Страницы

შეხვედრები კოლეგებთან

ნ ო ე მ ბ ე რ ი
N1 
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
 დღე

შეხვედრის ორგანიზატორის სახელი და გვარი: ნატალია თურქაძე
შეხვედრის თარიღი:       12.11.2018წ. 
შეხვედრის დრო : 11.00 -14:00 სთ
შეხვედრის / შეხვედრების თემა:   Google drive-ში მუაობა და  მისი გამოყენება სასწავლო პროცესში.
აქტუალურობა: სასწავლო პროცესის დაგეგმვა რთული და მნიშვნელოვანი საქმეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სკოლა მოსწავლეთა აქტიურ სწავლაზე, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული.  პედაგოგის საქმიანობის წარმართვისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების ფლობა და მისი გამოყენება სასწავლო პროცესში. პედაგოგთა უმრავლესობას აქვს პრობლემა, როდესაც მათ სჭირდებათ ერთი მოწყობილობიდან ფაილების გადატანა სწრაფად. მაგალითად, გარე მეხსიერებებიდან , ტელეფონიდან ან სხვა მოწყობილობებიდან  კომპიუტერზე. ამ მიზნით მოსახერხებელია Google Drive- ის გამოყენება. იგი  მომხმარებელს საშუალებას აძლევს15 გბ სივრცე გამოიყენოს მნიშვნელოვანი ინფორმაციის შენახვისა და დუბლირებისთვის. მასწავლებლებ კი ხშირად გვჭირდება სხვადასხვა ფაილებთან მუშაობა და მისი გამოყენება სასწავლო პროცესში. ამ მიზნით ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი და უპრიანია გამოვიყენოთ Google drive.
                              
შეხვედრის მიზანი:
  • მასწავლებელთა ინტერესთა სფეროს გაფართოება.
  •  მოტივაციის ამაღლება ისტ-ის მიმართულებით;
  • ისტ-ის უნარ-ჩვევების განვითარება;
მისაღწევი შედეგი: Google Drive საშუალებით შექმნიან ინფორმაციის ონლაინ საცავ. შეინახავენ, მოახდენენ მათ რედაქტორება ან გაუზიარებენ  სხვებს.
მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა:  8

 I დღის სამუშაო შეხვედრების გეგმა
შეხვედრის თარიღი

შეხვედრის მიზანი
შეხვედრის ძირითადი საკითხები
12.11.2018წ
შეძლებენ
·         გუგლის დისკის ინეტერფეისის გაქართულებას;
·         შემქნიან საქაღალდეს
·         საქაღალდეში გადაიტანენ ფაილს;
·         გაეცნობიან დოკუმენტისა და საქაღალდეები გაზიარებას სხვადასხვა უფლებით
·         დოკუმენტის გამოქვეყნებას
·         ფაილის გამოქვეყნებას ვებ-გვერდზე  Emdeb code-ის საშუალეთ

3.      ფაილისა და საქაღალდის გაზიარება;
4.      დოკუმენტის გამოქვეყნება
5.      ფაილის გამოქვეყნება ვებ-გვერდზე  Emdeb code.

ოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
II დღე

შეხვედრის ორგანიზატორის სახელი და გვარი: ნატალია თურქაძე
შეხვედრის თარიღი:       19.11.2018წ. 
შეხვედრის / შეხვედრების თემა:   Google drive-ში მუშაობა ,  ელექტრონული ტესტების შექმნა, მოსწავლეთა ავტომატური შეფასება, ტესტირების გრაფიკული ანალიზი

მიზანი: გუგლ დისკზე სხვადასხვა პასუხიანი ტესტის შექმნა სასწავლო პროცესში გამოყენების მიზნით
მისაღწევი შედეგი: Google Drive საშუალებით შეძლებენ ელექტრონული ტესტების შექმნას, მოსწავლეთა ავტომატურ შეფასებას.
                                      
მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა:  8

  II დღის სამუშაო შეხვედრების გეგმა
2.              კითხვების სახეები:
ა)მოკლე პასუხის ველის დამატება
ბ)აბზაცის დამატება
გ)რამდენიმე სავარაუდო პასუხის ველის დამატება
დ)მოსანიშნი ველების დამატება
ე)ჩამოსაშლელის ველის დამატება
ვ)ფაილის ატვირთვა

შეხვედრის თარიღი

შეხვედრის მიზანი
შეხვედრის ძირითადი საკითხები


19.11.2018წ. 

შეძლებენ
ü გუგლის დისკზე ახალი ტესტის შექმნას;
ü ფორმებში მოკლე პასუხის ველის დამატებას:
ü ტესტში აბზაცის ტიპის კითხვის დამატებას;
ü ფორმებში დაამატო რამოდენიმე სავარაუდო პასუხიანი ველი;
ü ფორმებში დაამატო მოსანიშნველებიანი ტესტი;
ü ფორმებში დაამატო ჩამოსაშლელი მენიუს ტიპის შეკითხვა;
ü ფორმებში ფაილის ასატვირთი კითხვის დამატებას. ასევე გაიაზრებ ფაილის ასატვირთი ტიპის კითხვის პრაქტიკულ დანიშნულებას და ნახავ ამ ტიპის კითხვის გამოყენების ვარიანტს.

             კითხვების სახეები:
ა)მოკლე პასუხის ველის დამატება
ბ)აბზაცის დამატება
გ)რამდენიმე სავარაუდო პასუხის ველის დამატება
დ)მოსანიშნი ველების დამატება
ე)ჩამოსაშლელის ველის დამატება
ვ)ფაილის ატვირთვა



კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
 III დღე

შეხვედრის ორგანიზატორის სახელი და გვარი: ნატალია თურქაძე
შეხვედრის თარიღი:      26.11.2018წ. 
შეხვედრის / შეხვედრების თემა:   Google drive-ში შექმნილი დავალების ანალიზი ტექსტის გაგზავნა სხვადასხვა მეთოდით, რეფლქსია
                                      
შეხვედრის მიზანი:
  • ისტ-ის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • დამოუკიდებლად ტესტის მუშაობა, გაზიარება, რეფლექსია

მისაღწევი შედეგი: Google Drive საშუალებით  ახალ ტესტის შექმნა,  მოსწავლეებზე ტესტის გაგზავნა სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით რეფლექსიის შექმნა.
მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა:  8


III დღის სამუშაო შეხვედრების გეგმა


შეხვედრის თარიღი

შეხვედრის მიზანი
შეხვედრის ძირითადი საკითხები
26.11.2018წ.  
  • Google drive-ში შექმნიან ახალ ტესტს სხვადასხვა სავარაუდო პასუხებითა თუ აბზაცების  გამოყენებით
  •  შეძლებენ ტესტის მოსწავლეებზე გაგზავნას სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით.
  • ისწავლიან რეფლექსიის შექმნას

