24 დეკემბერს ინტელექტუალური აქტივობებით დატვირთული საახალწლო (სასწავლო პროექტი იხილეთ გეგმა) ღონისძიება წარმოადგინა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა ნატალია თურქაძემ თავის სადამრიგებლო მე-6 ბ კლასში. პაექრობა მიმდინარეობდა ჯგუფებს შორის. ბავშვები წინასწარ დაყოფილი იყო 4 გუნდად შემთხვევითობის პრინციპით, თითოეულმა შეარჩია გუნდის სახელი: "ნასა", "ტვინიკოსები","ვუნდერკინდები", "არწივები", აირჩიეს კაპიტნები. მათ მუშაობას აკვირდებოდა ჟიურის წევრები: სკოლის დირექტორი თენგიზ თაბუკაშვილი, დირექტორის მოადგილე ლელა გრძელიშვილი, ინგლისური ენის პედაგოგი ირმა ლომიძე და სკოლის სპეც. მასწავლებელი ზეინაბ ალავიძე.
მოსწავლეები გაეცვნენ სხვადასხვა ქვეყნებისთვის დამახასიათებელ ტრადიციებს ახალი წელთან დაკავშირებით.
მომდევნო რაუნდი შეეხებოდა ინტელექტუალურ კითხვებს, რომელიც კონვერტში იყო მოთავსებული. მათზე სააზროვნოდ გამოყოფილი იყო დრო. კითხვებზე მუშაობა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. დაფიქსირებული პასუხების შემდეგ ბავშვები პროექტორის საშუალებითა და ჟიურის განმარტებით ეცნობოდნენ სწორ პასუხებს.
მესამე რაუნდი შეეხებოდა მინი "სკეჩებს". მოსწავლეებმა შემთხვევითობის პრინციპით , ფურცლებზე დაწერილი პროფესიების სახელები (ექიმი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი კომენტატორი, სპორტსმენი, ექიმი...) ამოიღეს ყულაბიდან. კლასში არსებული ნივთების დახმარებით მათ განასახიერეს შესაბამისი პროფესიის ადამიანების ერთი სამუშაო დღე. მათ შეხვდათ "პოლიტიკოსი", "ექიმი", "ჟურნალისტი", "სპორტსმენი". მოსწავლეების მიერ შესრულებულმა პატარა წარმოდგენებმა ძალიან დიდი მოწონება და ხალისი შემატა საახალწლო განწყობას.
კომპეტენტური ჟიურის მიერ მოხდა წარმოდგენების შეფასება, ჯგუფებს მიეცათ განმარტებები, მოხდა ქულების დაანგარიშება .
ვიდრე ჟიური ითვლიდა ქულებს პროექტორის მეშვეობით დამსწრე საზოგადოებამ ნახა მთელი წლის მანძილზე გადაღებული ფოტოები, რამაც ბავშვები ძალზე გაახალისა.
მომდევნო აქტივობამ, კაპიტნების კონკურსმა, შეცვალა მიმდინარე ანგარიში და დაწინაურდა გუნდი "ტვინიკოსები". გუნდებმა ორი წუთის განმავლობაში სწორად რაც შეიძლება მეტი კითხვისთვის უნდა გაეცათ პასუხი. აქტივობებით მოსწავლეებმ აგამოავლინეს როგორც ინტელექტუალური შესაძლებლობები, ასევე შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.
ღონისძიების ბოლო აქტივობა იყო მიმანიშნებელი ბარათების საშუალებით გამოეცნოთ თავის „სეკრეტ-სანტა“. და ერთმანეთისთვის მიელოცათ მოახლოებული ახალი წელი.
დასასრულს დირექციამ ყველა მოსწავლესა და მშობელს გადაუხადა მადლობა, უსურვა წარმეტებული და ბედნიერი ახალი წელი.
რა მაგარი იყო, ძალიან ვიმხიარულეთ. საინტერესო და სააზროვნო კითხვები იყო. მადლობა მასწ.
ОтветитьУдалитьყოჩაღ, წარმატებები
ОтветитьУдалить