1. "ციფრული სკოლა საქართველო"
2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრიდან ტალინის უნივერსიტეტი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და "ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის"პროგრამის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით ამავე პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სკოლებიდან ერთ-ერთი ჩვენი, სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაა, სადაც განხორციელდა პროექტი "ციფრული სკოლა საქართველო". შეირჩა სკოლის გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობას უწევდა ნატალია თურქაძე. პროეტის ფარგლებში სკოლაში შექმნილმა ჯგუფმა იმუშავა ციფრული კულტურის განვითარებისა და ინოაციური სასწავლო პრაქტიკის დამკვიდრების კუთხით. გუნდის მიერ მოხდა საკუთარი ციფრული სკოლის მზაობის შეფასება, განხორციელდა კვლევა, რომლის საფუძველზე დაიგეგმა ციფრული სტრატეგია, განხორციელდა ნრავალფეროვანი აქტივობები ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დანერგვისა და სკოლაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. აქღინული პროექტის ფარგლებში ნატალია თურქაძის იერ შეიქმნა ბლოგი, სადაც განთავსებულია მუშაობის ამსახველი დოლუმენტაცია . აღსანიშნავია ის, რომ პროექტში ჩართულ სკოლებს შორის ჩვენი სკოლა 20 საუკეთეს სკოლებს შორის დასახელდა. (იხილეთ პროექტის ბლოგი)
2. „შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა“
სსიპ
ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში წლებია წარმატებით ხორციელდება პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა, კერძოდ კურსი „შრომის
უსაფრთხოება და გარემოს დაცვა“, რომელსაც უძღვებიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიონალი
სპეციალისტები ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლგიების დეპარტამენტიდან. სკოლიდან აღნიშნულ კურსს ხელმძღვანელობას და
კოორდინაციას უწევს ნატალია თურქაძე. კურსი „შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა“ მიმართულია მოსწავლეებში განავითაროს ხედვა მულტიდისციპლინურ მიდგომებზე დაფუძნებული უსაფრთხო შრომისა და გარემოს დაცვის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს მათ მოტივირებას სწავლა განაგრძონ ინჟინერიისა და მონათესავე მიმართულებების პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების პროგრამაზე.
(იხილეთ „შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა“)
3. პროექტი ბედნიერების საიდუმლო -ემოციური ინტელექტის განვითარება
ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ემოციური ინტელექტის განვითარების მიმართულებით პროექტი „ბედნიერების საიდუმლო“ ხორციელდება. ემოციური
ინტელექტის სწავლება
შესაძლებელია, მას შეუძლია
ადამიანს მოუტანოს დიდი სარგებელი.
აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ზოგადი განათლების ეროვნული
მიზნების მიღწევას. კერძოდ, ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეძლებენ:
- Ø დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას:
- Ø კომუნიკაციას ინდივიდებთან
და ჯგუფებთან;
- Ø იყონ კანონმორჩილი,
ტოლერანტი მოქალაქეები.
Ø გაიგონ ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა და შეძლონ ემოციების მართვა.
Ø მეტ–ნაკლებად შეამციროს აგრესიის დონე და ხელი
შეუწყოს მათ წარმატების მიღწევაში.
პროექტს ხელმძღვანელობს ნატალია თურქაძე
4. „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით"
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით" ქვეპროგრამის
ფარგლებში ჩვენი სკოლის მიერ წარდგენილმა პროექტმა
„ჰარმონია“ აღნიშნულ
პროგრამაში უკვე მეორეჯერ გაიმარჯვა . პროექტის მიზანს წარმოადგენდა არაფორმალური განათლების მიღების გზით განსხვავებული ეთნოსის, კულტურის და ტრადიციების მქონე ეთნიკური უმცირესობის, კერძოდ, მოლდაველი მოსწავლეების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი სრულფასოვანი სოციალიზაცია .
ჩამოყალიბდა ხელგარჯილობის და კითხვის კლუბი, სადაც გაერთიანებული იყვნენ ჩვენი სკოლის მოლდაველი და მოხალისე მოსწავლეები.
