სრული ფოტო მასალა იხილეთ ბმულზე
პროექტის სახელწოდება: ინფორმაციის სანდოობა, საიდან ვიღებთ ზუსტ ინფორმაციას
პროექტის მთავარი იდეა (თემა): გაეცნონ თითოეული ადამიანის სიცოცხლისათვის ინფორმაციის მნიშვნელობას და აუცილებლობას, ინფორმაციის სანდოობის დასადგენად შეადარონ სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაცია ერთმანეთს და გაანალიზონ ინფორმაციის სანდოობის მნიშვნელობა, განივითარონ კვლევა-ძიების უნარები, შემოქმედებითი უნარები, შეძლონ გუნდური და ინდივიდუალური მუშაობა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ის.ტექნ.დაწყ 3.
მოსწავლემ
უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
·
ავრცელებს საკუთარ ციფრულ მასალას, სხვების მიერ განხილვისა და უკუგების მიღების მიზნით; იყენებს უკუგების შედეგს პროდუქტის გაუმჯობესების მიზნით.
ის. ტექნ.დაწყ 4.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას.
·
აცნობიერებს სხვადასხვა ციფრულ მოწყობილობას შორის მონაცემთა მიღება-გადაცემის ფუნქციებს;
·
აცნობიერებს ციფრულ მოწყობილობაში მონაცემთა შენახვის იერარქიას (მაგალითად: ფაილი, საქაღალდე) და ეფექტიანად იყენებს ამ სტრუქტურას (მაგალითად: ფაილებს აჯგუფებს საქაღალდეებში, საქაღალდეებს აჯგუფებს ქვესაქაღალდეებად);
ის ტექნ. V.5.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
·
ინფორმაციისა და ციფრული მასალის ძიებისას იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს (მაგალითად: შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება, ეფექტიანად იყენებს საძიებო სისტემის ინტერფეისს);
·
ინფორმაციის სანდოობის დასადგენად, ადარებს სხვადასხვა წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას;
·
იყენებს ისტ-ს
იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;
·
ახენს მოძიებული ციფრული მასალისა და ინფორმაციის ინტერპრეტაციას და აფასებს ამ მასალას იმის მიხედვით, თუ რამდენად სასარგებლო, სანდო, ადეკვატური და ზუსტია იგი;
პროექტის აქტუალურობის დასაბუთება:
პროექტი აქტუალურია იმ თვალსაზრისით, რომ მასიური, ყოვლისმომცველი კომპიუტერიზაცია, ინფორმაციის შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების ახალი ტექნოლოგიების დანერგვა- განვითარება, ინფორმაციის როლისა და ხვედრითი წილის ზრდა ახალ ამოცანებს უყენებს საზოგადოების ყველა სფეროში დაკავებულ ადამიანებს. ამიტომ, ჩვენი, პედაგოგების ძირითადი ამოცანაა მოსწავლეს შევასწავლოთ სწორად ორიენტირება მრავალფეროვან და წარმოუდგენლად დიდი მოცულობის ინფორმაციულ გარემოში, ვასწავლოთ ინფორმაციის კლასიფიკაცია და ანალიზი, ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა, შევძინოთ მოსწავლეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო უნარები, რომელთა მეშვეობითაც ის შეძლებს სრულფასოვნად ფუნქციონირებას საზოგადოებაში და ცოდნის დამოუკიდებლად მიღებას მთელი შემდგომი ცხოვრების განმავლობაში.
·
მოსწავლე გაიგოს თუ რაოდენ აუცილებელია ინფორმაციის სანდოობა დღევანდელ ყოფა–ცხოვრებაში;
· გააცნობიეროს ინფორმაციის სანდოობის განსაზღვრის მეთოდები და ინსტრუმენტები.
·
შეძლოს გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის გააქტიურება.
·
მაკეტის შექმნა.
