ინფორმაცია და კომპიუტერი
წარმოგიდგენთ მოსწავლეთა პრეზენტაციების ამსახველ ფოტო მასალას
პროექტის მთავარი იდეა (თემა):
მოსწავლეები გაეცნობიან ინფორმაციის არსს და მისი გავრცელების საშუალებებს, აგრეთვე კომპიუტერისა და სისტემური ბლოკში შემავალი დეტალების დანიშნულებებს, კომპიუტერის როლს თანამედროვე მსოფლიოში
და მასთან მუშაობისას დადებით თუ უარყოფით მხარეებს.
პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია იმ თვალსაზრისით, რომ XXI-საუკუნეში კომპიუტერის როლი არის უმნიშვნელოვანესი, ასევე
უმნიშვნელოვანესია იმ ნორმების დაცვა, რაც აუცილებელია ადამიანის
ჯანმრთელობისთვის.
პროექტის მიზნები: ინფორმაციის ცნების გაგების ხელშეწყობა, სასარგებლო საინფორმაციო
პროდუქტის შექმნის პროცესში შემოქმედებითი უნარების განვითარება, აგრეთვე მოსწავლეებს
შევასწავლოთ კომპიუტერთან მუშაობის უნარ ჩვევები, ისინი მოძებნიან სხვადასხვა
ინფორმაციას კომპიუტერის შესახებ, გაეცნობიან სხვადასხვა სტატისტიკებს, აგრეთვე პროექტის მიზანია, მოსწავლემ გაიგოს თუ რაოდენ აუცილებელია ინფორმაციის სანდოობა დღევანდელ ყოფა–ცხოვრებაში და გააცნობიეროს ინფორმაციის სანდოობის განსაზღვრის მეთოდები და ინსტრუმენტები,
გაიგებენ კომპიუტერთან ჯდომის წესებს და მუშაობის ხანგრძლივობის შეზღუდვებს, რაც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
გაიგებენ კომპიუტერთან ჯდომის წესებს და მუშაობის ხანგრძლივობის შეზღუდვებს, რაც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
ვადები, ხანგრძლივობა: 1 თვე (03.10-31.10.2018წ.)
მოსალოდნელი შედეგები/პროცედურები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეისწავლიან კომპიუტერთან მუშაობის უნარ–ჩვევებს,
მათ გამოუმუშავდებათ კვლევა ძიების უნარ–ჩვევები, გაეცნობიან ინფორმაციის არსს, მისი
გავრცელების საშუალებებს, კომპიუტერული
ტექნიკის განვითარებებს ეტაპებს და მიღწევებს, მის სასარგებლო თუ საზიანო
მხარეებს, გაეცნობიან კომპიუტერის გამოყენების აუცილებლობას სხვადასხვა სფეროში. ისწავლიან და გამოუმუშავდებათ გუნდური მუსაობისთვის უნარ-ჩვევები, შექმნიან პლაკატებს... პროექტზე მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლეების შემეცნებითი ინტერესის დაკმაყოფილებას, აგრეთვე გაუღვივებთ დამატებითი ინფორმაციის მოძიების ინტერესს, ასწავლის კვლევის უნარებს.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: დაგვჭირდება კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოაპარატი, სახელმძღვანელოები,
ვატმანის ფურცლები, მარკერები, საწერ–კალამი...
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): შერჩეული თემიდან გამომდინარე, მოსწავლეებს დავყოფთ ოთხ ჯგუფად:
პირველი ჯგუფი – იმუშავებს ინფორმაციის გავრცელების საშუალებებზე, რომლის გარკვევა და
შესწავლა არის პროექტის მიზანი, ეს შეეხება როგორც აუცილებელ და სასარგებლო
მხარეებს, ასევე მასთან მუშაობისას დასაცავ ნორმებს.
მეორე ჯგუფი – მოიძიებს სისტემურ ბლოკში შემავალი დეტალების შესახებ ინფორმაციას. ინტერნეტიდან,
სახელმძღვანელოებიდან ამოიწერენ მათთვის სასურველ ინფორმაციას და წარმოადგენენ
პრეზენტაციას აღნიშნულ თემაზე.
მესამე ჯგუფი – იმუშავებს
კომპიუტერის თუ ინტერნეტის დადებით და უარყოფით თვისებებზე. მოიპოვენებ და შეაჯამებენ
ყველა მოპოვებულ ინფორმაციას, გადაიღებენ ფოტომასალებს, შეხვდებიან კომპიუტერის
სპეციალისტებს, სხვადასხვა სფეროში კომპიუტერთან მომუშავე ადამიანებს და
ჩვეულებრივ მოყვარულებს. ასევე გაესაუბრებიან ფსიქოლოგებს და ექიმებს, რადგან
გაიგონ თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს კომპიუტერთან მუშაობისას შეზღუდვების
დარღვევას. გამოიტანს დასკვნებს, რომელსაც საბოლოოდ წარმოადგენენ პრეზენტაციის
სახით.