            დავალების ანალიზი
          ტესტის გაგზავნა      სხვადასხვა მეთოდით
         რეფლქსია



სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლის ფერიდე არაბიძის
 რეფლექსია

შეხვედრების თარიღი: 12.11.2018.  19.11.2018.  26.11.2018
შეხვედრის მთავარი თემა იყო Google drive-ში მუშაობა და  მისი გამოყენება სასწავლო პროცესში
შეხვედრების მიზანი იყო :
·         მასწავლებელთა ინტერესთა სფეროს გაფართოება.
რა თემას/თემებს ეხებოდა შეხვედრა/შეხვედრები
·      პირველი შეხვედრა შედგა 12 ნოემბერს.ხელმძღვანელმა  გაგვაცნო გუგლის დისკის დანიშნულება, შემდეგ გვასწავლა ინეტერფეისის გაქართულება, საქაღალდის შექმნა და მასში ფაილების განთავსება, მოვახდინეთ ფაილების და საქაღალდეების გაზიარება, დოკუმენტის გამოქვეყნება.
·         მეორე შეხვედრა შედგა 19 ნოემბერს, გავეცანით Google drive-ში მუშაობის ხერხებს ,  ელექტრონული ტესტების შექმნას, მოსწავლეთა ავტომატურ შეფასებას, ტესტირების გრაფიკულ ანალიზს. შევქმენით სხვადასხვა პასუხიანი ტესტები, განვიხილეთ როგორც მოსანიშნი, ასევე ჩამოსაშლელი  დამატება.
·         მეორე შეხვედრა შედგა 26  ნოემბერს, შეხვედრაზე შევქმენით Google Drive საშუალებით  ახალ ტესტი, განვიხილეთ  ტესტის გაგზავნა პედაგოგებმა გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი შექმნილი ტესტებივისაუბრეთ როგორ და რა მიზნით გამოვიყენებთ შეხვედრაზე შეძენილ ცოდნას.
·      რამდენად აქტუალური იყო შეხვედრისთვის/შეხვედრებ ისთვის შერჩეული თემა / თემები?  Google drive საშუალებით შემიძლია შევქმნა ფაილების ონლაინ საცავიშევინახო და  გავუზიარო სხვებსაქტუალური და საჭიროა რადგან პედაგოგს მუდმივად ჭირდება უამრავ დოკუმენტაციასთან, რესურსთან თუ ტესტებთან მუშაობა სასწავლო თუ პირადი პროფესიული კუთხით.  ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იმისა რომ საგაკვეთილო პროცესშიც გამოვიყენოთ.
·      რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი
მნიშვნელოვანი იყო ის რომ შემიძლია აქ უსაფრთხოდ შევინახო საჭირო დოკუმენტები და განვახორციელო თანამშრომლობითი ურთიერთობები ელექტრონულ რესურსებზეშევქმნა ტესტები,
კითხვარები და გამოვიყენო საგაკვეთილო პროცესში 

·         შეხვედრებში მონაწილეობამ რა შეჰმატა თქვენს გამოცდილებას?
ვფიქრობ, შეხვედრები იყო საინტერესო. შექმნილი იყო თანამშრომლობითი გარემო, რომელმაც ხელი შეუწყო აღნიშნული შეხვედრების ეფექტიანობას.
შეხვედრების შემდეგ დავგეგმე და შევქმენი ტესტი რომელიც მოსწავლეთა ცოდნის
 დიაგნოსტიკისთვისასევე სწავლებისთვის ძალიან გამომადგება.

·         როგორ გამოიყენეთ შეძენილი ცოდნა და  უნარები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში?

მასწავლებელი მეთოდურად კარგად დაგეგმილი გაკვეთილითა და დამუშავებული სასწავლო მასალით მოსწავლეებს შესასწავლი საკითხების გააზრებაში ეხმარებაგაკვეთილის დაგეგმვას ის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტით - შესასწავლი მასალის მეთოდური დამუშავებით - იწყებსამ შეხვედრის შემდეგ  ახალი და უფრო ეფექტური დეტალებით დავტვირთე
ჩემი გაკვეთილებიდავგეგმე და მე-10 კლასში ჩავატარე ერთი  ონალინ ტესტირება, რამაც საშუალებას მომცა მოკლე დროში გადამემოწმებინა ჩემი მოსწავლეების ცოდნის ხარისხი საკითხის მიმართებაში. დრაივში გავაკეთე 12 კითხვიანი ტესტი ღია და დახურული კითხვარებით. ონლაინ ტესტირება კარგი საშუალებაა. გარდა იმისა რომ მცირე დრო სჭირდება მის გასწორებას, აგრეთვე გვაძლევს ზუსტ და უტყუარ ინფორმაციას მოსწავლის ცოდნის შესახებ. აგრეთვე კარგია ისიც რომ ფურცლების ეკონომიაც გამოგვივიდა. აუცილებლად დავგეგმავ მსგავს ტესტირებებსა და გამოკითხვებს სხვა კლასებშიც.  იხილეთ ტესტის ლინკი


სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლის თეონა კამლაძის
 რეფლექსია

