Страницы

ჩემი კვლევები




სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის ისტ-ის პედაგოგმა, ნატალია თურქაძემ განახორციელა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე: "ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში შემაჯამებელი დავალების წარმატებით შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები"მან კოლეგებს   პრეზენტაციის სახით (იხილეთ ტექსტის ბოლოს),წარუდგინა თავის ნამუშევარი, სადაც დეტალურად განიხილა კვლევის ეტაპები: შერჩეული თემის მნიშვნელობა, მეთოდები, ინტერვენციები, კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები. შედეგები წარადგინა როგორც ცხრილების ასევე დიაგრამების სახით. 

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ლინკი

აღნიშნა, რომ კვლევის თითოეულ ეტაპზე დაცული იყო ეთიკური საკითხი. როგორც მკვლევარის მხრიდან სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ჩამოაყალიბა საკვლევი საკითხი და განისაზღვრა კვლევის მიზანიშეთანხმებით მოხდა ინტერვენციების დაგეგმვა და მის ფარგლებში გამოსაყენებელი რესურსების შერჩევა. 

პედაგოგმა აღნიშნა, რომ შეეცადა ყველა განხორციელებული აქტივობა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ჩარჩოში მოექცია, რაშიც დაეხმარა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული სავალდებულო და დამატებითი საქმიანობების შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კოლეგებმა გამოთქვეს მოსაზრებები. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა უკუკავშირი: ისინი ამბობდნენ რომ მოეწონათ კვლევა, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღეს შემაჯამებელი დავალების მნიშვნელობის შესახებ, აღნიშნეს რომ კვლევის ფარგლებში განხორციელებული ინტერვენციები ძალიან დაეხმარათ შემაჯამებელი დავალების კარგად შესრულებაში. მშობლებიც ერთხმად აღნიშნავდნენ რომ კვლევა მოეწონათ, კვლევის შედეგები აისახა მათი შვილების წარმატებაზე, მოსწავლეთა მხრიდან საგრძნობლად შეიმჩნეოდა დაინტერესება და მზაობა შემაჯამებელი დავალებების დადებითად შესრულების კუთხით. აღნიშნეს რომ მიესალმებიან მსგავსი კვლევების ჩატარებას.



კვლევის გაზიარების შემდეგ კოლეგებისგან გამოითქვა საინტერესო და დადებითი უკუკავშირები, მათ აღნიშნეს:

  •        კვლევა იყო საინტერესო;
  •        კვლევის შედეგებს კოლეგები გამოიყენებენ პროფესიული განვითარებისთვის
  •        ინტერვენციები იყო მრავალფეროვანი და ზუსტად მორგებული პრობლემას;
  •        ანგარიშის სტრუქტურა თვალსაჩინო და თანმიმდევრული იყო;
  •        კვლევაში გამოყენებულ ინტერვენციებს გამოიყენებენ სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის. 
      პედაგოგმა აღნიშნა:" აღნიშნული კვლევა სტიმულია ჩემთვის, რადგან ვფიქრობ ამ             კუთხით კვლავ განვაგრძო მუშაობა. საინტერესო იქნებოდა მომავალ სასწავლო წელს ამ კლასში მუშაობა და მსგავსი ინტერვენციების განხორციელება, მაგრამ ვინაიდან მე-7 კლასში არ ისწავლება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სხვა საგნის პედაგოგთა მხრიდან პრობლემაზე დაკვირვება და შედეგებზე მსჯელობა საინტერესო იქნებოდა".
    მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო კოლეგების მოსაზრებები:


    კვლევის მიზანი აქტუალური და   მნიშვნელოვანია. მასწავლებლის მიერ გაწეული   სამუშაო შრომატევადი და საინტერესოა. კვლევაში წარმოდგენილი რეკომენდაციები გასათვალისწინებელია პედაგოგთა მხრიდან.
    üკვლევის ანგარიშის   მოსმენამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით დამანახა მასწავლებლის პრაქტიკული კვლევის საჭიროება და  აუცილებლობა. როგორ შეუძლია მასწავლებელს პედაგოგიური საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება,  პრობლემის გადაჭრის გზების ძიება და   ახალი იდეების, ინოვაციების, სტრატეგიების პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა.
    ü    კვლევის პროცესში განხორციელებული ინტერვენციების  დიდი ნაწილი მისაღები სიახლე იყო. კვლევის შედეგებმა მიმახვედრა, რომ გაწეული მუშაობის დიდი ნაწილი სავალდებულო აქტივობებად უნდა გადავაქციოთ სხვადასხვა კლასებში, რომ იგივე პრობლემა ჩვენს პრაქტიკაში კვლავ  არ გაჩნდეს.  
    კოლეგების უკუკავშირი ფასეული თითოეული პედაგოგისთვის, რადგან მათი აზრიდა თანამშრომლობის ფაქტორი მასწავლებელთა პროფესიული ზრდისთვისსწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის გასათვალისწინებელია.
     კვლევამ ნაწილობრივ მაინც ხელი შეუწყო როგორც საკუთარი პედაგოგიური
     პრაქტიკის გაუმჯობესებასასევე სკოლაში თანამშრომლობისა და სწავლა
    სწავლების ხარისხის ამაღლებასმოსწავლეთა შედეგების გაზრდას.














    მასწავლებლის რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ. 


    2. სკოლის საჭიროების კვლევა

    ემოციური ინტელექტის დეფიციტი, მასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების გავლენა სასკოლო გარემოზე

    7 комментариев:

    1. ძალიან საინტრესოა ქალბატონო ნატალია! სად ვნახავ კვლევის სრულ ვარიანტს? დამაინტრესა...

      ОтветитьУдалить
      Ответы
      1. მადლობა მზია <3 კვლევა გამოქვეყნდება როდესაც შეფასების ჯგუფი შეაფასებს დადებითად.

        Удалить
    2. წარმატებები ქალბატონო ნატალია

      ОтветитьУдалить
    3. წარმატებები და წინსვლა.საინტერესოდ გაქვთ რეფლექსია წარმოდგენილი, ველოდები კვლევის სრულ ვერსიას.

      ОтветитьУдалить