Страницы

пятница, 23 ноября 2018 г.

"ტექნიკა ჩვენ გარშემო"- მე-6ბ კლასი, ხელმძღვანელი ნატალია თურქაძე

პროექტის სახელწოდება:  ტექნიკა ჩვენ გარშემო“
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა)მოსწავლეემ გააცნობიეროს თუ რამდენად მნიშვნალოვანია ადამიანის ცხოვრებაში ტექნოლოგიური წინსვლა, რომ კომპიუტერისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია პროგრესი სახელმწიფოსა და საზოგადოების ნებისმიერ სფეროში.
3. პროექტის აქტუალობა:  პროექტი აქტუალურია იმ თვალსაზრისით რომ XXI-საუკუნე ცნობილია მეცნიერების და ტექნოლოგიის ერად, ამიტომ მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია მეცნიერების და ტექნოლოგიის პრიორიტეტული სფეროების ჩამოყალიბების გაცნობა- განსაზღვრაიმ გამოგონებების წვლილის გაანალიზება, რომელმა შეცვალა  ჩვენ ცხოვრებააგრეთვე პროექტის აქტუალურობა გამოიხატება მოსწავლეებისათვის მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაში, აღნიშნული პროდუქტი მოსწავლეებს ეხმარება  სწავლების საგანმანათლებლო  პროცესში განავითარონ დამოუკიდებელი, ინდივიდუალური უნარ-ჩვევები. განივითარონ პასუხისმგებლობის გრძნობა

4. პროექტის მიზნები:
  • შეაყვაროს მოსწავლეს სწავლა, გამოუმუშაოს შრომის უნარი და შრომისადმი სიყვარული; შეასწავლოს კომპიუტერთან მუშაობის უნარ ჩვევები, მოიძიოს და გაეცნოს სხვადასხვა ინფორმაციას, სტატიებს, ლიტერატურას...·                     
  • დამოუკიდებლად შეძლოს მოპოვებული მასალების შეჯერება და სელექცირება. შეძლოს გუნდური და ინდივიდუალური  მუშაობის გააქტიურება.
     განუვითაროს მოსწავლეებს:
) დასმული ამოცანის გააზრების უნარი;
) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
) სინთეზისა და შეფასების უნარი;
) ლოგიკური აზროვნების უნარი;
) აზრის ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი;
) ტექნოლოგიური უნარები;
) გამოიმუშავებენ ინფორმაციის გაცვლის უნარ-ჩვევებს.

5. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტებირაც შეიძლება შეიქმნას :   
მოსწავლეები შეისწავლიან კომპიუტერთან მუშაობის უნარჩვევებს, მათ გამოუმუშავდებათ კვლევა ძიების უნარჩვევები, გაეცნობიან ტექნიკის განვითარებებს ეტაპებს და მიღწევებს, მის სასარგებლო თუ საზიანო მხარეებს, გაეცნობიან მისი გამოყენების სხვადასხვა სფეროებსგაიგებენ რა არის ტექნიკა, რისთვის შეიქმნა სხვადასხვა მანქანები, როგორაა ისინი მოწყობილი და როგორ გამოიყენებაგამოიყენებენ მუშაობის პროცესში თანამედროვე ისტ საშუალებებს, ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, შენახვისა და გამოქვეყნებისათვის. მოსწავლეები ისწავლიან თანამშრომლობას, ინფორმაციის მოპოვებასა და დახარისხებას. აუდიტორიის გათვალისწინებით მოამზადებენ პრეზენტაციებს, ბროშურებს, სანიშნოებს. შეძლებენ მნიშვნელოვანი ინფორმაციით თავიანთი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას და ცოდნის გაფართოებას. განუვითარდებათ ჯგუფური მუშაობის და სხვისი აზრის პატივისცემის უნარი. იმსჯელებენ და გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას სხვადასხვა ტექნიკის დანიშნულების შესახებ, რაც შემდგომში დაეხმარებათ სხვა საკითხების ადვილად ათვისებასა და ცოდნის ინტეგრირებაში. საკუთარ მუშაობას შეაფასებენ ჯგუფში.

6. აქტივობის შესაბამისობა მიზანთან :   
ეტაპი პროექტის გაცნობა



მოსწავლეებს წარვუდგენ პრეზენტაცია პროექტის შესახებ, დავურიგებ საინფორმაციო სახის ბუკლეტებებს, სადაც მოცემული ინება  პროექტის მიზნები, შინაარსი, და სარგებლობა. თავდაპირველად გამოვიყენე გონებრივ. იერიშდაფაზე შეადგენენ ცხრილ, რომელიც განკუთვნილი იქნება თითოეული ჩამოთვლილი საკითხის ირგვლივმოსწავლეებში მოვახდინ. აზრების გენერირება და ყველა მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებ დაფიქსირბა დაფაზე ამ ცხრილთან მიმართებით. ამ მეთოდის მეშვეობით მოვამზადებ მოსწავლეებ ძირითად თემაზე გადასასვლელად.

