Страницы

суббота, 24 ноября 2018 г.

ეროვნული ოლიმპიადა ინფორმატიკაში 2018

 ცხადდება რეგისტრაცია ინფორმატიკის ოლიმპიადის (www.olyinfo.ge) 2018 წლის საშემოდგომო სეზონზე.
 ამ ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის:
•საჭირო არაა სპეციალური მომზადება პროგრამირებასა და ალგორითმებში
•საჭიროა მხოლოდ კომპიუტერი და ინტერნეტი
•საკმარისია ანალიტიკურ-ლოგიკური აზროვნების უნარი
•ოლიმპიადა მთლიანად ავტომატიზებულია და ტარდება ტესტირების წესით
ყველა ტურში მონაწილეობა უფასოა. 
გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური დიპლომები და ფასიანი საჩუქრები. 

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.olyinfo.ge.
აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა, თქვენთვის საჭირო ინფორმაციას, ასევე წინა სეზონებზე გამოყენებულ ამოცანებსა და ფოტომასალას!!
პირველი, ინტერნეტ ტური ჩატარდება 8 დეკემბერს, ხოლო მეორე, დასკვნითი 23 დეკემბერს. 
ამ სეზონზე ტურები ჩატარდება სამ ასაკობრივ ჯგუფში: V-VI, VII-VIII, IX-XII კლასებში.
სულ გაიმართება ერთი ინტერნეტ ტური და ერთი დასწრებული, დასკვნითი ტური. გისურვებთ წარმატებებს!!!

Комментариев нет:

Отправить комментарий