Страницы

воскресенье, 21 октября 2018 г.

3D სათვალის დამზადება სახლის ან თუნდაც სკოლის პირობებში.

ამბობენ, რომ  ,,შემოქმედ მასწავლებელს ჰყავს შემოქმედებითი უნარის მქონე მოსწავლეები“, სრული ჭეშმარიტებაა, რადგან  სწორედ მასწავლებელი უნდა იყოს, უპირველეს ყოვლისა, სიახლის მაძიებელი, ორიგინალური, არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიმღები,  შემოქმედი. ის მუდმივად უნდა ზრუნავდეს გამოიწვიოს მოსწავლეები, წააქეზოს თამამად წარმოაჩინონ თავიანთი უნარები,  შესაძლებლობები და, შემდეგ, ეს ისევ მათი შემოქმედებითი უნარების გასავითარებლად გამოიყენოს.  
მე არ ვამბობ რომ შემოქმედი ვარ :) თუმცა ჩემს მოსწავლეებს უყვართ ჩხილკედელობა, ქაღალდებით რაღაცეების გაკეთება, გამოჭრა-დაწებება...  სწორედ, ამიტომ ჩემო პატარებო, მინდა შემოგთავაზოთ (ვგონებ საინტერესო) "ჩხირკედელობა" 3D სათვალის  დამზადება  სახლის ან თუნდაც სკოლის პირობებში.


დიდი ხანია უკვე შესაძლებელი გახდა სახლში 3D ფორმატში ფილმების ნახვა. თუ თქვენ არ გაქვთ შესაბამისი სათვალეები, შეგიძლიათ ისინი რამდენიმე წუთში საკუთარი ხელებით გააკეთოთ.

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
·         სათვალე (ან სათვალის ჩარჩო)
·         მარკერი (წითელი და ლურჯი ფესრის)
·         პლასტმასის ბოთლი

1. აიღეთ რამე ძველი სათვალის ჩარჩო, ან უბრალოდ ამოაცალეთ შუშები.

 ÐšÐ°Ðº сделать 3D-очки (домашние условия)-ის სურათის შედეგი

2. ბოთლიდან ამოჭერით შუშის ფორმის/ზომის პლასტმასი.

3. სანამ სათვალეში ჩასვავდეთ ამოჭრილ რგოლებს, ერთი მხარე გააფერადეთ ლურჯად, ხოლო მეორე წითლად.


4. დაელოდეთ გაშრობას, გაშრობისთანავე ჩასვით ლურჯი სათვალის მარჯვენა მხარეს, ხოლო წითელი მარცხენა მხარეს.

 ÐšÐ°Ðº сделать 3D-очки (домашние условия)-ის სურათის შედეგი

იხილეთ ვიდეო 






სხვადასხვა შაბლონები:
წყარო: http://www.rogor.ge/article_1069_rogor-gavaketot-3d-satvale--pirobebshi.html


2 комментария:

  1. აუ რა კარგია მასწ გავაკეთოთ

    ОтветитьУдалить
  2. ნატო მასწავლებელო ეს ჩვენ კლასშიც გავაკეთოთ რა.

    ОтветитьУдалить