მასწავლებელმა წარადგინა პრეზენტაცია, სადაც გავყევით 9 აპრილის ქრონოლოგიას — ღამე, რომელიც თავისუფლების დილას წინ უძღოდა.
ვუსმინეთ ილია მეორის, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სიტყვებს — ის ხმები, რომლებიც კვლავ გვსწავლიან მტკიცე ნებას, ერთობას და რწმენას.
ვიხილეთ ამაღელვებელი კადრები — ემოციური შეხება იმ დღეებთან, რომლებმაც ჩვენი ისტორია ახალი ძალით გამკვეთრა.
შემოქმედებითი ნაწილში, მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო ბუკლეტები — პატივისცემითა და სიყვარულით შექმნილი გზავნილები სკოლის საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი.
ბოლოს კი, ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს Kahoot-ის ინტელექტუალურ თამაშში, რომელიც ცოდნის გაღრმავებასთან ერთად კიდევ ერთხელ მიგვაყვანინა იმ ღირებულებებთან, რომლებიც დღეს გვაერთიანებს.
ბავშვების გულწრფელი ჩართულობა, პატრიოტული სულისკვეთება და შემოქმედებითი მიდგომა გვარწმუნებს —
მეხსიერება ცოცხალია და მომავალი ღირსეულ ხელშია.
#მადლობა თავისუფლებისათვის!
#ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი!
#დიდება გმირებს!
გაკვეთილი, რომელსაც მხოლოდ ისტორიის წიგნი არ ჰყოფნის - ის გულის სიღრმეში იწერება
Комментариев нет:
Отправить комментарий