მოსწავლეთა დაინტერესება გამოიწვია ხელგარჯილობის კლუბში მუშაობამ, სადაც ისინი ხელნაკეთი ნივთების დამზადების სხვადასხვა ტექნიკებს გაეცნენ.
პროექტს
კოორდინაციას უწევდა ია კაშია და ნატალია თურქაძე
(იხილეთ
ბლოგი https://qalaqqutaisis36sajaroskola.blogspot.com/2022/02/blog-post.html)
5. eTwinning და პროექტი "იყავი ინფორმირებული, იყავი დაცული"
eTwinning-ი მასწავლებელთა დამეგობრების პროგრამა ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობის
ხელშესაწყობად შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, სადაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ონლაინ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში ჩაერთონ. ამ პლატფორმის
მეშვეობთ ჩავერთე პროექტში "იყავი ინფორმირებული, იყავი დაცული", რომლის მიზანია მოზარდების მედიაწიგნიერების ამაღლება, დეზინფორმაციის ამოცნობა, კრიტიკული აზროვნების განვითარება ჩართულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები. ერთობლივი მუშაობითა და გამოცდილების გაზიარებით ჩარატდა საინტერესო შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან, რაც უდაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი მოსწავლეების მედიაწიგნიერების, ელექტრონული უსაფრთხოების, კიბერბულინგის, ფიშინგის თემებზე ცნობიერების ამაღლების კუთხით.
6.
eTwinning - პროექტი "ჩემი უსაფრთხო კიბერსივრცე - My Safe
Cyberspace"
eTwinning- ეს არის ქართველ და ევროპელ მასწავლებელთა დამეგობრების პროგრამა, რომელიც ქართველ და ევროპელ მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის დამყარებასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. აღნიშნული პორტალის მეშვეობით განვახორციელე პროექტი სახელწოდებით: "ჩემი უსაფრთხო კიბერსივრცე - My Safe Cyberspace", რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით კრიტიკულად მნიშვნელოვან თემას, კიბერუსაფრთხოებას ეხებოდა. თემა მნიშვნელოვანია ახალგაზრდების უსაფრთხოებისთვის და მათი ინფორმირება კი აღნიშნულ საკითხზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
https://teqnologiebi36.blogspot.com/2021/12/my-safe-cyberspace.html
7. eTwining-პროექტი „Our happy future / ბედნიერი მომავალი“
პროექტმა
აიღო ეროვნული ხარისხის ნიშნანი. პროექტის მიზანი გახლდათ
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავება (მაგ. თანამშრომლობა, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, პრობლემის გადაჭრა, გადაწყვეტილების მიღება, საჯარო გამოსვლა, ციფრული უნარები);
• გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიზნების ცოდნა და გააზრება;
• პატივი სცეს ადამიანის ღირსებას და ადამიანის უფლებებს;
• დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასება;
• სამოქალაქო პასუხისმგებლობა და თანაგრძნობა;
https://ourhappyfuture2022.blogspot.com/2022/04/projecr-goalstasks-and-rules.html
8.
პროექტი -"ინფორმაცია და კომპიუტერი"
XXI-საუკუნეში კომპიუტერის როლი არის უმნიშვნელოვანესი,
ასევე აუცილებელია იმ ნორმების დაცვა, რაც
ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პროექტის მიზანია გახლდათ
ინფორმაციის ცნების გაგების ხელშეწყობა, სასარგებლო საინფორმაციო პროდუქტის შექმნის პროცესში შემოქმედებითი
უნარების განვითარება, აგრეთვე კომპიუტერთან მუშაობის უნარ- ჩვევების გამომუშავება
და სათანადო წესების დაცვა.
https://teqnologiebi36.blogspot.com/2018/12/5.html
9. პროექტი -"ტექნიკა ჩვენ გარშემო"
XXI-საუკუნე ცნობილია მეცნიერების და ტექნოლოგიის ერად, ამიტომ
მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია მეცნიერების და ტექნოლოგიის პრიორიტეტული სფეროების
ჩამოყალიბების გაცნობა- განსაზღვრა. იმ გამოგონებების წვლილის გაანალიზება,
რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება. აგრეთვე პროექტის აქტუალურობა გამოიხატება
მოსწავლეებისათვის მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაში, აღნიშნული
პროდუქტი მოსწავლეებს ეხმარება სწავლების საგანმანათლებლო პროცესში განავითარონ
დამოუკიდებელი, ინდივიდუალური უნარ-ჩვევები. განივითარონ პასუხისმგებლობის
გრძნობა.