მეოთხე ჯგუფი- იმუშავებს თემაზე
კომპიუტერი და მისი მოწყობილობები. მოიძიებენ ინფორმაციას კომპიუტერის მნიშვნელობაზე.
მისი მოწყობილობების დანიშნულებაზე, მოამზადებენ პრეზენტაციას და წარუდგენენ
თანატოლებს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ის
ტექნ. V.1. მოსწავლეს
შეუძლიაისტ-ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
ის ტექნ. V.2. მოსწავლეს შეუძლიაეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და
პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ-ის გამოყენებისას. იცის ისტ-ის
გამოყენების სფეროები და აცნობიერებს მის უპირატესობებს.
ის
ტექნ. V.3. მოსწავლეს
შეუძლიასხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული
მასალის შექმნისას.
ის ტექნ. V.5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და
გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის ტექნ. V. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება
კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის.
ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება
ციფრული მასალის შექმნისას.
ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და
ორგანიზების დროს.
ის ტექნ. VI.3. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება
ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება
კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის.
პროექტის ხელმძღვანელი: სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის ისტ-ის მასწავლებელი ნატალია თურქაძე
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: nataliaturkadze@gmail.com
მოსწავლეთა ცოდნის, ასაკის, ინტერესისა და გამოცდილების გათვალისწინება:
პროექტის მონიტორინგი და შეფასება:
მე-5ბ
კლასი -10-11 წელი.
მოსწავლეებმა
შესასრულებელი
დავალებები
თავად
უნდა აირჩიონ თავიანთი
ინტერესებისა და საჭიროებების
გათვალისწინებით.
მათ
იციან
ინტერნეტში
ინფორმაციის
მოძიება,
ტექსტურ პროგრამაში მუშაობა.პროექტის მონიტორინგი და შეფასება:
·
გამოკითხვა
ანკეტა- დავადგენ რა იციან, რისი გაგება სურთ და ბოლოს რა ისწავლეს. პირველ ეტაპზე დამეხმარება დავგეგმო შესაბამისი
აქტივობები, რეფლექსიის პროცესში გავარკვევ რა ისწავლეს აღნიშნულ საკითხზე.
- პროექტის გეგმები -გამოვიყენებ პროექტის დასაწყისში მოსწავლეებთან პროექტის განხორციელების დროს, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს საკუთარი გეგმის განვითარებასა და განხორციელებაში . პროექტის დაგეგმვა დაეხმარება მოსწავლეებს ორგანიზებულობაში, ისინი დაისახავენ მიზნებს, ჩამოაყალიბებენ სტრატეგიებს მათ მისაღწევად, დროში გაანაწილებენ შესასრულებელ სამუშაოს, განსაზღვრავენ კრიტერიუმებს შეფასებისათვის.
- თვითშეფასება და რეფლექსია - გამოვიყენებ პროექტის მანძილზე ზეპირ, წერილობით და პროექტის განხორციელების დროს. თვითშეფასება და რეფლექსია შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს, რომ შეაფასონ თავიანთი პროგრესი, ასევე მოახდინონ რეფლექსია მეთოდების გასაუმჯობესებლად.
- მოსწავლეთა მიერ განხორციელებული პროექტის შეფასების
კითხვარი - კითხვარის ანალიზის შედეგები დამეხმარება მომდევნო პროექტზე მუშაობისას რაც უნდა გავითვალისწინო.
მოსწავლეთა ჩართულობა პროექტის იდეის განვითარებაში, დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში:
პროექტი „ინფორმაცია და კომპიუტერი“ თავიდან ბოლომდე ითვალისწინებს მოსწავლეთა ამ პროექტში ჩართვას. ისინი აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ არა მარტო პროექტის იდეის განვითარებაში, არამედ პროექტის დაგეგმვა-განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში. შეავსებენ ანკეტა-კითხვარებს . დავადგენთ რა საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება. მონიტორინგისა და შეფასების, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების კითხვარების შევსებისას დაადგენენ რამდენად ემთხვევა თავიანთი შეფასებები მეგობრის შეფასებას. გაამახვილებენ ყურადღებას თავიანთ გამოსასწორებელ თვისებებზე და გაითვალისწინებენ მომავალი პროექტისთვის.
გამოკითხვა ანკეტა
„ინფორმაცია და კომპიუტერი“
1. რა ვიცით?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. რა მინდა გავიგო, რა მაინტერესებს?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. რა ვისწავლეთ?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საყვარელო მოსწავლეებო იმისთვის, რომ მომავალში პროექტზე მუშაობა გავაუმჯობესოთ, მინდა გავარკვიო, როგორ შეაფასებდით მას.
