Страницы

вторник, 9 октября 2018 г.

თემატურ კალენდარული გეგმა ისტ-ში 1კლასი


სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა
პედაგოგი: ნატალია თურქაძე
2017-2018 სასწავლო წელი
I სემესტრი
თემა
სთ-რაოდენობა
რესურსი
აქტივობა
შენიშვნა
რა არის კომპიუტერი? ნეტ ბუკის მოხმარების წესების გაცნობა
1
კომპიუტერი, პროექტორი ,

მასწავლებელი უხსნის მსწალეებს რა არის კომპიუტერი და რისთვის გამოიყენება ის. შემდეგ აჩვენებს ნეტ ბუკს და ასწავლის მის გახსნას, დახურვას. მოსწავლეები იმეორებენ აღნიშნულ ქმედებას. ამის შემდეგ მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეებს ჩართვასა და გამორთვას. შემდეგ მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს რომ კომპიუტერს მუშაობისათვის სჭირდება ელემენტის დატენა. ასწავლის მათ როგორ უნდა შეაერთუნ დენში კომპიუტერი


სასურველია მოსწავლეებმა გააცნობიერონ კომპიუტერთან უსაფრთხო მოქცევის წესები. (მაგ. არ ჩართონ დენის წყაროში სველი ხელებით, არ მოქაჩონ სადენი დენის წყაროდან გამორთვის მიზნით და. ა.შ)
ნეთ-ბუკის შესაძლებლობების გაცნობა
1
კომპიუტერი
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს კომპიუტერის ჩართვას. შემდეგ აცნობს მათ კომპიუტერის შესაძლებლობებს (ფოტოს გადაღება, მულთფილმის გახსნა, სიმღერების მოსმენა და ა.შ)
სასურველია თუ მასწავლებელი მსწავლეებთან ერთად უყურებს წინასწარ შერჩეულ მულტფილმს.
საშინაო დავალება: მოსწავლეებს ვთხოვოთ გადაიღონ ფოტოები მის ოჯახის წევრებთან და გვაჩვენონ მომდევნო გაკვეთილზე
ფაილი, ფაილის ტიპების გარჩევა
1
კომპიუტერი, პროექტორი
ფურცლები სხვადასხვა ნახატებით
მასწავლებელი მაგიდაზე აწყობს ფურცლებს ზოგზ ნახატია გამოსახული ზოგზე ტექსტი და სთხოვს მოსწავლეებს დააწყონ ფურცლები რაიმე გარკვეული ნიშნით.  შემდეგ უხსნის მოსწავლეებს რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის ფაილები რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება, უხსნის თუ რა ტიპის ფაილები არსებობს (გრაფიკული, ტექსტური, ვიდეო, აუდიო)
მასწავლებელი პროექტორის მეშვეობით აჩვენებს მოსწავლეებს ფაილის ოთხივე ტიპს და მათ გარჩევას
კომპიუტერთან მუშაობის უნარ ჩვევების ჩამოყალიბება
1
კომპიუტერი
იმისათვის რომ მასწავლეებმა მოსწავლეებს კომპიუტერთან მუშაობის უნარ ჩვევები ჩამოუყალიბოს ჯერ უხსნის კომპიუტერთან უსაფრთხოთ ჯდომის წესებს. შემდეგ ასწავლის თაჩ-პედის დანიშნულებას და თაჩ-პედის უკეთ მიჩვევის მიზნით ურთავს მათ კომპიუტერში წინასწარ ჩაწერილ თამაშებს
მასწავლებელი სთხოვს მშობლებს აკონტროლონ სახლში მოსწავლის კომპიუტერთან ჯდომისას უსაფრთხოების წესები სწორი ჯდომა, დროის დაცვა და ა.შ)
ფაილის შენახვა და დახარისხება
1
კომპიუტერი, პროექტორი

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს რა არის ფაილი შემდეგ პროექტორის საშუალებით მოსწავლეებს აჩვენებს თუ როგორ ხდება ფაილის შენახვა. უხნის მას რომ ყველა ფაილს აქვს თავისი სახელწოდება. გადათრევის საშუალებით კომპიუტერის ეკრანზე ახდენს ფაილების დალაგებას. მოსწავლეები იმეორებენ აღნიშნულ მოქმედებას

საქაღალდის შქმნა
1
კომპიუტერი
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს რა არის საქაღალდე. პროექტორზე აჩვენებს საქაღალდის შექმნას. მოსწავლეები იმეორებენ აღნიშნულ მოქმედებას. მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეებს საქაღალდისათვის სახელის დარქმევასა და გადარქმევას. ასევე ფაილების საქაღალდეში ჩაყრას
სასურველი იქნება თუ სხვადასხვა ტიპის ფაილებს სხვადასხვა საქაღალდეში მოვათავსებინებთ ძებნის გაადვილების მიზნით
მეხსიერების ბარათი და მისი გამოყენება
1
კომპიუტერი. ფლეშ მეხსიერების ბარათი
მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის მეხსიერების ბარათის დანიშნულებას. შემდეგ მოსწავლეების კომპიუტერიდან მეხსიერების ბარათით გადმოაქვს თავის კომპიუტერში მოსწავლეთა ნაშრომები
სასურველი იქნება თუ მშობლებს ვურჩევთ არ გადატვირთონ კომპიუტერი და ინფორმაცია შეინახონ მეხსიერების ბარათებზე
გრაფიკული რეგაქტორი
2
კომპიუტერი პროექტორი
მასწავლებელი ასწავლი მოსწავლეებს გრაფიკული რედაქტორის გახსას, სახატავ ფურცლებსისა და სახატავი ინსტრუმენტების გამოყენების ინსტრუქციას. შემდეგ სთხოვს მოსწავლეებს გაავლონ კომპიუტერში სხვადასხვა ფერისა და ზომის ხაზები. მას შემდეგ რაც მასწავლებელი დარწმუნდება რომ მოსწავლეებმა კარგად გაიაზრეს გრაფიკული რედაქტორის მუშაობას არჩევს თემებს და მოსწავლეებს სთხოვს შექმნას ნახატი.
სასურველი იქნება თუ ნახატების შექმნასა და შენახვას მოსწავლეებს საშინაო დავალებად მივცემთ
გრაფიკულ რედაქტორში ფიგურების ჩასმა
2
კომპიუტერი პროექტორი
მასწავლებელი მოსწავლეებს პროექტორის საშუალებით აჩვენებს სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებს. შემდეგ უხსნის მათ რომ paint-ში ნახატების აგება შეიძლება გეომეტრიული ფიგურების დახმარებითაც. ასწავლის მოსწავლეებს ფიგურების გამრავლებას copy – paste ბრძანებით

ტექსტური რედაქტორი
2
კომპიუტერი პროექტორი
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს, რომ გარდა ნახატების შექმნისა კომპიუტერში ჩვენ შეგვიძია სხვადასხვა ტექსტის შეტანა. ასწავლის wordpad-ში ტექსტის შეტანას, კლავიატურაზე ქართული ასოების აკრებას.
სასურველი იქნება თუ მოსწავლეს ნასწავლი ექნება ყველა ასო ბგერა


შემაჯამებელი გაკვეთილი
2
კომპიუტერი
მასწავლებელი ახდენს მთელი სემესტრის მანძილზე განვლილი მასალების განმეორებას




1 комментарий:

  1. გამარჯობათ ძაან საინტერესოდ გაქვს შესრულებული წარმატებებს გისურვებ

    ОтветитьУдалить