https://teqnologiebi36.blogspot.com/2018/12/6.html
10. სოციალური პროექტი: „ეკოლოგიური პრობლემები და გარემო ჩვენს
მახლობლად“
პროექტი ეხებოდა ეკოლოგიური პრობლემების გათავისებასა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაღრმავებას. XXI საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად და გამოწვევად კვლავ რჩება
ეკოლოგიური პრობლემები, რასაც ხშირ შემთხვევაში იწვევს დაბინძურებული გარემო. დაბალია
პასუხისმგებლობის განცდა და მოქალაქეობრივი ცნობიერება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,
როგორც მოსწავლეებში ასევე თემში. ნაკლები
ჩართულობა, პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და დაბალი სამოქალაქო ცნობიერება იწვევს
გარემოზე ნაკლებ ზრუნვას, მის დაბინძურებას და საფრთხის მომცველი კერების შექმნას ჩვენს
გარშემო. პროექტის განხორციელების შემთხვევაში
მიზნად დავისახე სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება
მოსწავლეებსა და თემში. შესაბამისათ მათი პასუხისმგებლობის გააზრება.
იხილეთ პროექტის გეგმა https://teqnologiebi36.blogspot.com/2019/06/blog-post.html
და განხორციელების ეტაპები „ეკოლოგიური პრობლემები და გარემო ჩვენს მახლობლად
(teqnologiebi36.blogspot.com)
11. „სიცოცხლის ბაღის“ გაშენება
ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება არის ერის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი გაჯანსაღების გზაზე გადადგმული ნაბიჯი და მისი განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საერთო მიზნითა და ძალისხმევით. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტე ოქტომბრის თვეში ბავშვებისათვის
ახალი ინიციატივა შემეთავაზებინა. დავუკავშირდი ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ურთიერთობის ცენტრი „IUNA
AMIKO”-ს დირექტორი ბატონ გიორგი ალფაიძეს, რომელთან ერთადაც დაიგეგმა სკოლის ეზოში ნერგების დარგვის
აქცია, რომელშიც კლასის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო მშობლებმა, უფროსი ასაკის
მოსწავლეებმა, დირექციამ, პედაგოგებმა, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა.
ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ურთიერთობის ცენტრი „IUNA
AMIKO”-ს დირექტორი ბატონი გიორგი ალფაიძე, რომელმაც ისაუბრა თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ოზონს, როგორ დავიცვათ თავი ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან, რომელსაც უჯრედის დაშლა და ცოცხალი ორგანიზმის განადგურება შეუძლია...
იხილეთ ბლოგზე განთავსებული
მასალა https://cemiklasinato.blogspot.com/2018/11/blog-post_11.html
12. პროექტი: "ის აქ არის..."-გია ყანჩელის ხსოვნას
თანამედროვე ბავშვები ნაკლებად არიან დაინტერესებული
ქართული კულტურით. ნაკლებად უსმენენ ქართულ ხალხურ თუ სიმფონიურ სიმღერებს, არ
იცნობენ მსოფლიოში განთქმულ ქართველი წარმომადგენლების
შემოქმედებას. ამ პრობლემამ მიგვიყვანა იმ იდეამდე, რომ გამეხორციელებია
სოციალური პროექტი სახელწოდებთ „ის აქ არის“,
რომელიც გია ყანჩელის ხსოვნასა და მისი შემოქმედების პატივისცემას მიეძღვნა.
