თემა: ინფორმაციის არსი და გავრცელების საშუალებები
სასწავლო
რესურსის შექმნა განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ
სწავლების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიმართულებით. ისტ-ის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი გაკვეთილების ჩატარებისას, როცა დიდი მნიშვნელობა აქვს დამხმარე ვიზუალურ მასალას, რათა მოსწავლეებისათვის თვალსაჩინო გავხადოთ იგი. ასეთი რესურსი მოსწავლეს ეხმარება პროცესის აღქმასა და მასალის გააზრებაში, მოსწავლეებში მრავალმხრივი უნარების განვითარებაში.
ჩემს
მიერ შექმნილი რესურსი ესგ-თი განსაზღვრულ
მისაღწევ შედეგებს შეესაბამება კერძოდ,
ისტ.
V.4. შეძლებს ციფრული საშუალებების ეფექტიანად გამოყენებას ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს
·
მოსწავლე დაეუფლება კვლევის ციფრულ საშუალებებს (იგულისხმება ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მოძიება, შენახვა, დამუშავება, ანალიზი და ანალიზის საფუძველზე დასკვნების ჩამოყალიბება)
·
მონაცემთა და ციფრული მასალის შესანახად ადეკვატურად შეარჩევს და გამოიყენებს მოწყობილობას და ადგილს.
·
მუშაობის პროცესში რეგულარულად შეინახავს ციფრულ მასალას პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით (მაგალითად: „Save“, „Save As“, “Export” ...)
·
ისტ. V.5. მოსწავლე შეძლებს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევას და გამოყენებას ინფორმაციის მოძიების და კვლევის პროცესში.
·
ინფორმაციისა და ციფრული მასალის ძიებისას გამოიყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს (მაგალითად: შეძლებს საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება, ეფექტიანად გამოიყენებს საძიებო სისტემის ინტერფეისს);
ვინაიდან ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში არ გვაქვს
სახელმძღვანელო საკითხის უკეთ გაგებისა და დაინტერესების მიზნით გადავწყვიტე აღნიშნული
მასალის ირგვლივ მომემზადებინა პრეზენტაცია. გარდა ამისა თითქმის ყველა კლასში მყავს
როგორც აუდიალები, ასევე ვიზუალები და კინესტეტიკური მოსწავლეები. ამიტომ ვფიქრობ აღნიშნული
რესურსი საინტერესო იქნება თითქმის ყველა ტიპის მოსწავლისათვის.
ძალიან კარგი რესურსია. წარმატებები
ОтветитьУдалить