საქართველოში რამდენიმე წელია სტარტი აიღო მასწავლებელთა კონფერენციამ EdCamp Georgia, რომელიც პედაგოგებს საშუალებას აძლევს გააზიარონ არამარტო ქართული, არამედ ევროპული, საუკეთესო გამოცდილება.
2 და 3 მარტს ბათუმში გაიმართა EdCamp Georgia -2024 მეორე ეროვნული კონფერენცია, რომელშიც ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე 300-ზე მეტი პედაგოგი იღებდა მონაწილეობას.
ინიციატივა „ედკემპი“
(EdCamp) 2010 წელს ჩამოყალიბდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკელმა მასწავლებლებმა
პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიონალური განვითარების მიზნით ალტერნატიული
გზის შექმნა გადაწყვიტეს. მას შემდეგ, „ედკემპის“ მოძრაობა 45-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა.
ჩვენი ამერიკელი კოლეგები ამაყობენ, რომ ფონდი ბილ და მელინდა გეითსების მხარდაჭერით
სარგებლობს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ საერთო საქმისადმი
დამოკიდებულება. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს „ედკემპმა“ მსოფლიო მასშტაბით მე-6 ადგილი
დაიკავა ყველაზე ინოვაციურ საგანმანათლებლო ორგანიზაციებს შორის(The World`s Top
10 Most Innovative Companies of 2015 In Education)."
მოტივირებულ პედაგოგთა კლუბი (ხელმძღვანელები ნატალია თურქაძე, მზია კახაძე) სხვა არაერთ ორგანიზაციებთან
ერთად წარმოადგენს პროექტ EdCamp Georgia-ს მხარდამჭერ გუნდს.
სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლიდან აღნიშნულ კონფერენციას დაესწრო ინგლისური ენის მასწავლებელი
მარიამ აბულაძე და მოტივირებულ პედაგოგთა კლუბის ხელმძღვანელი, სსიპ ქალაქ ქუთაისის
N36 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი ნატალია თურქაძე.
Комментариев нет:
Отправить комментарий