Страницы

вторник, 25 сентября 2018 г.

5 ინოვაცია, რომელიც სამყაროს შეცვლის

სიაში „ხუთი ხუთში“ კომპანია აი-ბი-ემი ყოველწლიურად 5 საუკეთესო ტექნიკურ სიახლეს ასახელებს, რომელიც მომდევნო 5 წელიწადში დაინერგება
No media source currently available
0:063:070:53
 ბმული 
წარმოიდგინეთ, რომ ინტერნეტზე ტანსაცმელს ყიდულობთ და ნაჭრის ფაქტურა გაინტერესებთ. სულ რაღაც 5 წელიწადში ისეთი ტექნოლოგია გვექნება, რომელიც მისი შეგრძნების სიმულაციას მობილურ ტელეფონზე შემოგვთავაზებს, ამბობს კომპანია „აი-ბი-ემის“ პრეზიდენტი ბერნი მეიერსონი.

„კომპიუტერთან ადამიანის ურთიერთობის შეცვლაზეა საუბარი. ჩათვალეთ, რომ მას თავიდან გამოიგონებენ“ამბობს ის. 

ეს ჭკვიანი მოწყობილობა დაიწყებს სამყაროს ხმების მოსმენას და იმ ხმების დამახსოვრებას და ამოცნობას, რომელიც უფრო გვაინტერესებს. მალე იმასაც გავიგებთ, თუ რატომ ტირის ახალშობილი.

„გავარკვევთ, შია მას, სტკივა, თუ უბრალოდ მარტო გრძნობს თავს. დღეს ეს წარმოუდგენლად გეჩვენებათ, მაგრამ ძალიან მალე შესაძლებელი გახდება“- აღნიშნავს კომპანია „აი-ბი-ემის“ პრეზიდენტი და გვიხსნის, რომ ამოცნობა ხმის ტემბრის მეშვეობით მოხდება. 

უახლოეს მომავალში პერსონალური კომპიუტერი ბევრად უფრო მეტს შეძლებს, ვიდრე სახის და თითის ანაბეჭდის ამოცნობაა. ვიზუალურ მონაცემებს ისეთი პარამეტრები დაემატება, როგორიცაა მაგალითად ფერი. პროგრამა თქვენი ოჯახის წევრებს ამოცნობს და ფოტოებს დააფასოებს. სუნსაც კი შეიგრძნობს. როცა კომპიუტერის ან ტელეფონის ეკრანზე დაგაცემინებთ, სენსორი თქვენი სუნთქვის ათასობით მოლეკულის ანალიზს გააკეთებს.

„განგაშს ატეხს, გეტყვის: შეიძლება ჯერ თავს ცუდად არ გრძნობ, მაგრამ ინფექცია გაქვს და სასწრაფოდ ექიმთან უნდა წახვიდე“- ამბობს ბერნი მეიერსონი.

„აი-ბი-ემის“ მეცნიერები ასევე მუშაობენ არომატების ამომცნობ პროგრამაზე, რომელიც მარტო რესტორნის შეფებს როდი დასჭირდებათ. პროდუქტის შემადგენლობა მოლეკულურ დონეზე გაიშიფრება, შემდეგ შეჯერდება კალორიებთან. ასე და ამგვარად, საკუთარი წონის გაკონტროლებასაც შევძლებთ.

„ის ისეთ საკვებს შეგირჩევთ, რომლის გემოც მოგწონთ და ამავე დროს თქვენს მიერ განსაზღვრულ ლიმიტებსაც დაიცავს: კალორიის, ქოლესტერინის, ცხიმის, ან შაქრის შემცველობის. ის იდეალურ ბალანსს დაიცავს ულუფის გემოს და შემადგენლობას შორის“ - აცხადებს კომპანიის პრეზიდენტი. 

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა პროფესორის, მარკ მალუფის აზრით სიაში „ხუთი ხუთში“ ყველაზე შთამბეჭდავი მაინც კომპიუტერული პროგრამების მოცულობაა: 

აი-ბი-ემის სიაში, რომელიც მომდევნო 5 წლის 5 მთავარ ტექნოლოგიურ სიახლეს გვაცნობს, ჩემი აზრით თვითონ სიახლეებზე უფრო მეტ გაოცებას ის იწვევს, თუ როგორ ხდება შემდეგ ამ ხედვის, სუნის, თუ სმენის ამომცნობი პროგრამების მცირე ზომის მობილურ ტელეფონებზე მორგება“. 

პროფესორის თქმით, ეს კომპიუტერული სიახლეები, რომელიც ახლა სამეცნიერო ფანტასტიკად გვეჩვენება, ძალიან მალე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება.