სსიპ ქალაქ ქუთაისის #36 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის "იყავი ინფორმირებული, იყავი დაცული" ფარგლებში მორიგ შეხვედრას დაესწრნენ, სადაც საუბარი იყო ინტერნეტ სივრცეში არსებულ საფრთხეებზე. ვისაუბრეთ მათგან თავის დაღწევის გზებზე და თავდაცვის მექანიზმებზე.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება eTwinning-ის პლატფორმაზე, როელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ონლაინ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში ჩაერთონ.
პროექტში "იყავი ინფორმირებული, იყავი დაცული", რომლის მიზანია მოზარდების მედიაწიგნიერების ამაღლება, დეზინფორმაციის ამოცნობა, კრიტიკული აზროვნების განვითარება ჩართულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები. ერთობლივი მუშაობითა და გამოცდილების გაზიარებით ჩარატდა საინტერესო შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან, რაც უდაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი მოსწავლეების მედიაწიგნიერების, ელექტრონული უსაფრთხოების, კიბერბულინგის, ფიშინგის თემებზე ცნობიერების ამაღლების კუთხით.
Комментариев нет:
Отправить комментарий