სარჩევი არის წიგნის ან ჟურნალის ნაწილი, სადაც რიგზე დასახელებულია შინაარსის თავები, სტატიები, გვერდების მითითებით. დოკუმენტის სარჩევი ორ ძირითად ფუნქციას ასრულებს. ის საშუალებას აძლევს მკითხველს, ზოგადი წარმოდგენა შეიქმნას დოკუმენტის შინაარსისა და სტრუქტურის შესახებ და იგი ამარტივებს, აჩქარებს დოკუმენტის შემადგენელი ნაწილების ძიებას (თავების, პარაგრაფების, ცალკეული სტატიებისა და სხვა განყოფილებების) თავისი ბუნებით სარჩევი მიმანიშნებელია. ის აკავშირებს განყოფილებების სახელწოდებებს გვერდების ნომრებთან, რომლებზეც ეს განყოფილებები თავსდება.
სარჩევის შექმნისათვის ჩვენ დაგვჭირდება References (1) ჩანართი, რომელშიც მოთავსებულია Table of Contents (2). ამავე ჯგუფში Table of Contents უნდა დააჭიროთ ღილაკს Table of Contents. გაიხსნება ახალი ფანჯარა სადაც სარჩევის შაბლონების კოლექციაა შესაძლებელი.
სარჩევის შექმნისათვის ჩვენ დაგვჭირდება References (1) ჩანართი, რომელშიც მოთავსებულია Table of Contents (2). ამავე ჯგუფში Table of Contents უნდა დააჭიროთ ღილაკს Table of Contents. გაიხსნება ახალი ფანჯარა სადაც სარჩევის შაბლონების კოლექციაა შესაძლებელი.
კურსორი უნდა გადაიყვანოთ იქ სადაც გჭირდებათ ჩარჩევის ჩასმა. ეს შეიძლება იყოს დოკუმენტის დასაწყისში, აბ ბოლოში. სასურველია სარჩევი ახალ გვერდზე დაიწყოს. დაფაზე შეგიძლიათ აირჩიოთ სარჩევის გამზადებული ვარიანტებიდან რომელიმე, მაგრამ მანამდე სარჩევის გასაკეთებლად თქვენ უნდა იცოდეთ სტილებთან მუშაობა, რომელიც განთავსებულია home ჩანართში. იმისთვის, რომ ჩვენი სარჩევი თავებთან ერთად ქვეთავებსაც მოიცავდეს უნდა განვასხვავოთ თავებისა და ქვეთავების სტილები. მაგალითად თავების სათაურისთვის სტილი: Heading 1
მენიუს ეს პუნქტი სათაურს მიანიჭებს განსხვავებულ სტილს. ამ სტილით მონიშნული ტექსტები ვორდის მიერ თავის სათაურად აღიქმება.
ხოლო ქვეთავებისთვის უნდა მოვნიშნოთ Heading 2.
როცა ყველა თავს და ქვეთავს ასეთნაირად მოვნიშნავთ, კურსორი უნდა დავაყენოთ იმ ადგილზე სადაც გვინდა სარჩევის ჩასმა. შემდეგ ვირჩევთ References ჩანართის ჯგუფში Table of Contents და უნდა დააჭიროთ ღილაკს Table of Contents. გაიხსნება ახალი ფანჯარა სადაც სარჩევების ვარიანტებია შემოთავაზებული. ვირჩევთ სასურველს და მონიშნულ ადგილზე ჩაისმება ჩვენი შედგენილი სარჩევი თავებისა და ქვეთავების სტილების გათვალისწინებით.
სარჩევის ჩასმის შემდეგ, შეგვიძლია მისი სათაური შევცვალოთ ჩვენი სურვილისამებრ.
დოკუმენტზე მუშაობისას ხანდახან სასურველია სარჩევის განახლება, იმისთვის, რომ იგი რეალურად ასახავდეს მიმდინარე მდგომარეობას. ამისთვის საჭიროა სარჩევზე დავდგეთ კურსორით და მენიუს შემდეგ პუნქტებს დავაჭიროთ:
ამ მონიშვნით ჩვენი სარჩევი მუდმივად განახლებული იქნება და ხელით არ მოგვიწევს გვერდების ნომრების ჩასწორება.
დამატებითი ინფორმაცია სარჩევის შესახებ სადაც ვიდეომასალაა შეიძლება მიიღოთ ამ ბმულიდან http://www.ict.tpdc.ge/video/62?ch=812
Комментариев нет:
Отправить комментарий