სამი კვირის განმავლობაში მოსწავლეები მუშაობდნენ
თემის ირგვლივ: მოიძიეს მასალები, მოუსმინეს გია ყანჩელის მელოდიას, კიდევ ერთხელ ნახეს
ფილმები მისი მუსიკის გაფორმებით, გაეცვნენ ლიტერატურას, მის ბიოგრაფიას, სხვადასხვა
გამოჩენილი ქართველი თუ უცხოელი ადამიანების მოსაზრებებს მისი შემოქმედების შესახებ. პროექტის ბოლოს განხორციელდა
დასკვნითი შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც მოწვეული იყო მშობლები, პედაგოგები, მოსწავლეები
და სკოლის დირექციის წარმომადგენლები.
https://cemiklasinato.blogspot.com/2019/11/7.html
13. პროექტი: ქართული კინოს კვირეული
სკოლაში“
პროექტი „ქართული კინო სკოლაში“ განვახორციელე მე-5, მე-6 კლასებში, რომელიც მიზნად ისახავდა კინოხელოვნების
პოპულარიზაციის
გზით,
მოზარდებს
ანალიტიკური
აზროვნება
და
შემოქმედებითი
უნარები
განვუვითარო.
ფილმების
ნახვის შემდეგ მოეწყო შემეცნებითი
დისკუსიები და
საინტერესო საუბრები. განხორციელდა წერითი სამუშაო და თავიანი შთაბეჭდილებების
დაფიქსირება.
https://cemiklasinato.blogspot.com/2018/11/blog-post_98.html
14. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უფასო წრე
უფასო წრე ჩამოყალიბდა სსიპ ქალაქ ქუთაისის
N36 საჯარო სკოლაში, რომელშიც გაწევრიანებული იყვნენ მე-5 კლასელები. საწრეო მუშაობის მიზანია გახლდათ აზროვნების განვითარება, სხვა საგნებში მიღებული ცოდნის
განმტკიცება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღება. წრეში მუშაობამ მოსწავლეებს საშუალება მისცა გაეუმჯობესებინათ
კომპიუტერული უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარათ როგორც სასწავლო პროცესში და სამომავლოდ, ცხოვრების ნებისმიერ ასპარეზზე გამოიყენებენ
მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.
15 გარემოს დაცვა და შრომის უსაფრთხოება
2022-2023 სასწავლო წელს გაგრძელდა პროექტი “შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა” მე-8 და მე-9 კლასებში. პროექტი მიმდინარეობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტი - აწსუ-ს, ლექტორ-მასწავლებლების ჩართულობით. კურსი „შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა“ მიმართულია მოსწავლეებში განავითაროს ხედვა მულტიდისციპლინურ მიდგომებზე დაფუძნებული უსაფრთხო შრომისა და გარემოს დაცვის საკითხებზე. სკოლიდან აღნიშნულ კურსს ხელმძღვანელობას და კოორდინაციას უწევს ნატალია თურქაძე და მარიამ აბულაძე. მოსწავლეები კურსის ფარგლებში ეწვივნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტს, სადაც ჩაატარეს სხვადასხვა ცდები. მოსწავლეები გაეცვნენ თითოეული ცდის ჩატარებისთვის საჭირო მასალებსა და დანადგარების მუშაობის პრინციპებს, დაურიგდათ ინსტრუქციები. თითოეულმა მათგანმა პედაგოგების მეთვალყურეობით დამოუკიდებლად დაამზადეს სანთლები, საპონი, აბები, გამოიყენეს სხვადასხვა ხელსაწყოები.
2024 წლის 2 და 3 მარტს ბათუმში გაიმართა EdCamp Georgia -2024 მეორე ეროვნული კონფერენცია,რომელშიც ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე 300-ზე მეტი პედაგოგი იღებდა მონაწილეობას.
მოტივირებულ პედაგოგთა კლუბი (ხელმძღვანელები ნატალია თურქაძე, მზია კახაძე) სხვა არაერთ ორგანიზაციებთან ერთად წარმოადგენს პროექტ EdCamp Georgia-ს მხარდამჭერ გუნდს.
სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლიდან აღნიშნულ კონფერენციას დაესწრო ინგლისური ენის მასწავლებელი მარიამ აბულაძე და მოტივირებულ პედაგოგთა კლუბის ხელმძღვანელი, სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი ნატალია თურქაძე.
https://teqnologiebi36.blogspot.com/2024/03/edcamp-georgia-2024.html
Комментариев нет:
Отправить комментарий