შეხვედრების თარიღი: 12.11.2018.  19.11.2018.  26.11.2018
შეხვედრის მთავარი თემა იყო Google drive-შიმუშაობა და  მისი გამოყენება სასწავლო პროცესში
შეხვედრების მიზანიიყო:
·         მასწავლებელთა ინტერესთასფეროსგაფართოება.
რა თემას/თემებს ეხებოდა შეხვედრა/შეხვედრები
· პირველი შეხვედრა შედგა 12 ნოემბერს. ხელმძღვანელმა  გაგვაცნო გუგლის დისკის დანიშნულება, შემდეგ გვასწავლა ინეტერფეისის გაქართულება, საქაღალდის შექმნა და მასში ფაილების განთავსება, მოვახდინეთ ფაილების და საქაღალდეების გაზიარება, დოკუმენტის გამოქვეყნება.
·         მეორე შეხვედრა შედგა 19 ნოემბერს, გავეცანით Googledrive-ში მუშაობის ხერხები ელექტრონული ტესტებისშექმნას, მოსწავლეთაავტომატურშეფასებას, ტესტირებისგრაფიკულანალიზს. შევქმენით სხვადასხვა პასუხიანი ტესტები, განვიხილეთ როგორც მოსანიშნი, ასევე ჩამოსაშლელიდამატება.
·         მეორე შეხვედრა შედგა 26  ნოემბერს, შეხვედრაზე შევქმენით Google Drive საშუალებით ახალ ტესტი, განვიხილეთ  ტესტის გაგზავნაპედაგოგებმა გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი შექმნილი ტესტებივისაუბრეთ როგორ და რა მიზნით გამოვიყენებთ შეხვედრაზე შეძენილ ცოდნას.
·      რამდენად აქტუალური იყო შეხვედრისთვის/შეხვედრებ ისთვის შერჩეული თემა / თემები?  Google drive საშუალებით შემიძლია შევქმნა ფაილების ონლაინ საცავი,
    შევინახო და გავუზიარო სხვებსაქტუალური და საჭიროა. რადგან პედაგოგს მუდმივად სჭირდება უამრავ დოკუმენტაციასთან, რესურსთან თუ ტესტებთან მუშაობა.
·      რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი
მნიშვნელოვანი იყო ის რომ შემიძლია აქ უსაფრთხოდ შევინახო საჭირო დოკუმენტები და განვახორციელო თანამშრომლობითი
 ურთიერთობები ელექტრონულ რესურსებზეშევქმნა ტესტები, კითხვარები და გამოვიყენო საგაკვეთილო პროცესში.
·         შეხვედრებში მონაწილეობამ რა შეჰმატა თქვენს გამოცდილებას?
შეხვედრებში მონაწილეობამ გაამდიდრა ჩემი პედაგოგიური გამოცდილება.კოლეგებთან თანამშრომლობამ საშუალება მოგვცა ერთმანეთისათვის გაგვეზიარებინა საკუთარი გამოცდილებები,გაგვეუმჯობესებინა ახალი სწავლების მეთოდი. შეხვედრები იყო საინტერესო. შექმნილი იყო თანამშრომლობითი გარემო, რომელმაც ხელი შეუწყო აღნიშნული შეხვედრების ეფექტიანობას.
შეხვედრების შემდეგ დავგეგმე და შევქმენი    ტესტი,           რომელიც      მოსწავლეთა ,
ცოდნის         დიაგნოსტიკისთვის,          ასევე სწავლებისთვის ძალიან გამომადგება.
·   როგორ გამოიყენეთ შეძენილი ცოდნა და  უნარები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
მასწავლებელი მეთოდურად კარგად დაგეგმილი გაკვეთილითა და დამუშავებული სასწავლო მასალით მოსწავლეებს შესასწავლი საკითხების გააზრებაში      ეხმარებაამ შეხვედრის შემდეგ  ახალი და უფრო ეფექტური დეტალებით დავტვირთე
ჩემი გაკვეთილებიდავგეგმე და მე-IX კლასში ჩავატარე ერთი ონალინტესტირება, რამაც საშუალებას მომცა მოკლე დროში გადამემოწმებინა ჩემი მოსწავლეების ცოდნის ხარისხი საკითხის მიმართებაში,მიმეღო უკუკავშირი მოსწავლეებისგან,გამომევლინა სუსტად ათვისებული მასალა. დრაივში გავაკეთე 14 კითხვიანი ტესტი თემაზე  „დავით აღმაშენებელი და მისი ეპოქა“. ონლაინ ტესტირება კარგი საშუალებაა, გარდა იმისა რომ მცირე დრო სჭირდება მის გასწორებას, აგრეთვე გვაძლევს ზუსტ და უტყუარ ინფორმაციას მოსწავლის ცოდნის შესახებ.
ონლაინტესტირების  დადებითი მხარე ისიცაარომ მოკლე დროშირესურსების ნაკლები დანახარჯით შესაძლებელია დაახლოვებით გავიგოთ მოსწავლის დონე თუ შესაძლებლობები აუცილებლად დავგეგმავ მსგავს ტესტირებებსა და გამოკითხვებს სხვა კლასებშიც.  იხილეთ ტესტის ლინკი


სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლის ირმა ლომიძის
 რეფლექსია

შეხვედრების თარიღი: 12.11.2018.  19.11.2018.  26.11.2018
შეხვედრის მთავარი თემა იყო Google drive-ში მუშაობა და  მისი გამოყენება სასწავლო პროცესში
შეხვედრების მიზანი იყო :
·         მასწავლებელთა ინტერესთა სფეროს გაფართოება.
რა თემას/თემებს ეხებოდა შეხვედრა/შეხვედრები
·         12 ნოემბერს ისტ-ის პედაგოგმა ნატალია თურქაძემ ჩაატარა პირველი სამუშაო შეხვედრა, სადაც გაგვაცნო დისკის დანიშნულება, გვასწავლა ინტერფეისის გაქართულება, საქაღალდის შექმნა და მასში ფაილების განთავსება , კოლეგებთან გაზიარება, დოკუმენტის გამოქვეყნება.
·         მეორე შეხვედრაზე, რომელიც 19 ნოემბერს შედგა გავეცანით Google drive-ში მუშაობის ხერხებს,  ელექტრონული ტესტების შექმნას, მოსწავლეთა ავტომატურ შეფასებას, ტესტირების გრაფიკულ ანალიზს. შევქმენით სხვადასხვა პასუხიანი ტესტები.
·    მესამე  შეხვედრა შედგა 26  ნოემბერს, შეხვედრაზე შევქმენით Google Drive საშუალებით  ახალი ტესტები, განვიხილეთ  თუ როგორ ხდება ტესტების გაგზავნაკოლეგებმა ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენს მიერ შედგენილი ნამუშევრებივისაუბრეთ როგორ და რა მიზნით გამოვიყენებთ შეხვედრაზე შეძენილ ცოდნას.
·      რამდენად აქტუალური იყო შეხვედრისთვის/შეხვედრებისთვის შერჩეული თემა / თემები?  Google drive არის შესანიშნავი საშუალება შევქმნა ფაილების ონლაინ საცავიშევინახო და  გავუზიარო სხვებსპედაგოგს მუდმივად ჭირდება თანამედროვე გამოწვევების გადალახვა და ვფიქრობ ეს თემა ძალიან აქტუალურია.
·      რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი
მნიშვნელოვანი იყო ის რომ შემიძლია ამ სივრცეში  უსაფრთხოდ შევინახო საჭირო
 დოკუმენტები და მასალები,რომლებიც მესაჭიროება და განვახორციელო
 თანამშრომლობითი ურთიერთობები ელექტრონულ რესურსებზეშევქმნა ტესტები, კითხვარები და გამოვიყენო საგაკვეთილო პროცესში.  
·         შეხვედრებში მონაწილეობამ რა შეჰმატა თქვენს გამოცდილებას?
ვფიქრობ, შეხვედრები იყო საინტერესო, შედეგზე ორიენტირებული და ამავე დროს კარგად ორგანიზებული ორგანიზატორის მიერ. ყველა სამუშაო შეხვედრაზე იყო თანამშრომლობითი გარემო, მასწავლებლები აქტიურად ვიყავით ჩართული მუშაობაში. გავიარეთ დრაივში ტექსტების შექმნის სხვადასხვა ფორმა. დამოუკიდებლად ავტვირთეთ ფაილები ჩვენ ონლაინ საცავში და გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი ფაილები.
·      როგორ გამოიყენეთ შეძენილი ცოდნა და  უნარები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
გაკვეთილის დაგეგმვაში ვფიქრობ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ელექტრონული რესურსების სწორად და ეფექტიანად გამოყენებას.თითოეული თემის ბოლოს მნიშვნელოვანია შეაჯამო ნასწავლი მასალა და ამისთვის ყველაზე ეფექტური საშუალება ტესტირებაა.სწორედ ამ სამუშაო შეხვედრების შემდეგ გამიადვილდა ეს პროცესი,რადგან ვისწავლე ონლაინ ტესტის შექმნა .
დავგეგმე და ჩავატარე ერთი  ონალაინ ტესტირება, მე-11 კლასში რამაც საშუალებას მომცა მოკლე დროში გადამემოწმებინა ჩემი მოსწავლეების ცოდნის ხარისხი. დრაივში გავაკეთე 14  კითხვიანი ტესტი სამი და ოთხი სავარაუდო პასუხით. თოთო კითხვაზე მოსწავლეს უნდა მოენიშნა მხოლოდ ერთი სწორი პასუხი. ონლაინ ტესტირება კარგი საშუალებაა მოკლე დროში, ყოველგვარი ხმაურისა და ზედმეტი მოძრაობის გარეშე პედაგოგმა ჩაატაროს უტყუარი ტესტი მოსწავლეთა ცოდნის ხარისხის შესამოწმებლად. ასევე მის გასწორებას მცირე დროს სჭირდება და მალევე შეგვიძლია ვამცნოთ მოსწავლეს მისი შედეგი. ძალიან კარგი საშუალებაა აგრეთვე ყველა მოსწავლეს დავუმზადოთ ინდივიდუალური ტესტი, აუცილებლად დავგეგმავ   მსგავს ტესტირებებსა და გამოკითხვებს სხვა კლასებშიც. იხილეთ მე-11 კლასისთვის დამზადებული ტესტი:  https://docs.google.com/forms/d/1LY5BnUYIp-8rFDNity0-kNGyd2bY_-q28n4IgeN7utk/edit



