Страницы

четверг, 13 ноября 2025 г.

ლარი — ჩვენი ქვეყნის ღირსებისა და სულიერი სიმდიდრის სიმბოლო

 ქალაქ ქუთაისის №36 საჯარო სკოლაში მე-5ა კლასის მოსწავლეებმა ეროვნული ვალუტის 30 წლის იუბილეს მიუძღვნეს შემოქმედებითი პროექტი.

ქალქა ქუთაისის №36 საჯარო სკოლაში გაიმართა პროექტის წარდგენა, რომელიც საქართველოს ეროვნული ვალუტის — ლარის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიება მე-5ა კლასის მოსწავლეებმა დიდი პასუხისმგებლობით, სიყვარულითა და პატრიოტული გრძნობით მოამზადეს.

პროექტის ფარგლებში, სცენაზე გაცოცხლდნენ დროის ფურცლებიდან გადმოსული გმირები, რომლებიც ლარის სხვადასხვა ნომინალზე არიან გამოსახულნი — ნიკო ფიროსმანი, ზაქარია ფალიაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, შოთა რუსთაველი, ივანე ჯავახიშვილი, თამარ მეფე და სხვა გამოჩენილი მოღვაწეები.
მოსწავლეებმა თითოეული მათგანის სახით არა მხოლოდ ისტორიული ცნობები გააცნეს აუდიტორიას, არამედ მათი ცხოვრებისეულად გამორჩეული გზით დააფასეს ის ღვაწლი, რის გამოც ისინი ჩვენი ეროვნული ვალუტის სიმბოლოდ იქცნენ.

ღონისძიება ემოციურად მდიდარი და შინაარსობრივად ღრმა იყო. ბავშვებმა სიფაქიზითა და სითბოთი გადმოსცეს ლარის შექმნის ისტორია, მისი სახელწოდების მნიშვნელობა და ეროვნული ვალუტის სიმბოლური მნიშვნელობა ქვეყნის დამოუკიდებლობის კონტექსტში.
როგორც აღინიშნა, ლარი მხოლოდ ფული კი არა — ეროვნული იდენტობის, შრომისა და ღირსების ნიშანია.

პროექტის ხელმძღვანელის, ნატალია თურქაძის თქმით, მსგავსი აქტივობები არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებას, არამედ მოსწავლეებში მოქალაქეობრივი შეგნების, ისტორიისა და კულტურისადმი პატივისცემის გაღვივებასაც ემსახურება.
პროექტში ჩართულმა ბავშვებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ ეროვნული სიამაყე ყველაზე გულწრფელად და ნათლად ბავშვთა გულებში იბადება.

ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს:

„ლარი — ეს ჩვენი ისტორიაა, ჩვენი ძალა და ჩვენი საქართველო!“

ლარის 30 წლის იუბილე ქუთაისის №36 საჯარო სკოლაში იქცა დღესასწაულად, სადაც ცოდნა, შემოქმედება და სიყვარული გაერთიანდა ერთ იდეაში — საქართველოს ღირსებისა და სულიერი სიმდიდრის შენარჩუნებაში.
















































Комментариев нет:

Отправить комментарий