ამის შემდეგ წინარე ცოდნის გაგების მიზნით გამოვიყენებ -- მეთოდ, რა მომცემს საშუალება გავიგო თუ რა ცოდნას ფლობდნენ მოსწავლეები ტექნიკის შესახებ. შემდეგ ვთხოვ მათ ფერადი ბარათების საშუალებით დაჯგუფდნენ 4 ჯგუფად და გაცვალონ ერთმანეთში საკუთარი იდეები და მოსაზრებები. გააკეთონ მოკლე მონახაზი შემდგომში განსახორციელებელი დავალებისა. ბოლოს უკვე გამოთქმული იდეების საფუძველზე შევადგენთ პროექტთან დაკავშირებულ საკითხებს.

II ეტაპი კვლევის დაწყება

ავუხსნი მოსწავლეებს რომ ჯგუფური მუშაობისას ყველამ თანაბრად უნდა გამოიჩინოს თავი და ამავდროულად დავურიგებ მათ ჯგუფური შეფასების რუბრიკებს , რომელსაც კვლევის მსვლელობისას შეავსებენ, შემდეგ ვთხოვ მათ რომ გაინაწილონ დავალებები თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით.

 III ეტაპი დასკვნითი ნაწილი

პროექტის დასასრულს ჯგუფებ წარმოადგენენ მათ მიერ შესრულებულ დავალებებს პრეზენტაციის საშუალებთ, შემდეგ გავმართავთ დისკუსია
7. მოსწავლეთა ცოდნა, ასაკი, ინტერესები:   11-12 წელი
მოსწავლეებ შესასრულებელ დავალებებ თავად  აირჩევენ თავიანთი ინტერესებისა  და საჭიროებების გათვალისწინებით. მათ იციან ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, ტექსტურ და საპრეზენტაციო პროგრამაში მუშაობა
8. პროექტის მონიტორინგი და შეფასება

    • ვიცი -მინდა ვიცოდე-ვისწავლე - ცხრილი დაეხმარება მოსწავლეებს იმის გააზრებაში, თუ რა იციან საკითხის შესახებ, რისი ცოდნა უნდათ, რა ისწავლეს და კიდევ რა არის შესასწავლი.
    • პროექტის გეგმები - გამოვიყენე პროექტის დასაწყისში მოსწავლეებთან პროექტის განხორციელების დროს, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს საკუთარი  გეგმის განვითარებასა  და განხორციელებაში . პროექტის დაგეგმვა დაეხმარება მოსწავლეებს ორგანიზებულობაშიისინი დაისახავენ მიზნებსჩამოაყალიბებენ სტრატეგიებს მათ მისაღწევად, დროში გაანაწილებენ შესასრულებელ სამუშაოს, განსაზღვრავენ კრიტერიუმებს შეფასებისათვის.
    • თვითშეფასება და რეფლექსია - გამოიყენება პროექტის მანძილზე ზეპირად, წერილობით ან პროექტის განხორციელების დროს. თვითშეფასება და რეფლექსია შესაძლებლობას მისცემს  მოსწავლეებს, რომ შეაფასონ თავიანთი პროგრესიასევე მოახდინონ რეფლექსია მეთოდების გასაუმჯობესებლად.
    • ჯგუფებზე დაკვირვება - გამოიყენება მთელი პროექტის მანძილზე გამოიყენებენ ჩეკლისტებს ,   ჩაინიშნავენ მოსაზრებებს. მოსწავლეები ასევე შეაფასებენ თავიანთი ჯგუფური მუშაობის უნარს ჩეკლისტებისა და რეფლექსიის გამოყენებით
    •  წახალისება და მხარდაჭერა - მოსწავლეთა შესრულების პროცესზე მუდმივი დაკვირვება დროული წახალისების შესაძლებლობას იძლევამასწავლებელი უნდა შეეცადოს წაახალისოს მოსწავლეთა აქტიურობა, შესრულება, ინტერესი და საჭიროების შემთხვევაში, დახმარება და მხარდაჭერა აღმოუჩინოს მას. მაგალითად, თუკი  მასწავლებელი ხედავს, რომ მოსწავლეს უჭირს სამუშაოს შესრულება, უნდა შეეცადოს წაახალისოს და გაამხნევოს ის.
    • პროდუქტები(ბროშურები) - მისი  შესრულება მოხდება პროექტის დასასრულსდამოკიდებულია პროდუქტსა და პროექტის ხანგრძლივობაზე მისი მიზანია მოსწავლის ნამუშევრის წარმოდგენა , რომელიც სწავლის შედეგს ასახავს.

