Страницы

понедельник, 14 апреля 2025 г.

„იცავ ქართულ ენას? ე.ი. იცავ შენს იდენტობას“

ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში 14 აპრილს ქართულ ენას მიეძღვნა გაკვეთილი, რომელიც ენის სიწმინდის დაცვის მნიშვნელობას ეხებოდა. მოსწავლეებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე მოამზადეს საინფორმაციო ტიპის ნამუშევრები, რომლებშიც ასახეს დედაენის დღის დაარსების ისტორია, საზოგადოების როლი ენის შენარჩუნებაში და თვითონ ენის მნიშვნელობა როგორც ეროვნული იდენტობის უმთავრესი ნაწილი.

🔹 ნამუშევრებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო:

  • ბარბარიზმების გავლენას ქართულ ენაზე

  • სალაპარაკო ენის სიწმინდის აუცილებლობას

  • სწორად მეტყველებისა და წერილობითი კულტურის მნიშვნელობას

 მოსწავლეებმა არამარტო შექმნეს საინტერესო და ღირებული ნამუშევრები, არამედ განსაკუთრებულად გააფორმეს ისინი,  გადაიქცნენ სიყვარულითა და პატივისცემით შეფუთულ წერილებად გაფორმებული რულონები იასამნისფერი ლენტით არის ნაზი სიმბოლო ენის სიყვარულისა, სილამაზისა და პატივისცემისა. თითოეული რულონი ატარებდა გზავნილს ქართული ენის მნიშვნელობაზე, მის დაცვაზე და იმ ისტორიულ ბრძოლაზე, რომელიც ერის თვითმყოფადობის დასაცავად გაიმართა.


მოსწავლეებმა დედაენისადმი სიყვარული არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც დაამტკიცეს – შემოქმედებითად, გემოვნებით და გულით. თავიანთი ნამუშევრები გაავრცელეს სკოლის სივრცეში, რათა ერთგვარად ენის დაცვისკენ მოუწოდონ თანატოლებს და მასწავლებლებს.














ეს აქტივობა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ენა არა მხოლოდ კომუნიკაციის, არამედ იდენტობის, კულტურისა და თავისუფლების შენარჩუნების საფუძველია.

„იცავ ქართულ ენას? ე.ი. იცავ შენს იდენტობას“ – გაკვეთილის მთავარი გზავნილი.






































Комментариев нет:

Отправить комментарий