მიმართულება:
კომპიუტერული ტექნოლოგიები
·
სამიზნე
ცნება: პირობითი ნიშნები
·
პირობითი ნიშნები არის წინასწარ შემუშავებული ნიშანთა სისტემა;
- პირობითი ნიშნების საშუალებით
შესაძლებელია ინფორმაციის გადაცემა;
- პირობითი ნიშნების საშუალებით
შესაძლებელია წინასწარ შემუშავებული ბრძანებების თანამიმდევრული შესრულება.
ქვეცნება:
პირობითი ნიშნების
სისტემის დამოუკიდებლად შემუშავება. პირობითი ნიშნების საშუალებით ინფორმაციის მიღება
და გადაცემა.
საკვანძო
კითხვები:
·
რა პრინციპითაა შემუშავებული ნიშანთა სისტემა, რომელსაც იყენებთ ?
·
რა ინფორმაციას გადმოსცემს თქვენ მიერ შექმნილი / შერჩეული პირობითი ნიშნები ?
·
რომელი ბრძანებების შესრულებაა შესაძლებელი თქვენ მიერ შერჩეული პირობითი ნიშნებით ?
კომპლექსური დავალების დასახელება: ჩემი საოცნებო უბანი
კომპლექსური დავალების პირობა: წარმოიდგინე ხართ შენი ქალაქის მერი და სურვილი გაქვს შენი ქალაქის უბნები ყველაზე ლამაზად და უსაფრთხოდ მოაწყო. საგანმანათლებლო თამაშის "ვსწავლობ თამაშით" გამოყენებით შექმენი შენი საოცნებო უბანი. პირობითი ნიშნების დახმარებით შექმენი შენი საოცნებო უბნისთვის სასარგებლო ციკლები. (შეგიძლიათ სასურველი სცენების რაოდენობა გამოიყენოთ)
- შენ უნდა მოიფიქრო, როგორი გინდა, იყოს შენი მომავლის საოცნებო უბანი, პირობითი ნიშნების ან ციკლების გამოყენებით.
- შევუქმნათ უბნის მაცხოვრებლებს მოძრაობის უსაფრთხო ციკლი საგზაო და გარემო ნიშნებისგან, რომლებიც მოაწესრიგებენ, უფრო საინტერესოსა და უსაფრთხოს გახდიან შენს უბანს;
- შესრულებული დავალების პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
- როგორ შეადგინეთ ნიშანთა სისტემა, რას აღნიშნავს თითოეული მათგანი;
- რომელი ბრძანებები უნდა შესრულდეს თქვენ მიერ შექმნილი პირობითი ნიშნების გამოყენებით.
ვაფასებ თქვენს მუშაობას, ქალბატონო ნატალია! ვიცი, რომ საუკეთესო შედეგებზე გახვალთ.
ОтветитьУдалитьგისურვებთ ახალ და ახალ წარმატებებს!