მიმართულება: კომპიუტერული ტექნოლოგიები
საათების რაოდენობა: 5
სამიზნე ცნება: (ალგორითმი) პროგრამული კოდი
1.
ალგორითმი
არის პრობლემის გადასაჭრელად საჭირო მოქმედებების თანამიმდევრული ერთობლიობა;
2.
პროგრამული
კოდი გამოიყენება პროგრამების შესაქმნელად;
3.
პროგრამული
კოდი განსაზღვრავს კომპიუტერული მოწყობილობის მიერ გარკვეული ოპერაციების შესრულებას,
მოწყობილობის ქცევას;
4.
პროგრამული
კოდი პროგრამულ ენაზე იწერება.
ქვეცნება: კომპიუტერული პროგრამა; უსასრულო და სასრული ციკლები; პარალელური პროგრამირება; პირობითი ოპერატორების (if, else) გამოყენება პროგრამული კოდის შექმნისას; პროგრამულ კოდში ობიექტების (DateTime) გამოყენება; ვიზუალური პროგრამირების გარემოში სტატისტიკური ინფორმაციის, მონაცემების დამახსოვრება.
საკვანძო კითხვები:
- როგორია თქვენ მიერ შემუშავებული ალგორითმი;
- იყო თუ არა ალგორითმი სწორად შემუშავებული, რომ პროგრამული კოდი გამართული ყოფილიყო;
- რისთვისაა საჭირო პროგრამული
კოდი?
- იყო თუ არა ვიზუალური პროგრამირების ეს პროგრამა თქვენი შესასრულებელი დავალებისთვის მოსახერხებელი?
- სპრაიტმა განახორციელოს მარცხნივ გადაადგილება 10 ნაბიჯით 2 წამის განმავლობაში
- გამოიყენე ციკლი, სადაც მოქმედებას სჭირდება განმეორება, მიუთითე სასურველი რაოდენობა
- გამოიყენე ობიექტის (ბურთის) გადაადგილების ბლოკი, სადაც კურსორი იქნება შემთხვევით კოორდინატებზე
- ანიმაციის გასაფორმებლად გაქვს სრული თავისუფლება, შეგიძლია შემოიყვანო სხვა ახალი სპრაიტები ან ფონის ცვლილება, გამოიყენო შესაბამისი ხმა.
- ნამუშევარი გააზიარე , გაუგზავნე მასწავლებელს და წარადგინე კლასის წინაშე.
მოსწავლეების მიერ შესრულებული დავალებები: https://scratch.mit.edu/projects/602634019/
Комментариев нет:
Отправить комментарий