Страницы

среда, 22 мая 2019 г.

კვლევის პრეზენტაცია

კვლევის  სათაური:
კოლეგებს ანგარიში წარვუდგინე პრეზენტაციის სახით (იხილეთ ტექსტის ბოლოს), სადაც დეტალურად განვიხილე კვლევის ეტაპები: შერჩეული თემის მნიშვნელობა, მეთოდები, ინტერვენციები, კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები. შედეგები წარვადგინე როგორც ცხრილების ასევე დიაგრამების სახით. მივაწოდე ინფორმაცია, რომ კვლევის თითოეულ ეტაპზე დაცული იყო ეთიკური საკითხი. ჩემი, როგორც მკვლევარის მხრიდან კერძოდ, სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ჩამოვაყალიბე საკვლევი საკითხი და განვსაზღვრე კვლევის მიზანი. შეთანხმებით მოხდა ინტერვენციების დაგეგმვა და მის ფარგლებში გამოსაყენებელი რესურსების შერჩევა. შევეცადე ყველა განხორციელებული აქტივობა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ჩარჩოში მომექცია. ამაში დამეხმარა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული სავალდებულო და დამატებითი საქმიანობების შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები. შევეცადე კვლევის ანგარიშში წარმომედგინა სრული ინფორმაცია  განხორციელებული კვლევის შესახებ.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გამოთქვეს მოსაზრებები.
პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა უკუკავშირი: ისინი ამბობდნენ რომ მოეწონათ კვლევა,  უფრო მეტი ინფორმაცია მიიღეს შემაჯამებელი დავალების მნიშვნელობის შესახებ, აღნიშნეს  რომ კვლევის ფარგლებში განხორციელებული ინტერვენციები ძალიან დაეხმარათ შემაჯამებელი დავალების კარგად შესრულებაში.
მშობლებიც ერთხმად აღნიშნავდნენ რომ კვლევა მოეწონათ, კვლევის შედეგები აისახა მათი შვილების წარმატებაზე, მოსწავლეთა მხრიდან საგრძნობლად შეიმჩნეოდა დაინტერესება და მზაობა შემაჯამებელი დავალებების დადებითად შესრულების კუთხით. აღნიშნეს რომ მიესალმებიან მსგავსი კვლევების ჩატარებას.


კვლევის გაზიარების შემდეგ კოლეგებისგან მივიღე საინტერესო და დადებითი უკუკავშირები, მათ აღნიშნეს:

  •        კვლევა იყო საინტერესო;
  •        კვლევის შედეგებს კოლეგები გამოიყენებენ პროფესიული განვითარებისთვის
  •        ინტერვენციები იყო მრავალფეროვანი და ზუსტად მორგებული პრობლემას;
  •        ანგარიშის სტრუქტურა თვალსაჩინო და თანმიმდევრული იყო;
  •        კვლევაში გამოყენებულ ინტერვენციებს გამოიყენებენ სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.
აღნიშნული კვლევა  სტიმულია ჩემთვის, რადგან ვფიქრობ ამ კუთხით კვლავ განვაგრძო მუშაობა.  საინტერესო იქნებოდა მომავალ სასწავლო წელს ამ კლასში მუშაობა და მსგავსი ინტერვენციების განხორციელება, მაგრამ ვინაიდან მე-7 კლასში არ ისწავლება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სხვა საგნის პედაგოგთა მხრიდან პრობლემაზე დაკვირვება და შედეგებზე მსჯელობა საინტერესო იქნებოდა.    
     
მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო კოლეგების მოსაზრებები:

ü   კვლევის მიზანი აქტუალური და   მნიშვნელოვანია. მასწავლებლის მიერ გაწეული   სამუშაო შრომატევადი და საინტერესოა. კვლევაში წარმოდგენილი რეკომენდაციები გასათვალისწინებელია პედაგოგთა მხრიდან.
üკვლევის ანგარიშის   მოსმენამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით დამანახა მასწავლებლის პრაქტიკული კვლევის საჭიროება და  აუცილებლობა. როგორ შეუძლია მასწავლებელს პედაგოგიური საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება,  პრობლემის გადაჭრის გზების ძიება და   ახალი იდეების, ინოვაციების, სტრატეგიების პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა.
ü    კვლევის პროცესში განხორციელებული ინტერვენციების  დიდი ნაწილი მისაღები სიახლე იყო. კვლევის შედეგებმა მიმახვედრა, რომ გაწეული მუშაობის დიდი ნაწილი სავალდებულო აქტივობებად უნდა გადავაქციოთ სხვადასხვა კლასებში, რომ იგივე პრობლემა ჩვენს პრაქტიკაში კვლავ  არ გაჩნდეს.  

   კოლეგების უკუკავშირი ფასეული ჩემთვის, რადგან მათი აზრი და თანამშრომლობის
ფაქტორი მასწავლებელთა პროფესიული ზრდისთვისსწავლის პროცესის
გაუმჯობესებისთვის გასათვალისწინებელია.
    ვფიქრობ, კვლევამ ნაწილობრივ მაინც ხელი შეუწყო როგორც საკუთარი პედაგოგიური
პრაქტიკის გაუმჯობესებას, ასევე სკოლაში თანამშრომლობისა და სწავლა სწავლების
ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა შედეგების გაზრდასკვლევის დროს მიღებულმა
გამოცდილებამ და მათმა პრაქტიკაში განხორცილებამ ხელი შემიწყო გამეზარდა
მოსწავლეთა დაინტერესება შემაჯამებელი დავალების შესრულების ხარისხზე
 და შესაბამისად გამეუმჯობესებინა აკადემიური მოსწრებაც.

   ვფიქრობ, კვლევის დროს შეძენილი ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება მომავალშიც
ვიმუშაო კვლევაზე საკუთარი და თანამშრომლების პედაგოგიური პრაქტიკის
გაუმჯობესების მიზნით და სასწავლო გარემოს ეფექტიანობის გაზრდისთვის.








იხილეთ დადებითად შეფასებული კვლევა




იხილეთ კვლევის სრული ვერსია https://drive.google.com/file/d/1Lkdt2Ko301ig5rqMYfHDOJe6Z6jubKN1/view

2 комментария:

  1. ძალიან საინტრესოდ ჩატარებული კვლევაა, არამარტო საინტრესო, საკითხი ძალიან აქტუალურია... გამომადგება :)

    ОтветитьУдалить
  2. ძალიან მომეწონა,წარმატებებს გისურვებთ !

    ОтветитьУдалить