ჯგუფურ პროექტზე მუშაობისას
მოსწავლეთა თვითშეფასება და ურთიერთშეფასება
პროექტი: ------------
პროექტზე მუშაობის ხანგრძლივობა: -----------------
ჯგუფი: ---------------
პროექტზე მუშაობისას
თქვენ ერთ ჯგუფში იყავით, ამიტომ შეგიძლიათ შეაფასოთ, რა წვლილი შეიტანა პროექტის განხორციელებაში
ჯგუფის თითოეულმა წევრმა.
ქვემოთ მოცემული ცხრილი
შემდეგი თანმიმდევრობით უნდა შეავსოთ:
1. თავდაპირველად
მარჯვენა ბოლო უჯრებში აფასებთ ჯგუფური პროექტის განხორციელებაში საკუთარ წვლილს. მაქსიმალური
ქულაა 5. ბოლოს ამ სვეტს მოკეცავთ ისე, რომ სხვამ ვერ დაინახოს.
2. ასე მოკეცილ ცხრილს
აწვდით გვერდით მჯდომ ჯგუფის წევრს, რომელიც აფასებს თქვენს წვლილს ჯგუფის მუშაობაში.
მას ქულები შეაქვს მარჯვენა ბოლო სვეტში, ისიც გადაკეცავს ამ სვეტს და გადააწვდის ჯგუფის
მომდევნო წევრს.
3. ასე მოივლის ცხრილი
ჯგუფის ყოველ წევრს.
4. მას შემდეგ, რაც
ჯგუფის ყველა წევრი შეგაფასებთ, გააანალიზეთ, რამდენად ემთხვევა თქვენი თვითშეფასება
მეგობრების შეფასებას.
|
ჯგუფის მეგობარი
6
|
ჯგუფის მეგობარი
4
|
ჯგუფის მეგობარი
3
|
ჯგუფის მეგობარი
2
|
ჯგუფის მეგობარი 1
|
თვითშეფასება
|
რა შრომა გასწია მან ჯგუფის მუშაობაში? (მაქს. 5 ქულა)
|
|
|
|
|
|
|
რამდენი კარგი იდეა შესძინა ჯგუფს? (მაქს. 5 ქულა
|
|
|
|
|
|
|
რამდენად პოზიტიურად და ჯგუფისთვის სასარგებლოდ შეეძლო
მას ჯგუფის სხვა წევრების იდეებისა და წინადადებების მოსმენა, მიღება და გათვალისწინება?
(მაქს. 5 ქულა)
|
|
|
|
|
|
|
რამდენად პასუხისმგებლობი თ და საიმედოდ ასრულებდა
იგი პირადად მისთვის დაკისრებულ საქმეს? (მაქს. 5 ქულა)
|
|
|
|
|
|
|
რა წვლილი შეიტანა მან ჯგუფის საერთო პროდუქტის შექმნაში?
(მაქს. 5 ქულა)
|
|
|
|
|
|
|
მოსწავლეთა მიერ განხორციელებული
პროექტის შეფასების კითხვარი
პროექტის დასახელება:
------------------------------------
პროექტზე მუშაობის ვადები:
-----------------------------
ჯგუფი: ------------------------
1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რაიმე ამ პროექტზე მუშაობამ?
ა) ბევრი რამ მასწავლა; ბ) მასწავლა;
გ) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია; დ) ახალი არაფერი მისწავლია.
2. შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?
ა) ბევრად უკეთესი გახდა; ბ) უკეთესი გახდა;
გ) ისეთივე დარჩა, როგორიც იყო; დ) გაუარესდა;
3. ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში?
ა) სავსებით ნათელი იყო; ბ) ძირითადად ნათელი იყო;
გ) არც ისე ნათელი იყო; დ) სრულიად გაურკვეველი იყო.
4. "მასწავლებელმა მიჩვენა, როგორ უნდა მემუშავა პროექტზე".
ა) სავსებით ვეთანხმები; ბ) ვეთანხმები; გ) ნაწილობრივ ვეთანხმები; დ) არ ვეთანხმები.
5. "როდესაც მხარში დგომა მჭირდებოდა, მასწავლებელი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო".
ა) სავსებით ვეთანხმები; ბ) ვეთანხმები; გ) ნაწილობრივ ვეთანხმები; დ) არ ვეთანხმები.
6. "შედეგებით კმაყოფილი "ვარ".
ა) სავსებით ვეთანხმები; ბ) ვეთანხმები;
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები; დ) არ ვეთანხმები.
7. ყველაზე მეტად რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში?
ქება:----------------------------------------------------------------------------
კრიტიკა:
------------------------------------------------------------------------
დიდი მადლობა დახმარებისთვის .
წარმოგიდგენთ მოსწავლეთა პრეზენტაციების ამსახველ ფოტო მასალას
ბავშვებო გილოცავთ, ძალიან ენერგიული მასწავლებელი გყავთ
ОтветитьУдалить