აგრეთვე პროექტის მიზანია მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ აქტიური მოქალაქეებისას და თანამედროვე საზოგადოებისათვის საჭირო ლიდერების უნარ-ჩვევები, ჩამოუყალიბდეთ დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნებისთვის საჭირო უნარები, შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, იდეების გენერირება და საკუთარი ინიციატივების განხორციელება.
მოსწავლეები შეისწავლიან კომპიუტერთან მუშაობის უნარ–ჩვევებს;
გამოუმუშავდებათ:
- კვლევა ძიების უნარ–ჩვევები;
- შემოქმედებითი უნარი (ინფორმაციის მატარებელი ობიექტების შექმნა);
- ინფორმაციის ეფექტურად წარმოდგენის უნარ-ჩვევები;
- გუნდური მუშაობისთვის უნარ-ჩვევები.
პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეების შემეცნებითი ინტერესის
დაკმაყოფილებას;
მოამზადებენ პრეზენტაციებს, სხვადასხვა მოდელების მაკეტებს.
შეძლებენ მნიშვნელოვანი ინფორმაციით თავიანთი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას და ცოდნის გაფართოებას. მოიძიებენ საჭირო მასალებს, შექმნიან მაკეტებს, წარმოადგენენ პრეზენტაციებს.
აქტივობების შესაბამისობა მიზანთან: მე-5 კლასებში ისტ-ში სახელმძღვანელო არ გვაქვს, სწავლის პროცესი
მიმდინარეობს სამინისტროდან მოწოდებული მასალების მიხედვით. მოწოდებული თემა
„ინფორმაცია და კომპიუტერი” ძალიან მნიშვნელოვან ზოგადსაგანმანათლებლო მასალას შეიცავს.
ძირითადად ეს მასალა თეორიული ხასიათისაა. გაკვეთილების გამრავალფეროვნებისა და
მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების მიზნით ამ მასალის შესწავლის პარალელურად
მოსწავლეებს შევთავაზე ემუშავათ პროექტზე. მოსწავლეები მოპოვებული ინფორმაციითა და
თვალსაჩინოებით გაცილებით მეტ ცოდნას იძენენ აღნიშნული თემატიკის (ინფორმაციის
როლისა და სანდოობის) შესახებ, რომელსაც დღეს დიდი როლი უჭირავს საზოგადოების
განვითარებაში.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nataliaturkqdze@gmail.com
ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული ყველა სახის ინფორმაციის მისაღებად. მათ ინტერნეტის საშუალებით მოიძიეს საჭირო მასალები, შექმნეს მაკეტები, წარმოადგინეს პრეზენტაციები.
თავდაპირველად მოსწავლეებს წარვუდგინე
პრეზენტაცია პროექტის შესახებ. გავაცანი პროექტის მიზნები, შინაარსი, და სარგებლობა.
გამოვიყენე გონებრივი იერიში. ვისაუბრეთ ინფორმაციისა და მასთან დაკავშირებული
თემების შესახებ, რომლის შემდეგ განხორციელდა სხვადასხვა ეტაპები: კერძოდ, მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს თავიანთი აზრები, შეაგროვეს ინფორმაცია წინა საფეხურებზე შემუშავებული გეგმის მიხედვით. შექმნეს მაკეტები და წარმოადგინეს პრეზენტაციები აღნიშნული მაკეტის ირგვლივ, მოხდა შესრულებული სამუშაოს შეფასება.
მოსწავლეები რამდენიმე ჯგუფში
გადანაწილდნენ. თითოეულმა ჯგუფმა აირჩია საკვლევი, სამუშაო თემა. შესაბამისად
მოიძიეს საჭირო ინფორმაციას, ამ ინფორმაციის საფუძველზე მოამზადეს 5 - 10 წუთიანი
მოხსენებები და შექმნეს მოდელები.
პირველ ჯგუფს დაევალა
ინფორმაციის მოძიება-დამუშავება ელექტრონული მოწყობილობის (ტელევიზორი)წარმოშობის
შესახებ. ვის მიერ იქნა იგი გამოგონებული. უნდა მოამზადონ პრეზენტაცია თემაზე
,,ტელევიზორის ძველი თაობა" და შეძლებისდაგვარად შექმნან მაკეტებს.
