ტაივანურმა კომპანია Orwellian-მა მომხმარებელს ჭკვიანი სარკე – HiMirror Mini Premium წარუდგინა, რომელიც მაღალი ხარისხის კამერითა და LCD სენსორული ეკრანითაა აღჭურვილი.
მოწყობილობა არა მარტო უბრალო სარკის ფუნქციას ასრულებს, არამედ კოსმეტოლოგის როლსაც ირგებს: აფიქსირებს პიგმენტაციის, კანის ლაქების, ხორკლიანობის, თვალებქვეშა სიშავის, ნაოჭების მდგომარეობას და კანის სხვა პრობლემებს, მომხმარებელს კი მისთვის საჭირო სასარგებლო რეკომენდაციებს აძლევს.
იმისათვის, რომ მომხმარებელმა არ მოიწყინოს, HiMirror Mini Premium-ს მუსიკის ჩართვაც შეუძლია, რისთვისაც Spotify-ს სერვისს უკავშირდება.
ტექნოლოგიას მომხმარებლის კანის მდგომარეობის მონაცემების შენახვა, მისი ცვლილების დინამიკის ანალიზი და მონიტორინგის შედეგების სოციალურ ქსელებში თუ სხვა ვებპლატფორმებზე გაზიარება შეუძლია.
HiMirror Mini Premium 259 ევრო ღირს.
Комментариев нет:
Отправить комментарий