 ი ა ნ ვ ა რ ი 

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
N1 შეხვედრა

შეხვედრის ორგანიზატორის სახელი და გვარი: ნატალია თურქაძე
შეხვედრის თარიღი:   22.01.2019წ.
შეხვედრის დრო: 11:00-14:00 სთ
შეხვედრის / შეხვედრების თემა:   სასწავლო რესურსების შექმნა და  გამოყენება სასწავლო პროცესში                              
შეხვედრის მიზანი:
·         მასწავლებელთა ინტერესთა სფეროს გაფართოება.
·          მოტივაციის ამაღლება ისტ-ის მიმართულებით;
·         ისტ-ის უნარ-ჩვევების განვითარება;
·         სასწავლო რესურსების შექმნა.
მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა: 9
შეხვედრაზე განსახილველი საკითხის/საკითხების განსაზღვრა და მათი მიზანთან შესაბამისობა - ყველა პედაგოგმა ვიცით, რომ სასწავლო რესურსი ეხმარება მოსწავლეს მასალის უკეთ გაგებასა და გააზრებაში, მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება პასუხობს სხვადასხვა სწავლის სტილისა და ინტელექტის მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებას. ამ დროს სასწავლო პროცესი ხდება სახალისო და საინტერესო. იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია. იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა, მაღლდება მოსწავლეების აკადემიური მიღწევები. აქედან გამომდინარე, კარგად დაგეგმილი სასწავლო პროცესი გულისხმობს სხვა კომპონენტებთან ერთად სასწავლო რესურსების მოძიებას, მობილიზებასა და შექმნას. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტე კოლეგებისთვის შემეთავაზებინა ამ თემაზე სამუშაო შეხვედრები.  სამუშაო შეხვედრები ემსახურება არა მარტო სასწავლო რესურსის შექმნისა და მისი გამოყენების არეალს, არამედ თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და  საკუთარი პრაქტიკის შეფასებას.



I დღის სამუშაო შეხვედრების გეგმა

შეხვედრის თარიღი

შეხვედრის მიზანი
შეხვედრის ძირითადი საკითხები

2.01.2019წ

გაეცნობიან რესურსის ტიპებს, მოთხოვნებს, რომელსაც რესურსი უნდა აკმაყოფილებდეს,
საგანმანათლებლო რესურსის შეფასების სქემას.

1.  საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების მნიშვნელობა სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის.
2.    მოთხოვნები, რომელსაც რესურსი უნდა აკმაყოფილებდეს
3.    რესურსის ტიპები
4.    საგანმანათლებლო რესურსის შეფასების სქემა.






















კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
N2

შეხვედრის ორგანიზატორის სახელი და გვარი: ნატალია თურქაძე
შეხვედრის თარიღი:       25.01.2019წ.
შეხვედრის დრო: 11:00-14:00 სთ

შეხვედრის / შეხვედრების თემა:  სასწავლო რესურსების შექმნა და  გამოყენება სასწავლო პროცესში, კერძოდ  შეისწავლიან რესურსის შექმნის ელემენტებს learningapps.org-ში.
დღის საკითხები:
·         სავარჯიშოს შექმნა
·         მართული პრაქტიკა
·         საშინაო დავალების მიმოხილვა

მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა:  9

შეხვედრაზე განსახილველი საკითხის/საკითხების განსაზღვრა და მათი მიზანთან შესაბამისობა რა მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო თამაშებს სასწავლო პროცესში? რა შინაარსის დიდაქტიკური მასალების შექმნა შეიძლება სასწავლო პროცესში? რომელ სერვისებს გამოვიყენებდით განმავითარებელი სავარჯიშოების შექმნისას? ეს ის კითხვებია რომელიც მასწავლებელს აინტერესებს, როცა რესურსის შექმნას გეგმავს.  შეხვედრაზე შესწავლილი საკითხები დაგვეხმარება და საშუალებას მოგვცემს გავეცნოთ ერთ-ერთ ონლაინ პროგრამას სადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მარტო შაბლონები და მოარგოთ თქვენს საგანში შესაბამის სავარჯიშოებს, თვითონვე შექმნათ აქტივობები სხადასხვა თემაზე. ეს პროგრამაა LearningApps. სასწავლო რესურსი ეხმარება მოსწავლეს მასალის უკეთ გაგებასა და გააზრებაში, მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება პასუხობს სხვადასხვა სწავლის სტილისა და ინტელექტის მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებას. ამ დროს სასწავლო პროცესი ხდება სახალისო და საინტერესო.