მეორე ჯგუფს დაევალა მოამზადონ
და მოიძიონ ინფორმაცია ხმოვანი მანქანების შესახებ, მისი დანიშნულებისა და
გავრცელების არიალზე, მოამზადებენ პრეზენტაციას, შეძლებისდაგვარად შექმნიან მათ
მოდელებს.
მესამე ჯგუფი იმუშავებს თემაზე
კომპიუტერი და მისი მოწყობილობები. მოიძიებენ ინფორმაციას კომპიუტერის
მნიშვნელობაზე. მისი მოწყობილობების დანიშნულებაზე, მოამზადებენ პრეზენტაციას და
წარუდგენენ თანატოლებს.
მეოთხე ჯგუფი იმუშავებს თუ
როგორი შეიძლება არსებობდეს ინფორმაციის გავრცელების საშუალებები მომავალ
საუკუნეში, რათა შეძლონ წარმოსახვა, იმსჯელებენ შეიძლება თუ არა მისი კიდევ უფრო
განვითარება. შეაჯერებენ იდეებს, გამოიტანს დასკვნებს, რომელსაც საბოლოოდ
წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით. მოსწავლეებმა პარალელი გაავლეს ძველ და ახალ
ინფორმაციულ საშუალებებს შორის, თუ როგორი იყო ადრე ისინი და წლების შემდეგ რა
განვითარების პიკს მიაღწია. როდის და ვის მიერ იყო გამოგონებული მოდელები. რა
ეტაპი გაიარა აღნიშნულმა მოდელებმა დღემდე და ერთმანეთს წარუდგინეს თავიანთი
დაამზადებული მოდელები. იყო შეკითხვები, აზრთა გაცვლა-გაზიარება. გაეცვნენ თუ
როგორ უნდა გადაამოწმონ რამდენად სანდოა ინფორმაცია და გაიაზრეს თუ როგორ
გამოიყენონ მოპოვებული ინფორმაცია დღევანდელ ეპოქაში.
მოსწავლეთა ცოდნის, ასაკის, ინტერესისა და გამოცდილების გათვალისწინება: მე-5ბ მე-5ბ კლასი -10-11 წელი. მოსწავლეებმა შერჩეული თემებიდან თავად აირჩიეს დავალებები თავიანთი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.
პროექტზე მუშაობის დრო: 3 კვირა - 28.11-19.12 დეკემბერი
პროექტის მონიტორინგი და შეფასება: სასწავლო პროექტების შედეგიანობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიურად არიან ჩართულნი მოსწავლეები პროექტის თემის შერჩევაში, დაგეგმვაში, პრობლემის მართვაში, ასევე - მონიტორინგის, შეფასებისა და თვითშეფასების პროცესებში და რამდენად ეფექტიანად იყენებენ პროექტის მონაწილეები პროექტის გაფორმების, მონიტორინგის, შეფასებისა და თვითშეფასების სქემებს. ამისათვის გამოვიყენე სხვადასხვა სქემები და შეფასების რუბრიკები. (თან ერთვის გეგმას)
პროექტის გეგმები-გამოვიყენე პროექტის დასაწყისში მოსწავლეებთან პროექტის განხორციელების დროს, რომელიც დაეხმარა მოსწავლეებს საკუთარი გეგმის განვითარებასა და განხორციელებაში . პროექტის დაგეგმვა ეხმარება მოსწავლეებს ორგანიზებულობაში, ისინი ისახავენ მიზნებს, აყალიბებენ სტრატეგიებს მათ მისაღწევად, დროში ანაწილებენ შესასრულებელ სამუშაოს, განსაზღვრავენ კრიტერიუმებს შეფასებისათვის.
თვითშეფასება და რეფლექსია - გამოვიყენ პროექტის მანძილზე ზეპირად, წერილობით ან პროექტის განხორციელების დროს. თვითშეფასება და რეფლექსია შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, რომ შეაფასონ თავიანთი პროგრესი, ასევე მოახდინონ რეფლექსია მეთოდების გასაუმჯობესებლად.