9. მოსწავლეთა ჩართულობა პროექტის იდეის განვითარებაში, დაგეგმვაში, განხორციელებასა და შეფასებაში:


მოსწავლეები აქტიურად  ჩაერთვებიან როგორც პროექტის იდეის განვითარებაში, ასევე პროექტის დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში. პროექტი ითვალისწინებს მოსწავლეთა ჩართვას იდეის განვითარებაში და დაგეგმვაში. შეფასების კითხვარები კი მისცემს საშუალებას განახორციელონ პროექტის მონიტორინგი.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
  
       პროექტის მიზნის შერჩევა
       თემის შერჩევა
        საკითხების განაწილება
       ჯგუფებად დაყოფა
        მუშაობის მიმდინარეობაზე დაკვირვება
       პრეზენტაცია
        დისკუსია
        შეჯამება
        შეფასება
        პრეზენტაციის გამოქვეყნება.


მოსწავლეები დაიყოფიან  ჯგუფად (სავარაუდოდ 4-5 ჯგუფად). ჯგუფები წინასწარ ჩამოწერილ საკითხებს აირჩევენ კენჭისყრის შედეგად.

ჯგუფი  --  კენჭისყრის შედეგად გამოვლენილი თემის ირგვლივ მოამზადებენ  მასალას წარადგენენ პრეზენტაციის სახით.
ჯგუფი --  კენჭისყრის შედეგად გამოვლენილი თემის ირგვლივ ისაუბრებენ, შექმნიან
  კედლის  გაზეთს.
ჯგუფი -- კენჭისყრის შედეგად გამოვლენილი თემის ირგვლივ მოამზადებს მასალას და შექმნიან ბუკლეტს  ფოტო მასალით და  პატარა  ჩანაწერებით.
ჯგუფი -- კენჭისყრის შედეგად გამოვლენილი თემის გათვალისწინებით შექმნიან
  წიგნის სანიშნოებს და წარმოადგენენ თემის ირგვლივ მიმოხილვას.

მასალა შეჯამდება და განთავსდება ინტერნეტში.


10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ის ტექნ. V.1. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის  ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
ის ტექნ. V.2. მოსწავლეს შეუძლია ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ-ის  გამოყენებისას. იცის ისტ-ის გამოყენების სფეროები და აცნობიერებს მის უპირატესობებს.
ის ტექნ. V.3. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
ის ტექნ. V.5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების  შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის ტექნ. V. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.
ისტ რესურსების შექმნა:
ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
კვლევა და კომუნიკაცია:
ის ტექნ. VI.3. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.

11. პროექტის ხელმძღვანელი : ისტ-ის მასწავლებელი ნატალია თურქაძე

12. 
ხელმძღვანელის ელ.ფოსტაnataliaturkadze@gmail.com

13. 
პროექტის ვებ - გვერდი/ბლოგი: https://istproeqtebi.blogspot.com/2018/11/6.html

14. ვადები, ხანგრძლივობა:  3 კვირა  (01.11-19.11)

 თემების შერჩევის შედეგად ჯგუფებს გადაუნაწილდათ შემდეგი სამუშაო თემები:

ჯგუფი - იმუშავებს წარმოდგენილი თემის ირგვლივ :

1)    რა არის ტექნიკა?
2)    ვინ არის ინჟინერი?
3)    საიდან მოგორავს ბორბალი?
4)    ველოსიპედი?
5)    ავტომობილი?
ჯგუფი - იმუშავებს წარმოდგენილი თემის ირგვლივ:
1)    ავტოქარხანა?
2)    რკინიგზა?
3)    ბუსზე” დაბოლოებული ტრანსპორტი?
4)    მეტრო.
5)            მატარებელი

ჯგუფი - იმუშავებს წარმოდგენილი თემის ირგვლივ:
1)    იალქნიანი ხომალდი
2)    გემები
3)    თვითმფრინავები
4)    რაკეტა
5)    ელექტროობა
6)    განათება
ჯგუფი - იმუშავებს წარმოდგენილი თემის ირგვლივ:
1)      საოჯახო  ტექნიკა
2)      რადიო
3)      ტელეფონი
4)      კინო
5)      ტელევიზორი
6)      ხმოვანი მანქანები (ფონოგრაფიმაგნიტოლა)
7)      კომპიუტერი


საყვარელო მოსწავლეებო  იმისთვის, რომ მომავალში პროექტზე მუშაობა გავაუმჯობესოთ, მინდა გავარკვიო, როგორ შეაფასებდით მას.



