კომპიუტერული ვირუსი
(ლათ. virus — საწამლავი) — დაინფიცირებული კოდი, რომელსაც შეუძლია თვითგამრავლება და გავრცელება ერთი კომპიუტერიდან მეორეზე. ვირუსი ერევა ნებისმიერ კომპიუტერს, რომელიც არ არის შეიარაღებული შესაბამისი ანტივირუსით. კომპიუტერში მოხვედრისას ვირუსი სხვადასხვანაირად მოქმედებს. ვირუსის მახასიათებელი თვისებაა მის მიერ მიყენებული ზიანის ხარისხი. ზოგი ვირუსი მთლიანად ანადგურებს კომპიუტერის სასიცოცხლო პროგრამებს, რაც ფაქტიურად კლავს დაზიანებულ მანქანას, ზოგი კი პერიოდულად ახდენს რღვევას, ცვლის მონაცემებს. ამერიკის სტატისტიკურ ორგანიზაციის „Computer Economis Inc“ მონაცემების მიხედვით 1999 წელს „კომპიუტერული ეპიდემიების“ მიერ მიყენებულმა ზარალმა 12,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. მარტო ერთმა ვირუსმა „ჩერნობილ“ (CIH/Chernobil) 350 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ფაილები გაანადგურა.
ვირუსების მოქმედები დასაწყისი სხვადასხვანაირია: ზოგი იწყებს მუშაობას შეღწევისთანავე, ზოგი კი — გარკვეული დროის შემდეგ. ვირუსი მაშინ ხდება აქტიური, როდესაც კომპიუტერი ასრულებს ვირუსით დასენიანებულ პროგრამას. გარკვეული დროის განმავლობაში ვირუსი იმყოფება პროგრამის შიგნით და ვრცელდება მასთან ერთად. ელექტრონული ფოსტით და ინტერნეტით ინფორმაციის ინტენსიური გაცვლა ზრდის ვირუსით დასენიანების რისკს.
მიუხედავად მრავალი ანტივირუსული პროგრამის არსებობისა, ხდება ახალი ვირუსების მუდმივად შექმნა და გამრავლება. არსებობს ვირუსების შემდეგი ძირითადი ტიპები.
- ჩატვირთვის, რომელიც შეარწევს დისკეტის ჩატვირთვის სექტორში და აზიანებს დისკის იმ არეს, რომელშიც ინახება ოპერაციული და ფაილური სისტემების ინფორმაცია;
- ფაილების, რომელიც ინერგება შესრულებად პროგრამულ .exe და .com ფაილებში და მრავლდება დასნეულებული პროგრამების ყოველი შესრულებისას;
- ველური, აქტიურად მოარული დაახლოებით 250 ვირუსი;
- მაკროვირუსი, ყველაზე გავრცელებული ნაირსახეობა, რომლითაც დაზიანებულია კომპიუტერების 80%, ამ ვირუსეით სნეულდება საოფისე პროგრამებით შექმნილი დოკუმენტები;
- მრავალმხრივი, რომელიც გავრცელებისათვის იყენებს რამდენიმე ხერხს;
- პოლიმორფული, რომელიც ცვლის საკუთარ თავს ყოველი გამრავლებისას,რაც ართულებს მის გამომჟღავნებას.
კომპიუტერულ ვირუსებს დიდი ისტორია აქვთ. ჯერ კიდევ 1949 წელს ჯონ ფონ ნიუმანი ამტკიცებდა თეორიას თვითგამრავლებადი კომპიუტერული პროგრამების შესახებ. კომპიუტერული ინდუსტრია ჯერ მაშინ იწყებოდა, როდესაც მასში პირველი ვირუსები შევიდნენ. 1982 წლის ივლისში, ქსელში პირველი ვირუსი გაჩნდა და ის 15 წლის სკოლის მოსწავლემ რიჩ სკრენტამ შექმნა.
Комментариев нет:
Отправить комментарий