სამუშაო შეხვედრების გეგმა

       
შეხვედრის თარიღი

შეხვედრის მიზანი
შეხვედრის ძირითადი საკითხები
25.01.2019წ.
შეისწავლიან რესურსის შექმნის ელემენტებს  learningapps.org-ის გამოყენებით
·         სავარჯიშოს შექმნა
·         მართული პრაქტიკა
·         საშინაო დავალების მიმოხილვა




კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
N3

შეხვედრის ორგანიზატორის სახელი და გვარი: ნატალია თურქაძე
შეხვედრის თარიღი:       29.01.2019წ.
შეხვედრის დრო: 11:00-14:00 სთ      
შეხვედრის / შეხვედრების თემა:  სასწავლო რესურსების შექმნა და  გამოყენება სასწავლო პროცესში, კერძოდ  შეისწავლიან რესურსის  შექმნას learningapps.org – ის გამოყენებით, გაეცნობიან რეფლექსიის შეფასების რუბრიკებს, ისწავლიან რეფლექსიის შექმნას.
დღის საკითხები:
1.    საშინაო დავალების ანალიზი

მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა:  9
შეხვედრაზე განსახილველი საკითხის/საკითხების განსაზღვრა და მათი მიზანთან შესაბამისობა -   მასწავლებელი მეთოდურად კარგად დაგეგმილი გაკვეთილითა და დამუშავებული სასწავლო მასალით მოსწავლეებს შესასწავლი საკითხების გააზრებაში ეხმარება. გაკვეთილის დაგეგმვას ის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტით - შესასწავლი მასალის მეთოდური დამუშავებით - იწყებს.
ახალი ტიპის სავარჯიშოების, რესურსების  შექმნა LearningApps.org - ში, რომელიც არის Web 2.0 მცირე, ინტერაქტიული მოდულებით სწავლისა და სწავლების მხარდასაჭერი პლატფორმა. მოდულები პასუხობენ სწავლების შინაარსს. შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში მათი დამოუკიდებლად შექმნა და რედაქტირება. იქმნება ყველასათვის ხელმისაწვდომი მრავალჯერადი გამოყენების სასწავლო დანართები. შექმნილი დანართები აკმაყოფილებენ სწავლების კონკრეტულ საჭიროებებს და არ არიან შეზღუდული ინტერაქტიული თვალსაზრისით.
         მასწავლებლის მიერ საგანმანათლებლო რესურსის დამუშავებისას ან შექმნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რა ემოციურ განწყობას უქმნის ესა თუ ის რესურსი მოსწავლეს, განაწყობს თუ არა პოზიტიურად. ეს კი იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ რესურსის გამოყენება საშუალებას მისცემს მოსწავლეს, კომფორტულად იგრძნოს თავი და ჰქონდეს რწმენა, რომ შეძლებს სწავლას
მასწავლებელმა  უნდა განსაზღვროს რესურსის ტიპების აუცილებლობა და მისი გამოყენების არეალი, ამასთანავე მასთან მჭიდრო კავშირშია რესურსის შეფასება და მისი რუბრიკების ცოდნა. მან უნდა შეძლოს  დაეუფლოს რეფლექსიის  წერის კულტურას. მასწავლებელი სულ ძიების პროცესში უნდა იყოს და თავად განსაზღვროს როგორც თავისი ნამუშევრის ეფექტურობის დანახვა ასევე გამოსწორების გზების დასახვაც.


III დღის სამუშაო შეხვედრების გეგმა

შეხვედრის თარიღი

შეხვედრის მიზანი
შეხვედრის ძირითადი საკითხები
29.01.2019წ.  
·         შეისწავლიან რესურსის  შექმნას
·         learningapps.org – ის გამოყენებით
·         ისწავლიან რეფლექსიის შექმნას. მასწავლებლები გაეცნობიან რეფლექსიის შეფასების რუბრიკას და თვითონვე მოახდენენ თავიანთი ნამუშევრების შეფასებას აღნიშნული რუბრიკის საშუალებით.


1.   საშინაო დავალების ანალიზი




სამუშაო შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლის ფერიდე არაბიძის
 რეფლექსია

შეხვედრების თარიღი: 22.01.2019.  25.01.2019.  29.01.2019

შეხვედრის მთავარი თემა იყო სასწავლო რესურსების შექმნა და  გამოყენებ სასწავლო პროცესში, რომელსაც უძღვებოდა სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგი ნატალია თურქაძე.
 შეხვედრების მიზანი იყო მასწავლებელთა ინტერესთა სფეროს გაფართოებამოტივაციის ამაღლება ისტ-ის მიმართულებით, ისტ-ის უნარ-ჩვევების განვითარება და სასწავლო რესურსების შექმნა. რა თქმა უნდა ყველა მიზანი ჩემთვის ძალიან აქტუალურია ამიტომ გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო ამ აქტივობებში.
·         რა თემას/თემებს ეხებოდა შეხვედრა/შეხვედრები
პირველი შეხვედრა შედგა 22 იანვარს ხელმძღვანელმა  გაგვაცნო რესურსის ტიპებიმოთხოვნები რომელსაც რესურსი უნდა აკმაყოფილებდესსაგანმანათლებლო რესურსის შეფასების სქემები.
მეორე შეხვედრა 25 იანვარს -გავეცანით რესურსის შექმნის ინსტრუმენტებს
 learningapps.org-ში,  მესამე შეხვედრა შედგა 29 იანვარს შევისწავლეთ რესურსის
  შექმნას learningapps.org – ის გამოყენებით, შევქმენით რეფლექსი.
    რამდენად აქტუალური იყო შეხვედრისთვის/შეხვედრებისთვის შერჩეული თემა / თემებიწავლების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება რაც სასწავლო რესურსზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული
   ელექტრონული რესურსები გაკვეთილს ხდის საინტერესოსწარმოაჩენს მასწავლებლის კომპეტენციასმოსწავლეებს აქტიურად ჩართავს პროცესშიიძლევა ინტერაქტივის საშუალებასსწორედ ამიტომ მაინტერესებდა ამ კუთხით უფრო მეტად მემუშავა საკუთარ თავზე. გაკვეთილებზე ძალიან პროდიქტიულად ვიმუშავეთ და ყველა შეხვედრის თემა და მიზანი საჭიროებებზე იყო გათვლილი.

·      რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი
მნიშვნელოვანი იყო ის რომ მასწავლებელმა თავიდანვე უნდა განსაზღვროს რესურსის
 მიზნებირაც ხელს შეუწყობსშექმნას დალაგებული და თანმიმდევრული მასალარომელიც შედეგის ნათლად ამსახველი იქნება და შეძლებისდაგვარად მისცემს მოსწავლეებს საკითხის აღქმისგანზოგადებისგააზრების საშუალებასმომეცა საშუალება  ჩავრღრმავებოდი რესურსის მახასიათებლებსრათა მოავალში დაზღვეული ვიყო შეცდომებისგან.