ჯგუფურ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეთა თვითშეფასება და ურთიერთშეფასება



პროექტი: ------------

პროექტზე მუშაობის ხანგრძლივობა: -----------------

ჯგუფი: ---------------

პროექტზე მუშაობისას თქვენ ერთ ჯგუფში იყავით, ამიტომ შეგიძლიათ შეაფასოთ, რა წვლილი შეიტანა პროექტის განხორციელებაში ჯგუფის თითოეულმა წევრმა.

ქვემოთ მოცემული ცხრილი შემდეგი თანმიმდევრობით უნდა შეავსოთ:

1. თავდაპირველად მარჯვენა ბოლო უჯრებში აფასებთ ჯგუფური პროექტის განხორციელებაში საკუთარ წვლილს. მაქსიმალური ქულაა 5. ბოლოს ამ სვეტს მოკეცავთ ისე, რომ სხვამ ვერ დაინახოს.

2. ასე მოკეცილ ცხრილს აწვდით გვერდით მჯდომ ჯგუფის წევრს, რომელიც აფასებს თქვენს წვლილს ჯგუფის მუშაობაში. მას ქულები შეაქვს მარჯვენა ბოლო სვეტში, ისიც გადაკეცავს ამ სვეტს და გადააწვდის ჯგუფის მომდევნო წევრს.

3. ასე მოივლის ცხრილი ჯგუფის ყოველ წევრს.

4. მას შემდეგ, რაც ჯგუფის ყველა წევრი შეგაფასებთ, გააანალიზეთ, რამდენად ემთხვევა თქვენი თვითშეფასება მეგობრების შეფასებას.


ჯგუფის მეგობარი
  6
ჯგუფის მეგობარი
4 
ჯგუფის მეგობარი
3 
ჯგუფის მეგობარი
 2 
ჯგუფის მეგობარი  1
თვითშეფასება
რა შრომა გასწია მან ჯგუფის მუშაობაში? (მაქს. 5 ქულა)






რამდენი კარგი იდეა შესძინა ჯგუფს? (მაქს. 5 ქულა






რამდენად პოზიტიურად და ჯგუფისთვის სასარგებლოდ შეეძლო მას ჯგუფის სხვა წევრების იდეებისა და წინადადებების მოსმენა, მიღება და გათვალისწინება? (მაქს. 5 ქულა)






რამდენად პასუხისმგებლობი თ და საიმედოდ ასრულებდა იგი პირადად მისთვის დაკისრებულ საქმეს? (მაქს. 5 ქულა)






რა წვლილი შეიტანა მან ჯგუფის საერთო პროდუქტის შექმნაში? (მაქს. 5 ქულა)









































მოსწავლეთა მიერ განხორციელებული პროექტის შეფასების კითხვარი



პროექტის დასახელება: ------------------------------------

პროექტზე მუშაობის ვადები: -----------------------------

ჯგუფი: ------------------------

1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რაიმე ამ პროექტზე მუშაობამ?

) ბევრი რამ მასწავლა;                                     ) მასწავლა;

 ) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია;      ) ახალი არაფერი მისწავლია.

2. შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?

 ) ბევრად უკეთესი გახდა;                     ) უკეთესი გახდა;

) ისეთივე დარჩა, როგორიც იყო;         ) გაუარესდა;



3. ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში?

) სავსებით ნათელი იყო;          ) ძირითადად ნათელი იყო;

) არც ისე ნათელი იყო;              ) სრულიად გაურკვეველი იყო.



4. "მასწავლებელმა მიჩვენა, როგორ უნდა მემუშავა პროექტზე".

) სავსებით ვეთანხმები; ) ვეთანხმები; ) ნაწილობრივ ვეთანხმები; ) არ ვეთანხმები.



5. "როდესაც მხარში დგომა მჭირდებოდა, მასწავლებელი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო".

 ) სავსებით ვეთანხმები; ) ვეთანხმები; ) ნაწილობრივ ვეთანხმები; ) არ ვეთანხმები.



6. "შედეგებით კმაყოფილი "ვარ".

) სავსებით ვეთანხმები;                    ) ვეთანხმები;

) ნაწილობრივ ვეთანხმები;           ) არ ვეთანხმები.



7. ყველაზე მეტად რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში?

ქება:----------------------------------------------------------------------------

კრიტიკა: ------------------------------------------------------------------------


დიდი მადლობა დახმარებისთვის .


Комментариев нет:

Отправить комментарий