მუშა პროცესით. აღინიშნა ის, რომ მოსწავლეების შედეგით  მასწავლებელმა მიაღწია გაკვეთილის გეგმით განსაზღვრულ შედეგს.
მოსწავლეთა მიერ შექმნილი სლაიდებით აიწყო ერთი მთლიანი პრეზენტაცია და მივიღეთ ძალიან საინტერესო რესურსი სახელწოდებით "სამი ხის ისტორია".



вторник, 5 декабря 2017 г.

გაკვეთილი ისტ-ში "ფაილი და საქაღალდე,მასთან დაკავშირებული მოქმედებები".

2017 წლის 28 ნოემბერს მე-5გ კლასში პედაგოგ ნატალია თურქაძის მიერ ჩატარდა ღია გაკვეთილი ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, თემაზე „ფაილი და საქაღალდე, მასთან დაკავშირებული მოქმედებები“
ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება წარმოუდგენელია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშეშესაბამისად აღნიშნული საკითხი საინტერესო და აქტუალური იქნება ნებისმიერი პროფესიის დაუფლების მსურველთათვისმოცემული თემის გამოყენება შესაძლებელიაროგორც სწავლებისასევე დასაქმებისა დაყოველდღიური საქმიანობის პირობებში.


გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეს გაეცნობიერებინა 
მოწყობილობაში მონაცემთა შენახვის 
იერარქია (ფაილი, საქაღალდე, ქვესაქაღალდე); დაეჯგუფებინა ფაილები საქაღალდეებში, ხოლო საქაღალდეები ქვესაქაღალდეებად, გააზრებულად მიენიჭებინათ სახელწოდებები საქაღალდეებსა და ქვესაქაღალდეებისთვის, ლოგიკურად დაელაგებინათ ფაილები და საქაღალდეები მონაცემთა ეფექტიანად შენახვის, მოძებნის და წაკითხვის მიზნით. 


მოსწავლეებმა სიღრმისეულად გაიაზრეს გაკვეთილის თემა, დავალებებს შესანიშნავად გაართვეს თავი, იმუშავეს ხალისითა და მონდომებით, მოტივაცია იყო მაღალი.  
 მათ საუკეთესოდ შეძლეს საკითხის გაგება. 

გაკვეთილი გამოვიდა საინტერესო, საქმიანი და ნაყოფიერი.
პედაგოგის მიერ გამოყენებულმა სტრატეგიებმა უზრუნველყო მოსწავლეთა მოტივირება მათი მაქსიმალური ჩართულობა და აქტიური სწავლა.