·         შეხვედრებში მონაწილეობამ რა შეჰმატა თქვენს გამოცდილებას?
ვფიქრობ, შეხვედრები იყო საინტერესო. შექმნილი იყო თანამშრომლობითი გარემო, რომელმაც ხელი შეუწყო აღნიშნული შეხვედრების ეფექტიანობას.
შეხვედრების შემდეგ დავგეგმე და შევქმენი სასწავლო რესურსი რომელიც გამოვიყენე გაკვეთილზე. შევეცადე რესურსის შექმნისას გამეთვალისწინებინა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც გვესაუბრა შეხვედრის ორგანიზატორი.  მიმაჩნია, რომ შეხვედრებზე მიღებული თეორიული მასალა გამომადგა სასწავლო პროცესში  უკეთ დაგეგმვასა და განხორციელებაში
·         როგორ გამოიყენეთ შეძენილი ცოდნა და  უნარები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
ამ შეხვედრის შემდეგ  ახალი და უდრო ეფექტური დეტალებით დავტვირთე ჩემი რესურსი  და ინტენსიურად ჩავრთე სასწავლო პროცესშიმოსწავლეები შინ გაეცვნენ ჩემ მიერ მომზადებულ ვიდეო გაკვეთილს „ ფერებიხოლო კლასში მოახდინეს მისი გამტკიცება მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით. რესურსმა მათ საკითხში ჩაღრმავების საშუალება მისცაისინი უფრო შემოქმედებითი კუთხით მიუდგნენ სამუშაოს. ამიტომ საგაკვეთილო პროცესში ამ რესურსის ჩართვა ძალზე შედეგიანია, მისი გამოყენებით ადვილია შედეგზე გასვლა. პატარებმა ხალისით შეასრულეს დავალება, გაამახვილეს ყურადღება ფერებზე. ამ რესურსმა უფრო აღქმადი გახადა ფერების დამახსოვრება . იხილეთ რესურსი რომელიც მომზადდა https://learningapps.org/display?v=ppg8buh3c19


თ ე ბ ე რ ვ ა ლ ი 

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება

შეხვედრის ორგანიზატორის სახელი და გვარი: ნატალია თურქაძე

შეხვედრის თარიღი:       05.02.2019წ.  12.02.2019წ.  19.02.2019წ.  
      

შეხვედრის / შეხვედრების თემა:   პროექტებით სწავლება სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.

                                      
შეხვედრის მიზანი:
·         პროექტებით მუშაობის როლის გაცნობიერება.
·          საკუთარ სასწავლო პრაქტიკაში პროექტზე დაფუძნებული სწავლების პრინციპებიდანერგვა
·         კომუნიკაციური უნარ-ჩვევებისა და ინტერკულტურული კომპეტენციის გამომუშავება ისტ-ის უნარ-ჩვევების განვითარება;
·         თანამშრომლობა ინოვაციისა და კარგი გამოცდილების გაზიარება.

შეეხვედრების შემდეგ მონაწილეები პროექტს დაგეგმავენ პროექტზე დაფუძნებული სწავლების ძირითადი მახასიათებლების, პრინციპების და ასევე კომუნიკაციური მიმართულებების (კითხვა, მოსმენა, წერა, ლაპარაკი) სწავლების თავისებურებების გათვალისწინებით. მონაწილეები შეძლებენ, შეარჩიონ ავთენტური შეფასება სასწავლო მიზნების შესაბამისად და გამოიყენონ განმავითარებელი შეფასების ტექნიკა პროექტების შეფასებისას. ასევე, ტრენინგის მონაწილე ინგლისური ენის მასწავლებლები შეარჩევენ კონკრეტულ ონლაინ რესურსებს ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემოთავაზებული გზამკვლევიდან და დაგეგმავენ პროექტს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული შედეგების მისაღწევად.

მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა:  14

შეხვედრაზე განსახილველი საკითხის/საკითხების განსაზღვრა და მათი მიზანთან შესაბამისობა - ეფექტური სწავლებისთვის და მოსწავლეთა სასწავლო პროცესში აქტიური ჩართვისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა პროექტებით სწავლება, ამ დროს საჭიროა პროექტის გონივრული მონახაზის შედგენა და გააზრებული დაგეგმვა. პროექტით სწავლება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. პროექტგაკვეთილი  – კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები. პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა. პროექტგაკვეთილი წარმოადგენს სწავლების განსაკუთრებულ ფორმას, სადაც მასწავლებლები და მოსწავლეები ერთობლივად ფორმულირებულ თემას/საკითხს, პრობლემას მიმართავენ, რომლის დასამუშავებლად განავითარებენ გეგმას, მონაწილეობენ მის გადაჭრაში და ერთ საერთო პროდუქტს წარმოადგენენ. პროექტზე მუშაობა ნათელყოფს, რომ როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების წინაშე სრულიად ახალი ამოცანები დგება, რომელიც არსებითად განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისგან. პროექტით სწავლება გულისხმობს სკოლისგარეშე დაწესებულების ჩართვას სასწავლო პროცესში. პროექტით სწავლებასთან ერთად იზრდება ორივე მხარის (როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის) კომპეტენციის მოპოვების პოტენციალი და შესაძლებლობები. პროექტებზე  მუშაობის პროცესი მოსწავლეს აყენებს აქტიური შემმეცნებლის როლში, რომელსაც წამოჭრილ პრობლემებთან გამკლავება უხდება.
საპროექტო მუშაობის მთავარი მიზანი იმ პრობლემური სიტუაციის გადაწყვეტაა, რომელსაც მოსწავლე  აწყდება. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს აქვთ თვითრეალიზების მაქსიმალური შესაძლებლობა. პრობლემური სიტუაცია იქმნება იმ გათვლებით, რომ მისი გადაჭრისას აუცილებელი იყოს მოსწავლეთა სხვადასხვა შესაძლებლობების გამოყენება: ანალიტიკური, მხატვრული, მუსიკალური, თეატრალური, კომუნიკაციური, რომლებიც  ტრადიციული მეთოდით სწავლებისას გამოუყენებელი რჩება და ნიჭიერი ბავშვი  უბრალოდშეუმჩნეველირჩება. პროექტზე მუშაობისას პედაგოგის სავალდებულო ამოცანაა თითოეულ მოსწავლეს შესაძლებლობა მისცეს შეიგრძნოს  საკუთარი თავის საჭიროება და აუცილებლობა საერთო საქმის შესრულებისას

შეეხვედრების შემდეგ მონაწილეები პროექტს დაგეგმავენ პროექტზე დაფუძნებული სწავლების ძირითადი მახასიათებლების, პრინციპების და ასევე კომუნიკაციური მიმართულებების (კითხვა, მოსმენა, წერა, ლაპარაკი) სწავლების თავისებურებების გათვალისწინებით. მონაწილეები შეძლებენ, შეარჩიონ ავთენტური შეფასება სასწავლო მიზნების შესაბამისად და გამოიყენონ განმავითარებელი შეფასების ტექნიკა პროექტების შეფასებისას. ასევე, ტრენინგის მონაწილე მასწავლებლები შეარჩევენ კონკრეტულ ონლაინ რესურსებს და დაგეგმავენ პროექტს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული შედეგების მისაღწევად.


