Страницы

четверг, 18 марта 2021 г.

პირობითი ნიშნები ჩვენ ირგვლივ

მიმართულება: კომპიუტერული ტექნოლოგიები

კლასი III

სამიზნე ცნება /ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:
პირობითი ნიშნები:

  •  პირობითი ნიშნები არის წინასწარ შემუშავებული ნიშანთა სისტემა;
  • პირობითი ნიშნების საშუალებით შესაძლებელია ინფორმაციის გადაცემა;
  • პირობითი ნიშნების საშუალებით შესაძლებელია წინასწარ შემუშავებული ბრძანებების თანამიმდევრული შესრულება.

ქვეცნებები:

პირობითი ნიშნების სისტემის დამოუკიდებლად შემუშავება. პირობითი ნიშნების საშუალებით ინფორმაციის მიღება და გადაცემა.

კომპლექსური დავალების პირობა:
თქვენთვის სასურველი ფორმატით (ნახატი, პლასტელინით, მაკეტით და სხვა) შექმენი პირობითი ნიშნები რომლებიც ყველაზე ხშირად გხვდება ყოველდღიურობაში (შეგიძლიათ შეცვალოთ და თქვენეული ვარიანტი შემოგვთავაზო)  შემდეგ კი გააცანი მასწავლებელსა და თანაკლასელებს.

უპასუხე შეკითხვებს:

  •          რა გაიგე ახალი ჩვენ ირგვლივ არსებული პირობითი ნიშნების შესახებ?
  •          შესძელი თუ არა პირობითი ნიშნების წაკითხვა და მათი გამოყენება?
  •          რა გაგიადვილდა და რა გაგიჭირდა?
  •          დაგეხმარა სავარჯიშოები და მინიშნებები?
  •          როგორ გამოიყენებ პირობითი ნიშნების შესახებ ამ გაკვეთილით  მიღებულ ცოდნას?
  •          როგორ ფიქრობ, რატომაა საჭირო  ჩვენ ირგვლივ არსებული  პირობითი ნიშნების შესახებ  ცოდნა მოსწავლისათვის?
















Комментариев нет:

Отправить комментарий