Страницы

среда, 3 ноября 2021 г.

eTwinning - პროექტი "ჩემი უსაფრთხო კიბერსივრცე - My Safe Cyberspace"

იბერსივრცე არის ერთმანეთთან ინტერნეტის საშუალებით დაკავშირებული ციფრული ტექნოლოგიები. ტექნოლოგიურმა პროგრესმა ჩვენი ცხოვრება გაამარტივა. ნებისმიერ ინფორმაციას სწრაფად ვპოულობთ. თუმცა, ინფორმაციის ინერნეტში მოძიება/გაცვლას თან სდევს კიბერსაფრთხეები, რომლებიც თქვენი მოწყობილობისა და მასში დაცული პირადი ინფორმაციისთვის რისკებს შეიცავს. გლობალური პანდემიის პირობებში კიბერსივრცე უფრო იმკვიდრებს პოზიციებს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კრიტიკულად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოება ამიტომ, ახალგაზრდების უსაფრთხოებისთვის მათი ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია.  

 eTwinning- ეს არის ქართველ და ევროპელ მასწავლებელთა დამეგობრების პროგრამა, რომელიც ქართველ დ აევროპელ მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის დამყარებასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. 

აღნიშნული პორტალის მეშვეობით ჩენი, სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა (ნატალია თურქაძე) ახორციელებს პროექტს ზემოთ აღნიშნული თემის გათვალისწინებით, რაც ესოდენ მნიშვნელოვანი, საჭირო და აუცილებელია ნებისმიერი მოსწავლისათვის. 

Cyberspace is a digital technology connected to each other via the Internet. Technological progress has made our lives easier. We will find any information quickly. However, finding and exchanging information on the Internet is accompanied by cyber threats that pose a risk to your device and the personal information. In the context of the global pandemic, cyberspace is gaining ground. Informing young people about their safety is very important


მოსწავლეებმა ისაუბრეს და გამოკვეთეს წესები, რომლის დაცვით და მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენით შეძლებენ ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებას.
წესები ასე ჩამოაყალიბეს:

1. არ გასცეთ პირადი ინფორმაცია, მაგალითად, თქვენი სახლის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მშობლების სამსახურების დასახელებები და ტელეფონები, თქვენი სკოლის მისამართი და ნომერი ან დასახელება, მშობლის ნებართვის გარეშე.
2. არ გაუგზავნოთ ინტერნეტით გაცნობილ ადამიანს თქვენი ფოტო ან რაიმე სხვა საბუთი თქვენს მშობლებთან შეთანხმების გარეშე. იყავით ფრთხილი, რადგან ვიღაცამ თქვენი ფოტოები შეიძლება ბოროტად გამოიყენოს.
3. არ დათანხმდეთ ინტერნეტით გაცნობილ ადამიანთან შეხვედრას თქვენი მშობლების თანხმობის გარეშე. თუკი თქვენი მშობლები შეხვედრის ნებას დაგრთავენ, ამ ადამიანს ხალხმრავალ ადგილას შეხვდით და შეხვედრაზე მშობლებთან ერთად წადით.
4. არ უპასუხოთ ისეთ მესიჯებს, კომენტარებს, რომლებიც თავს უხერხულად გაგრძნობინებთ, დაგძაბავთ, აგაფორიაქებთ. თუ ვინმე ასეთ მესიჯს გამოგიგზავნით, ეს თქვენი ბრალი არაა და მაშინვე მოუყევით ამის შესახებ თქვენს მშობლებს.
5. არ დადოთ ინტერნეტში თქვენი ან თქვენი მეგობრების უხერხული, გამომწვევი ფოტოები. ეს ცუდი ადამიანების, მოძალადეების ყურადღებას მიიპყრობს.
6. მაშინვე უთხარით მშობლებს, თუკი ისეთ ინფორმაციას გადააწყდებით, რომელიც თავს ცუდად, გაგრძნობინებთ, დაგძაბავთ, შეგაშფოთებთ, შეგაშინებთ, უხერხულობას გაგიჩენთ.
7. აუცილებლად დაეკითხეთ ნებართვა თქვენს მშობელს, მასწავლებელს, სანამ ახალ პროგრამას, რაიმე თამაშს გადმოიწერდეთ, ან რამე ისეთს გააკეთებდეთ, რამაც შეიძლება თქვენი კომპიუტერი დააზიანოს, თქვენ ან თქვენი ოჯახის პირად
ინფორმაციას საფრთხე შეუქმნას.
8. დაიცავით ოჯახის წესები - მშობლებთან შეათანხმეთ დღე, დრო, ხანგრძლივობა, თუ როდის და რამდენ ხანს შეიძლება ინტერნეტით სარგებლობა, ასევე - რომელ საიტებზე შეიძლება შესვლა.
9. ინტერნეტსივრცეში იყავით მოწესრიგებული ადამიანი - არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც სხვა ადამიანს ზიანს მოუტანს ან რაც კანონის დარღვევად, დანაშაულად ითვლება.
10. თქვენი მშობლების გარდა, არავის გაუმხილოთ თქვენი ინტერნეტ „პაროლები“.













Комментариев нет:

Отправить комментарий