I  სამუშაო შეხვედრების გეგმა



შეხვედრის თარიღი

შეხვედრის მიზანი
შეხვედრის ძირითადი საკითხები
05.02.2019წ.


·         პრაქტიკული პროექტი
·         კვლევითი პროექტი
·         საინფორმაციო პროექტი
·       შემოქმედებითი პროექტი



II  სამუშაო შეხვედრების გეგმა



შეხვედრის თარიღი

შეხვედრის მიზანი
შეხვედრის ძირითადი საკითხები
12.02.2019წ.

       ·         გამოფენა
·         გაზეთი, ჟურნალი,
·         კანონპროექტი
·         კაბინეტის მოწყობა,
·         სასწავლო რესურსი
·         ვებგვერდი
·         რუკა
·         ვიდეო ფილმი და სხვა


III   სამუშაო შეხვედრების გეგმა

შეხვედრის თარიღი

შეხვედრის მიზანი
შეხვედრის ძირითადი საკითხები
19.02.2019წ.

·         პროექტის შეფასების ფორმები.
·         სასწავლო პროექტის წარდგენა-განხილვა.
·         რეფლექსია. 


შეხვედრაში მონაწილე პედაგოგის ალა სანდუხაძის
რეფლექსია
  
რა თემას/თემებს ეხებოდა შეხვედრა/შეხვედრები?
გავიგე რომ პროექტებიტ სწავლების შესახებ ჩვენი სკოლის ისტ-ის მასწავლებელი გეგმავდა სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას და გამოვტქვი სურვილი მასში მიმეღო მონაწილეობა. შეხვედრები გაიმართა  5-19 თებერვლის ჩათვლით, სულ შედგა სამი შეხვედრა. რომელიც შეეხო  პროექტის სახეებს, მოთხოვნებს,პროექტის როლს სწავლის ხარისხის გაუმჯობეების კუთხით, მიზნებს, სტრატეგიებს, პროექტის შეფასების ინდიკატორებს და  ჩვენს მიერ წარმოდგენილ  პროექტებსა და უკუკავშირს.
რამდენად აქტუალური იყო შეხვედრისთვის/შეხვედრებ ისთვის შერჩეული თემა / თემები
აქ ნასწავლი თემები კერძოდ,  კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებითა და  მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში დამეხმარება.
თემა თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად  იყო ძალიან საინტერესო.
 რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი
საინტერესო იყო პროექტის პორტფოლიოზე მუშაობა,  რომელსაც გამოიყენებთ კლასში და რომელიც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაშისასწავლო მიზნების მიღწევასა და მოსწავლეთათვის 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში დაგეხმარება.
შეხვედრებში მონაწილეობამ რა შეჰმატა თქვენს გამოცდილებას?
ეფექტური სწავლებისთვის და მოსწავლეთა სასწავლო პროცესში აქტიური ჩართვისთვის საჭიროა პროექტის გონივრული მონახაზის შედგენა და გააზრებული დაგეგმვა.სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვასთან დაკავშირებულ საკითხების გააზრებას აქვს დადებითად განხორციელებაში დიდი წვლილიშეფასების რუბრიკასაღნიშნული რესურსები დაგეხმარება პროექტის გეგმის შედგენაშისასწავლო მიზნების მიღწევასა და სასწავლო პროცესში მოსწავლეების აქტიურად ჩართვაში
 როგორ გამოიყენეთ შეძენილი ცოდნა და  უნარები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
 შეხვედრებით კმაყოფილი ვარ. ვისწავლე და გავიაზრე ბევრი დეტალი რაც ამდენ ხანს არ ვიცოდიგანმავითარებელი შეფასებები - მიმდინარე შეფასებებირომლებიც მოსწავლის აზროვნების უნარსა და მიმართულებას წარმოაჩენს მასწავლებლის და მოსწავლეების წინაშე - ძალიან მნიშვნელოვანიაჩვენი ვალია ამ გზით წინასწარ შევამოწმოთ მოსწავლეების ვარაუდებხედაიითუ განვითარების რა ეტაპზე იმყოფება თითოეული მოსწავლე არაფორმალურ და ფორმალურ აზროვნებას შორისდა ქმნის შესაბამისი სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობას შეფასებაზე ორიენტირებულ საკლასო გარემოში განმავითარებელი შეფასებები ეხმარება როგორც მასწავლებელსისე მოსწავლეებსპროგრესის მონიტორინგში”. შევადგინე სასწავლო პროექტის გეგმა ინგლისური ენ და   21- საუკუნე“, რომელიც წარვუდგინე კოლეგებს და მივიღე რჩევები მისი წარმატებით განხორციელებისათვის


შეხვედრაში მონაწილე პედაგოგის გაბადაძის
რეფლექსია


შეხვედრებს უძღვებოდა ისტის პედაგოგი ნატალია თურქაძე, რომელმაც გვასწავლა და გაგვიმარტა პროექტებით სწავლების მნიშვნელობა  სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.
შეხვდრები გაიმართა 5, 12 და 19 თებერვალს . განვიხილეთ პროექტის სახეები, მოთხოვნები, ვისაუბრეთ პროექტის როლზე, მიზნებზე, სტრატეგიებზე, პროექტზე დაფუძნებული მიდგომებზე, პროექტის ფარგლებში შექმნილ რესურსებზეშეფასების ინდიკატორებზე ...
შეხვედრაზე განხილული საკითხები მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როგორც სპორტის პედაგოგისთვის, ყველა განხილული საკითხი ლოგიკურად იყო დაკავშირებული, რამაც საშუალება მომცა ნათლად გამეგო პროექტებით სწავლების მნიშვნელობა.
 რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი
როგორს სპორტის მასწავლებლისთვის საინტერესო იყო თუ როგორ შეიძლება დავგეგმო და განვახორციელო სასწავლო პროექტი და როგორ დავაინტერესო  მოსწავლე სპორტის მხრივ ჩაერთოს პროექტებში. კოლეგებთან ურთიერთობა, მათი მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის.
შეხვედრებში მონაწილეობამ რა შეჰმატა თქვენს გამოცდილებას?
მიღებული გამოცდილება დამეხმარება პროექტების დაგეგმვისას. ყველაზე მეტად მიხარია ის ,რომ თვალნათლივ დავინახე თუ რა უპირატესობა აქვს პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას.
მოსწავლეთა ჩართულობისსაკუთარი თავის რწმენისა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების მხრივკომპლექსური უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობის მხრივ და  პრობლემების გადაჭრაკომუნიკაციისა და თანამშრომლობის მხრივ აქ მიღებული გამოცდილება ზალზედ გამომადგება მოსწავლეებთან წარმატებული პროექტების განხორციელებაში.
 როგორ გამოიყენეთ შეძენილი ცოდნა და  უნარები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
 ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა ჩვენმა შეხვედრებმა გარდა იმისა რომ ერთმანეთთან ძალიან კოლეგიალური და თანამსრომლობითი ურთიერთობა გვქონდა გავეცანით ბევრ ისეთ დეტალს რაც საჭიროა პროექტის დაგეგმვისასტრენინგის ბოლო დღეს თითოეულმა მონაწილემ წარვადგინეთ საკუთარი პროექტისაინტერესო იყო ყველა პროექტის მოსმენაერთმანეთს მივეცით შენიშვნებირჩევა-დარიგებებიშევიტანეთ კორექტივები საკუთარ ნაშრომებშიჩემი პროექტიაცხოვრება სპორტით“, რომელსაც წარმოგიდგენთ.


