Страницы

пятница, 10 декабря 2021 г.

ჩემი უსაფრთხო კიბერსივრცე - ციფრულ სამყაროში საკუთარი და სხვისი უფლებები

იხილეთ თემატური მატრიცა

 კლასი-6

 თემატური მატრიცა

მიმართულება:  ციფრული მოქალაქეობა

სამიზნე ცნება: ინფორმაციული ეთიკის ნორმები; სოციალური პასუხისმგებლობა, პირადი სივრცე, ონლაინ სერვისებთან მუშაობისას; ციფრულ სამყაროში საკუთარი და სხვისი უფლებები. 

1.  პირადი ანგარიში ინახავს მომხმარებლის პირად მონაცემებს 

2.   როგორც რეალურ ცხოვრებაში, ასევე ციფრულ სივრცეში აუცილებელია ეთიკის ნორმების დაცვა (სხვისი და საკუთარი უფლებების პატივისცემა);  

3. ციფრული სივრცის გამოყენებით შესაძლებელია სხვა ადამიანებთან ინფორმაციის გაცვლა, ურთიერთობა;

ქვეცნება: ციფრულ სამყაროში საკუთარი და სხვისი უფლებები.

საკვანძო კითხვები:

  • ციფრულ  სივრცეში სხვებთან ურთიერთობისას რა უფლებები და მოვალეობები გაგვაჩნია?
  • საჭიროა თუ არა ვირტუალურ სივრცეში დავიცვათ ეთიკის ნორმები? რატომ?
  • რა არის საჭირო პირადი ანგარიშისა და მონაცემების უსაფრთხოდ გამოყენებისთვის?
  • რა ტიპის ინფორმაციის გაცვლა არის დასაშვები ციფრული გზით და როგორ ვიყენებთ ტექნოლოგიებს სხვებთან ურთიერთობისთვის? 
  • მიუთითე თუ არა ნამუშევარში წყარო?

კომპლექსური დავალების დასახელება: ჩემი უსაფრთხო კიბერსივრცე

კომპლექსური დავალების პირობა: ვიზუალური პროგრამირების Scratch-ის გარემოში შექმენი თამაში ან ანიმაცია თანატოლებისათვის, სადაც გამოყენებული  და გამახვილებული გექნება ყურადღება ციფრული მოქალაქის ქცევის წესებსა და ნორმებზე (ინფორმაციული ეთიკის, ქსელური ეტიკეტის-ნეტიკეტის შესახებ) გააზიარე ნამუშევარი  და წარადგინე  კლასის წინაშე.

შესრულებულ დავალებაში ნათლად უნდა ჩანდეს:

  • რა არის საჭირო პირადი ანგარიშისა და მონაცემების უსაფრთხოდ გამოყენებისთვის 
  • ციფრულ სივრცეში სხვებთან ურთიერთობისას რა უფლებები და მოვალეობები გაგვაჩნია 
  • რა ტიპის ინფორმაციის გაცვლა არის დასაშვები ციფრული გზით და როგორ ვიყენებთ ტექნოლოგიებს სხვებთან ურთიერთობისთვის




















Комментариев нет:

Отправить комментарий