მე და ჩემი მოსწავლეები ვმუშაობთ თემაზე „უსაფრთხოება ციფრულ სამყაროში", "საკუთარი და სხვისი უფლებები ციფრულ სამყაროში“. თემის წარდგენისას დავინტერესდი მოსწავლეებიდან რამდენი ბავშვია რეგისტრირებული ე.წ. facebook-ზე და გაოცებული ვარ. მეორე კლასიდან დაწყებული მე-6 კლასის ჩათვლით თითქმის 85 %-ზე მეტია ამ სოც .ქსელში რეგისტრირებული. ეს ის ასაკია რომელთაც Facebook-ის წესების თანახმად, ფორმალურად, ექაუნთის გახსნა 13 წლამდე ბავშვებს არ შეუძლიათ. მაგრამ ამ წესისთვის გვერდის ავლა იოლია. ზოგიერთი მონაცემით, დღეს Facebook-ზე 13 წლამდე ასაკის დაახლოებით 20 მილიონი ბავშვია რეგისტრირებული.
ერთად შევიმუშაოთ წესები რათა დავიცვათ საკუთარი და სხვისი უფლებები ციფრულ სამყაროში.
Комментариев нет:
Отправить комментарий