შეხვედრაში მონაწილე პედაგოგის მეგი გრძელიშვილის
რეფლექსია
  
რა თემას/თემებს ეხებოდა შეხვედრა/შეხვედრები?
ჩვენი შეხვედრების ორგანიზატორი იყო ისტ-ის მასწავლებელი ნატალია თურქაძე. შეხვედრის თემა  კი პროექტებით სწავლება სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვისკონკრეტულად I შეხვედრაზე 05.02.2019 ვისაუბრეთ პროექტის სახეებზე, მოთხოვნებზე, პროექტის როლზე სწავლის ხარისხის გაუმჯობეების კუთხით, მიზნებზე, სტრატეგიებზე
II შეხვედრაზე 12.02.2019პროექტზე დაფუძნებული მიდგომებიპროექტის ფარგლებში სესაძლო შექმნილ ფორმებზე და პროდუქტებზეჟურნალისტენდისასწავლო რესურსიპოსტერებირუკა და სხვა...
III შეხვედრაზე  19.02.2019.   ვისაუბრეთ პროექტის შეფასების ინდიკატორებზეწარვადგინეთ ჩვენი პროექტები და მივაწოდეთ ერთმანეთს უკუკავშირი.
რამდენად აქტუალური იყო შეხვედრისთვის შეხვედრებ ისთვის შერჩეული ემა / თემები
აქტუალური იყო რადგან პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს ინტეგრირებულ სწავლებასმოსწავლეთა დაინტერესება ამ კუთხით უფრო შესაძლებელია და ხელს უწყობს მისი როგორც პიროვნული ღირსებების წინ წამოწევასასევე მოტივაციასსწავლისადმი ინტერესსშემოქმედებითობას და რაც მთავარია საკუთარი თავის რწმენასშერჩეული საკითხები იყო ძალიან საინტერესორამაც სურვილი გამიჩინა ჩემ პატარებთან დავგეგმო და განვახორციელო სხვადასხვა პროექტები.
 რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი
ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტებზე საუბარი ძალიან საინტერესო იყონ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებაზე მუშაობაიდეების გაზიარებაპროექტზე დაფუძნებული სწავლებით სტანდარტის შედეგების მიღწევაზეთითქოს ახალი არ იყომაგრამ საინტერესო და ყურადსაღები იყო საავტორო უფლებების კანონმდებლობის გაცნობა და მისი გამოყენება პროექტების სწავლებისას.
შეხვედრებში მონაწილეობამ რა შეჰმატა თქვენს გამოცდილებას?
გამოცდილებიდან ვიცი რომ მოსწავლეთა მოტივაცია დიდ როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაშიმაგრამ ამ შეხვედრებზე მონაწილეობამ ჩემ გამოცდილებას შეჰმატა ისეთი უნარ-ჩვევები რაც დამეხმარება პროექტების დაგეგმვისას
ვარ უფრო თვითდაჯერებული და მოტივირებული.  მაქვს სხვადასხვა იდეები პროეტების განსახორციელებლად და კოლეგებთან თანამშრომლობითაზრთა გაზიარების შედეგად ვფიქრობ წარმატებით განვახორციელებ.
 როგორ გამოიყენეთ შეძენილი ცოდნა და  უნარები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში?

 ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა ჩვენმა შეხვედრებმა გარდა იმისა რომ ერთმანეთთან ძალიან კოლეგიალური და თანამშრომლობითი ურთიერთობა გვქონდა გავეცანით ბევრ ისეთ დეტალს რაც საჭიროა პროექტის დაგეგმვისასტრენინგზე მიღებული გამოცდილებით , კოლეგებთან მიღებული რჩევებითა და ტრენერის მიერ მოწოდებული შენიშვნებისა და რჩევების გათვალისწინებით დავგეგმე პროექტი ცხოველები და მათი ნაშიერები . იმედია პროექტი იქნება ჩემი პატარებისთვის ხალისიანიინფორმაციული და მოტივაციის მიმცემი . გავითვალისწინე ასაკიმოსწავლეთა ინტერესიშესაძლებლობებითავისებურებებივფიქრობ შეხვედრებზე მიღებული ცოდნა დამეხმარება უკეთ წარვმართო ჩემი მოსწავლეებთან ურთიერთობა პროექტებით სწავლების კუთხით.

31 комментарий:

  1. მშვენიერი თემა აგირჩევიათ, კარგად გაქვთ მასალა ჩამოყალიბებული, გასაგებად და მარტივი ენით

    ОтветитьУдалить
  2. არაჩვეულებრივია, მეც ძალიან გამომადგა

    ОтветитьУдалить
  3. მომეწონა,წარმატებებს გისურვებთ!

    ОтветитьУдалить
  4. წარმატებები ნატო! მომეწონა ძალიან...

    ОтветитьУдалить
  5. წარმატებები დაუღალავ და უნიჭიერეს პედაგოგს

    ОтветитьУдалить
  6. წარმატებები ნატალია! მაგარიააა...

    ОтветитьУдалить
  7. ძალიან მომეწონა,წარმატებები!

    ОтветитьУдалить
  8. ძალიან საინტერესოა. წარმატებები!

    ОтветитьУдалить
  9. მე არ ვიყავი ამ კოლეგებთან შეხვედრების მონწილე მაგრამ მასალებიდან ბევრი რამ გავიგე . მადლობა

    ОтветитьУдалить
  10. გაოცებული ვარ ამ ქალბატონის დაუშრეტელი ენერგიით! :) <3

    ОтветитьУдалить
  11. გასაგებად გაქვთ ახსნილი და ძალიან საინტერესოა. მომეწონა ძალიან.

    ОтветитьУдалить
  12. ყოველთვის რაღაც ახალ ვსწავლობ ამ ბლოგზე! უდიდესი წარმატებები თქვენ!

    ОтветитьУдалить
  13. ძალიან მომწონს თქვენი ბლოგი, ჩემთვის ყველაზე ხელმისაწვდომი და სრულყოფილი ინფორმაციის მომწოდებელი ტრენინგია ერთგვარი. მადლობა ამისთვის.

    ОтветитьУдалить
  14. Этот комментарий был удален автором.

    ОтветитьУдалить
  15. რამდენი შრომაა ჩადებული... ისვენებთ ოდესმე?

    ОтветитьУдалить