Страницы

пятница, 13 марта 2020 г.

მაიკროსოფტის ანგარიშის გააქტიურება

სამინისტროდან ყველა მასწავლებელს და მოსწავლეებს დარიგებული გვაქვს მაიკროსოფტ „ოფის 365“ ექაუნთები, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიმუშაოთ Microsoft Word-ში, PowerPoint-ში, Excel-ში, განვახორციელოთ წერილების გაგზავნა და ვიმუშაოთ OneNote-ის ონლაინ ვერსიებში მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მარტივად რომ შევძლოთ ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლა, საჭიროა გავააქტიუროთ ჩვენი ელ. ფოსტები. ფოსტები და პაროლები უნდა მოვიკითხოთ თქვენი სკოლის ადმინისტრაციასთან.

ფოსტების გასააქტიურებლად დაგვჭირდება ბრაუზერის სამისამართო ველში ავკრიბოთ
მოსწავლეებისთვის: teachers.gov.ge
მოსწავლეებისთვის students.gov.ge
თუმცა მე  ორივე ზემოთ მითითებული პირებისთვის თავიდანვე ვირჩევ https://email.mes.gov.ge/
გამოსულ ფანჯარაში ავირჩიოთ ელექტრონულ ფოსტაში შესვლა.



შევიყვანოთ მომხმარებლის, თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, დროებითი პაროლი (მაგ: Paroli!974$) და დავადასტუროთ მითითებული ღილაკით




გამოსულ გამოსახულების პირველ ველში მიუთითეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი. შემდეგ ველში მიუთითეთ დროებითი პაროლი. მომდევნო ველში ახალი პაროლი და სულ ბოლო ველში ვიმეორებთ იგივე ახალ პაროლს.
აუცილებლად გასათვალისწინებელია ის, რომ პაროლი აუცილებლად უნდა შედგებოდეს მინიმუმ 8 სიმბოლოსაგან რომელთა შორის ლათინური ანბანის მინიმუმ ერთი სიმბოლო უნდა იყოს მთავრული (მაგ:A, B, C და ა.შ) აგრეთვე უნდა შეიცავდეს მინიმუმ ერთ ნუსხურ სიმბოლოს ( მაგ: v, f, t, s და ა.შ.) ასევე უნდა შეიცავდეს მინიმუმ ერთ არითმეტიკულ ციფრს  (მაგ: 3,4,5, 6 და ა.შ)  
დავუშვათ ასეთი პაროლი Skola2020  ასეთი პაროლი აკმაყოფილებს ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს.


აუცილებლად ჩაინიშნეთ ან დაიმახსოვრეთ თქვენი პაროლი. პაროლიდ დაფიქსირებისას იგი დაიფარება წერტილებით. ბოლოს ვადასტურებთ წითელ ისრით მითითებულ ნიშნულზე.



ჩვენი შესრულებული დავალება   წარმატებით განხორციელდა ამიტომ  ახალ ფანჯარაში კვლავ უნდა დავაფიქსიროთ  ახალი პაროლი და დავაჭიროთ ღილაკზე "Sign in"




ახალ გამოსულ ფანჯარაში უნდა დავაჭიროთ ისრით მითითებულ ველზე



გამოსულ ფანჯარაში შეგვიძლია მივუთითოთ ჩვენი ტელეფონის ნომერი ამისათვის უნდა დავაწკაპოთ "Set it up now"



მითითებულ ველში უნდა მივუთითოთ ქვეყანა რომელსაც მოვძებნით თოლიის ნიშანზე დაწკაპებით ჩამოშლილ მენიუში



მეორე მითითებულ ველში შევიტანთ ტელეფონის ნომერს და დავაჭიროთ ხელი "text me" რათა ტელეფონზე მოგვივიდეს ტექსტური შეტყობინებით კოდი




გამოსულ ველში უნდა მივითითოთ ტელეფონზე მოსული კოდი და დავადასტუროთ ღილაკით "Verify"



იგივე წესით შეგვიძლია  გავააქტიუროთ აღსადგენი ელექტრონული ფოსტა მეორე სვეტში მითითებული ველიდან.  შეგიძლიათ ეს ველი შეავსოთ და მიყვეთ ინსტრუქციას ან უბრალოთ გამოტოვოთ, ბოლოს დააწკაპოთ ღილაკზე "finish"



გამოსულ ფანჯარაში გვეკითხება გვინდა თუ არა დავიმახსოვროთ ჩვენი მონაცემები. თუ თქვენ გსურთ დამახსოვრება ეს სასურველია მოხდეს როცა პირადი კომპიუტერით სარგებლობთ იმ შემთხვევაში. მაშინ დაადასტურებთ თოლიისა  და თანხმობით "Yes"  ნიშნით. თუ არ გვინდა დამახსოვრება მაშინ  მოვნიშნავთ თოლიის ნიშანს და დავადასტურებთ ღილაკით "No"





გამოსულ გვერდზე უნდა მოვნიშნოთ ჩამონათვალში საქართველო და დროის ზონაში უნდა მივუთითოთ თბილისი +4





ამ მოქმედებებით ჩვენი ფოსტის გააქტიურება დამთავრებულია რასაც ადასტურებს ფოსტაზე მოსული შეტყობინება.







1 комментарий:

  1. Merkur 45c Review - A Member of the Best Slots Casino
    Merkur 45C is a German company that has been around gioco digitale for a while now, mainly 메리트카지노 in カジノ シークレット the UK and Malta. The name means the Merkur brand. Its design

    ОтветитьУдалить