Страницы

четверг, 2 мая 2019 г.

მოსწავლეებისთვის ვიდეოკონკურსს - „არა კიბერბულინგს!“


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მოსწავლეებისთვის ვიდეოკონკურსს - „არა კიბერბულინგს!“ აცხადებს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა საჯარო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს. ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 წუთს და გრძელდებოდეს არანაკლებ 3 წუთისა. ვიდეოს გადაღება უნდა მოხდეს ნებისმიერი საგნის მასწავლებლის ან მასწავლებელთა ჯგუფის ჩართულობით. 
საკონკურსო ვიდეოები უნდა აიტვირთოს ვებპორტალზე - https://www.youtube.com და ბმული გაზიარდესელექტრონულ მისამართზე - nocyberbullying2019@gmail.com. 
ბმულების მიღება გაგრძელდება მიმდინარე წლის 1-ლი ივლისის ჩათვლით (დასაშვებია ანიმაციური ხასიათის ვიდეობიც). 
რაც შეეხება ვიდეოს შინაარსს, ვიდეო უნდა მოიცავდეს კიბერბულინგის და მასთან დაკავშირებული საფრთხეების თემატიკას, მოზარდების ურთიერთობას ციფრულ სივრცეში და ამ ურთიერთობების ეთიკას.
ვიდეოს შეფასების კრიტერიუმები:
  • თემასთან კავშირი
  • საკითხის სიმწვავე
  • მოსწავლეთა ჩართულობა
  • მასწავლებელთა ჩართულობა
  • ვიდეოგადაღების ხარისხი
  • ხმის ხარისხი/სმენადობა
  • მხატვრული მხარე/გამომსახველობითობა
  • ხანგრძლივობის პირობასთან შესაბამისობა
​კიბერბულინგი, იგივე ონლაინბულინგი ან კიბერდევნა ნიშნავს დაცინვას, შეურაცხყოფას, ადევნებას და სიტყვიერ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელიც გარკვეული რეგულარობით ხორციელდება ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით. კიბერბულინგის მსხვერპლი გახლავთ პირი ან პირთა ჯგუფი, რომელსაც ამცირებენ, აშანტაჟებენ ან აშინებენ ძალადობრივი სახის ციფრული შეტყობინებების, კომენტარების და/ან პირადი სახის არასათანადო, დამამცირებელი და/ან პირადული შინაარსის ვიდეოების, ფოტოების ან კომენტარების გავრცელებით სოციალურ ქსელში“, - ნათქვამია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო:http://www.etaloni.ge/geo/main/index/24324?fbclid=IwAR3Dci1LNvSt97dJ75CcWbisCoB6C8AA14mfVY_W9OV85rWJFwv6BFEei3w

Комментариев нет:

Отправить комментарий