Страницы

понедельник, 12 ноября 2018 г.

ანა შალიკავა- პირველი კლასი

გაიცანით ეს ანა შალიკავაა. იგი სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეა (დამრიგებელი იმედა ზარქუა). ჭკვიანი, ლამაზი, საოცარი თვალებით გიმზერს, ცდილობს მასწავლებლის ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ გამორჩეს.
სახატავ პროგრამა Paint-ის გაცნობისა და დეტალების შესწავლის შემდეგ მოსწავლეებს მივეცი სამუშაოდ დამოუკიდებელი თემა. პატარებს გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით უნდა შეექმნათ ნახატი სურვილისამებრ.  
ანამ წარმოადგინა თავისი ნამუშევარი. გამოიცანით რა დახატა ანამ? რა ფიგურაა გამოსახული ხესთან?



შეკითხვაზე, თუ რა იყო  ხესთან გამოსახული ფიგურა, ანამ ასე განმიმარტა- ეს არის საქანელა, მასზე ზის ბავშვი, ოღონდ ფეხები მეორე მხარეს აქვს და ამ მხრიდან არ ჩანსო.
აი, ასეთი ჭკვიანი პატარები გვყავს მოსწავლეებად. ზოგჯერ ჩვენც ვსწავლობთ მათგან.
ვუსურვებ პატარა ანას  დიდ წარმატებებს სწავლაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий