Страницы

четверг, 12 июня 2025 г.

პროექტი „გმირების მემკვიდრეობა“ - ნატალია თურქაძე, მარიამ აბულაძე


საგანმანათლებლო პროექტი

პროექტის დასახელება:   გმირების მემკვიდრეობა

პროექტის ხელმძღვანელები:

·        ნატალია თურქაძეკომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი

·        მარიამ აბულაძეინგლისური ენის მასწავლებელი

პროექტის მონაწილეები:
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები

პროექტის ხანგრძლივობა:
 2 თვე - აპრილი, მაისი, ივნისი

იხილეთ განხორციელებული პროექტის ლინკი

პროექტის ანოტაცია

პროექტი მიმართულია მოსწავლეთა ეროვნული იდენტობისა და ისტორიული მემკვიდრეობის გაცნობიერებისკენ. მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს ეროვნულ და სახალხო გმირებს, მოიძიებენ მათ შესახებ ინფორმაციას, შექმნიან ორენოვან ტექსტებს და საბოლოოდ მოამზადებენ ელექტრონულ წიგნს. პროექტი ინტეგრირებულია ინგლისურ ენასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებთან.


მიზანი

·        მოსწავლეებში სამშობლოს ისტორიისა და გმირებისადმი პატივისცემის გაღვივება;

·        კვლევითი და შემოქმედებითი უნარების განვითარება;

·        ინტეგრირებული სწავლების საშუალებით უცხო ენასა და ტექნოლოგიებში ცოდნის გაღრმავება.


ამოცანები

·        გმირების შესახებ ისტორიული წყაროების მოძიება და გაანალიზება;

·        ტექსტების შედგენა ქართულ და ინგლისურ ენებზე;

·        ელექტრონული წიგნის დიზაინი და შექმნა;

·        წიგნის პრეზენტაცია სკოლის სივრცეში.


განხორციელების ეტაპები

1.     ინფორმაციის მოძიება: გმირების შერჩევა, წყაროების შესწავლა.

2.     ტექსტების შედგენა: ბიოგრაფიული მასალების დამუშავება ქართულ ენაზე.

3.     თარგმნა: ინგლისურ ენაზე გადმოტანა.

4.     დიზაინი: ელექტრონული წიგნის ვიზუალური სახის შექმნა.

5.     პრეზენტაცია: პროექტის შედეგების წარმოდგენა სკოლაში.


მოსალოდნელი შედეგები

·        შეიქმნება ორენოვანი ელექტრონული წიგნიგმირების მემკვიდრეობა“;

·        მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ეროვნულ და სახალხო გმირებს;

·        განუვითარდებათ კვლევითი, პრეზენტაციის, თარგმნისა და ტექნოლოგიური უნარები;

·        გაძლიერდება პატრიოტული სულისკვეთება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა.


მნიშვნელობა

პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეთა ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას, ისტორიასთან დაკავშირებას და თანამედროვე უნარების განვითარებას.

 

პროექტის შეფასება

პროექტიგმირების მემკვიდრეობაგანსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა ინტეგრირებული სწავლის კუთხით. მოსწავლეებმა ერთმანეთის თანამშრომლობით შეიმუშავეს უნიკალური ნამუშევარი, რომელიც აერთიანებს კვლევას, ტექსტის დამუშავებას, თარგმნას, დიზაინსა და ტექნოლოგიებს.

  • ტექნოლოგიური კომპონენტი: მოსწავლეებმა საფუძვლიანად გამოიყენეს Bookcreator.com პლატფორმა, სადაც შექმნეს ორბილინგვური ელექტრონული წიგნი. შემდგომში წიგნი გარდაიქმნა მატერიალურ სახედ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევდა ეცნოთ თანამედროვე საგამომცემლო პროცესის საფუძვლებს.
  • ენობრივი კომპონენტი: ინგლისური ენის პედაგოგის მხარდაჭერით მოსწავლეებმა გმირების შესახებ ტექსტები ქართულიდან ინგლისურ ენაზე გადათარგმნეს. ორბილინგვური ტექსტების განთავსებამ წიგნს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა და მოსწავლეებს უცხო ენაში პრაქტიკული გამოცდილება მისცა.
  • ვიზუალური კომპონენტი: პროექტის პროცესში მოსწავლეებმა მოძებნეს და შეარჩიეს ფოტოები, შეთანხმდნენ წიგნის დიზაინზე, რაც მათ ესთეტიკური გემოვნებისა და ვიზუალური აზროვნების განვითარებას უწყობდა ხელს.
  • აუდიო კომპონენტი: წიგნს დამატებული აქვს აუდიო მასალები, რომლებიც მოამზადეს მოსწავლეებმა წყაროებზე დაყრდნობით. ამან პროექტი კიდევ უფრო ინტერაქტიული და ხელმისაწვდომი გახადა.
  • პრეზენტაცია: პროექტის შედეგები წარდგენილი იქნა სკოლის სააქტო დარბაზში. მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე წარმოაჩინეს ორბილინგვური წიგნი, აუდიო-ვიზუალური მასალებით გაამდიდრეს პრეზენტაცია და გააცოცხლეს გმირების ისტორიები.

შეძენილი უნარები

პროექტის შედეგად მოსწავლეებს განუვითარდათ:

  • კვლევისა და ინფორმაციის ანალიზის უნარი;
  • თარგმნისა და ორენოვანი ტექსტის შექმნის პრაქტიკა;
  • ფოტომასალასთან და დიზაინთან მუშაობის გამოცდილება;
  • აუდიო მასალის დამუშავებისა და გამოყენების უნარი;
  • თანამედროვე ციფრული პლატფორმის (Bookcreator) გამოყენების პრაქტიკა;
  • პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარი;
  • ეროვნული იდენტობის გაცნობიერება და პატრიოტული ღირებულებების გააზრება.























Комментариев нет:

Отправить комментарий