Страницы

пятница, 16 ноября 2018 г.

გლობალური და ლოკალური ქსელები

ლოკალური ქსელი (ინგლ. local Area Network შემოკლებით LAN) — კომპიუტერული ქსელი, შემდგარი ფიზიკურად ერთმანეთთან ახლოს მდგომი კომპიუტერებისაგან, რომლებიც ერთობლივად იყენებენ, აპარატურულ, პროგრამულ რესურსებსა და მონაცემებს. როგორც წესი ლოკალური ქსელის ერთი ან რამდენიმე კომპიუტერი ასრულებს ფაილების სერვერის ფუნქციას. LAN-ის განმსაზღვრელი მახასიათებლები, ფართო ქსელების (WAN), განსხვავდება იმით რომ აქვს ინფორმაციის გადაცემის მაღალი სიჩქარე, ესაჭიროება მცირე გეოგრაფიული ადგილი და არ საჭიროებს იჯარიან სატელეკომუნიკაციო ხაზებს.
ARCNET, Token Ring და სხვა ტექნოლოგიური სტანდარტები გამოიყენებოდა წარსულში, მაგრამ ამჟამად Ethernet ტექნოლოგია გრეხილ წყვილიან კაბელების გამოყენებით და Wi-Fi არის ყველაზე გავრცელებული ტექნოლოგიები რომლებიც გამოიყენება LAN-ში.

ლოკალური ქსელი -წარმოადგენს სისტემას, რომელიც აერთიანებს ორ ან მეტ ლოკალურ ქსელებს. ისინი შედარებით შორიშორსაა განლაგებული და შეერთებული არის საკომუნიკაციო საშუალებებით (სატელეფონო ხაზებით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით, რადიოტალღებითა და ა.შ.). ამჟამად. ყველაზე დიდ და ფართო ქსელს წარმოადგენს ინტერნეტი. ინტერნეტში ანუ გლობალურ ქსელში გაერთიანებული კომპიუტერები შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად: სერვერებად და კლიენტებად. ქსელში ხდება სერვერებისა და კლიენტების ურთიერთდაკავშირება.



Комментариев нет:

Отправить комментарий