ვიცი -მინდა ვიცოდე ვისწავლე - ცხრილი ეხმარება მოსწავლეებს იმის გააზრებაში, თუ რა იციან საკითხის შესახებ, რისი ცოდნა უნდათ, რა ისწავლეს და კიდევ რა არის შესასწავლი.
ვიცი -მინდა ვიცოდე ვისწავლე - ცხრილი ეხმარება მოსწავლეებს იმის გააზრებაში, თუ რა იციან საკითხის შესახებ, რისი ცოდნა უნდათ, რა ისწავლეს და კიდევ რა არის შესასწავლი.
ჯგუფებზე დაკვირვება - გამოიყენება მთელი პროექტის მანძილზე გამოიყენებენ ჩეკლისტებს , ჩაინიშნავენ მოსაზრებებს. მოსწავლეები ასევე შეაფასებენ თავიანთი ჯგუფური მუშაობის უნარს ჩეკლისტებისა და რეფლექსიის გამოყენებით.
მოსწავლეთა ჩართულობა პროექტის იდეის განვითარებაში, დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში: მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც პროექტის იდეის განვითარებაში, ასევე პროექტის დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში. პროექტის განხორციელებისას მოსწავლეთა ჩართულობის კოეფიციენტი იყო მაღალი, მუშაობის მსვლელობისას ითხოვდნენ მითითებებს და რჩევებს. მივაწოდე იდეა მაკეტების შექმნისას გამოეყენებინათ მუყაოს ყუთები, რამაც ძალიან დააინტერესათ. რაც შეეხება შეფასებას გამოვიყენე პროექტის გეგმები, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების კითხვარები.
პროექტის ხელმძღვანელი: ნატალია თურქაძე
პროექტის ვებ - გვერდი/ბლოგი:
https://www.blogger.com/blogger.g?blogID=2501173097659054019#editor/target=post;postID=6065299093765017933
შეფასება და მონიტორინგი:
ამოცანის
შესრულების ანგარიში
თარიღი: -------------
ჯგუფი: -------------
ამოცანის შესრულების ვადა: -------------------------------------------------
შინაარსობრივი სამუშაო
მოვაგვარეთ: -------------------------
მოცემულ ვადაში ჩვენ წარმატებით გავართვით თავი შემდეგ სამუშაოს:
------------------------------------------------------------------------------------------------------
წავაწყდით დაბრკოლებებს:
მოცემულ დროში სირთულეებმა იჩინა თავი შემდეგი სამუშაოს შესრულებისას:
----------------------------------------------------------------------------------------------------------
ალბათ გვჭირდება...
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ამისთვის გადავწყვიტეთ: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჯგუფში თანამშრომლობა:
პროექტზე მუშაობის დროს ჯგუფში თავი იჩინა შემდეგმა პრობლემებმა:
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პრობლემების მოგვარება ამგვარად ვცადეთ:
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პრობლემა ამით:
o მოგვარდა; o არ მოგვარდა.
საჭიროებები:
ჩვენ გვჭირდება:
--------------------------------------------------------------------------------------
ჯგუფურ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეთა თვითშეფასება და ურთიერთშეფასება
პროექტი: ------------
პროექტზე მუშაობის
ხანგრძლივობა: -----------------
ჯგუფი: ---------------
პროექტზე მუშაობისას თქვენ ერთ ჯგუფში იყავით, ამიტომ
შეგიძლიათ შეაფასოთ, რა წვლილი შეიტანა პროექტის განხორციელებაში ჯგუფის თითოეულმა
წევრმა.
ქვემოთ მოცემული ცხრილი შემდეგი თანმიმდევრობით უნდა
შეავსოთ:
1. თავდაპირველად მარჯვენა ბოლო უჯრებში აფასებთ ჯგუფური
პროექტის განხორციელებაში საკუთარ წვლილს. მაქსიმალური ქულაა 5. ბოლოს ამ სვეტს მოკეცავთ
ისე, რომ სხვამ ვერ დაინახოს.
2. ასე მოკეცილ ცხრილს აწვდით გვერდით მჯდომ ჯგუფის
წევრს, რომელიც აფასებს თქვენს წვლილს ჯგუფის მუშაობაში. მას ქულები შეაქვს მარჯვენა
ბოლო სვეტში, ისიც გადაკეცავს ამ სვეტს და გადააწვდის ჯგუფის მომდევნო წევრს.
3. ასე მოივლის ცხრილი ჯგუფის ყოველ წევრს.
4. მას შემდეგ, რაც ჯგუფის ყველა წევრი შეგაფასებთ,
გააანალიზეთ, რამდენად ემთხვევა თქვენი თვითშეფასება მეგობრების შეფასებას.
ჯგუფის
მეგობარი
6
|
ჯგუფის
მეგობარი
4
|
ჯგუფის
მეგობარი
3
|
ჯგუფის
მეგობარი
2
|
ჯგუფის
მეგობარი 1
|
თვითშეფასება
|
|
რა შრომა გასწია მან ჯგუფის მუშაობაში? (მაქს. 5 ქულა)
|
||||||
რამდენი კარგი იდეა შესძინა ჯგუფს? (მაქს. 5 ქულა
|
||||||
რამდენად პოზიტიურად და ჯგუფისთვის სასარგებლოდ შეეძლო მას ჯგუფის სხვა
წევრების იდეებისა და წინადადებების მოსმენა, მიღება და გათვალისწინება? (მაქს.
5 ქულა)
|
||||||
რამდენად პასუხისმგებლობი თ და საიმედოდ ასრულებდა იგი პირადად მისთვის
დაკისრებულ საქმეს? (მაქს. 5 ქულა)
|
||||||
რა წვლილი შეიტანა მან ჯგუფის საერთო პროდუქტის შექმნაში? (მაქს. 5 ქულა)
|
მოსწავლეთა მიერ განხორციელებული პროექტის შეფასების კითხვარი
პროექტის დასახელება:
------------------------------------
პროექტზე მუშაობის
ვადები: -----------------------------
ჯგუფი:
------------------------
1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რაიმე ამ პროექტზე მუშაობამ?
ა) ბევრი რამ მასწავლა; ბ) მასწავლა;
გ) ახალი თითქმის
არაფერი
მისწავლია;
დ) ახალი არაფერი მისწავლია.
2. შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?
ა) ბევრად უკეთესი
გახდა;
ბ) უკეთესი
გახდა;
გ) ისეთივე
დარჩა,
როგორიც
იყო;
დ) გაუარესდა;
3. ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში?
ა) სავსებით ნათელი იყო; ბ) ძირითადად
ნათელი
იყო;
გ) არც ისე ნათელი იყო; დ) სრულიად
გაურკვეველი
იყო.
4. "მასწავლებელმა მიჩვენა, როგორ უნდა მემუშავა
პროექტზე".
ა) სავსებით ვეთანხმები; ბ) ვეთანხმები; გ) ნაწილობრივ ვეთანხმები; დ) არ ვეთანხმები.
5. "როდესაც მხარში დგომა მჭირდებოდა, მასწავლებელი ყოველთვის ჩემ გვერდით
იყო".
ა) სავსებით
ვეთანხმები;
ბ)
ვეთანხმები;
გ)
ნაწილობრივ
ვეთანხმები;
დ)
არ
ვეთანხმები.
6. "შედეგებით კმაყოფილი "ვარ".
ა) სავსებით ვეთანხმები;
ბ)
ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები; დ) არ ვეთანხმები.
7. ყველაზე მეტად რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში?
ქება:----------------------------------------------------------------------------
კრიტიკა:
------------------------------------------------------------------------
პროექტის შეფასების კითხვარებზე მუშაობა
რა კარგი მაკეტებია, წარმატებები ბავშვებო, ყოჩაღ
ОтветитьУдалитьყოჩაღ, ყოჩაღ, ყოჩაღ
ОтветитьУдалить