ინფორმაცია და კომპიუტერი
პროექტის მთავარი იდეა (თემა):
მოსწავლეები გაეცნობიან ინფორმაციის არსს და მისი გავრცელების საშუალებებს, აგრეთვე კომპიუტერისა და სისტემური ბლოკში შემავალი დეტალების დანიშნულებებს, კომპიუტერის როლს თანამედროვე მსოფლიოში
და მასთან მუშაობისას დადებით თუ უარყოფით მხარეებს.
პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია იმ თვალსაზრისით, რომ XXI-საუკუნეში კომპიუტერის როლი არის უმნიშვნელოვანესი, ასევე
უმნიშვნელოვანესია იმ ნორმების დაცვა, რაც აუცილებელია ადამიანის
ჯანმრთელობისთვის.
პროექტის მიზნები: ინფორმაციის ცნების გაგების ხელშეწყობა, სასარგებლო საინფორმაციო
პროდუქტის შექმნის პროცესში შემოქმედებითი უნარების განვითარება, აგრეთვე მოსწავლეებს
შევასწავლოთ კომპიუტერთან მუშაობის უნარ ჩვევები, ისინი მოძებნიან სხვადასხვა
ინფორმაციას კომპიუტერის შესახებ, გაეცნობიან სხვადასხვა სტატისტიკებს, აგრეთვე პროექტის მიზანია, მოსწავლემ გაიგოს თუ რაოდენ აუცილებელია ინფორმაციის სანდოობა დღევანდელ ყოფა–ცხოვრებაში და გააცნობიეროს ინფორმაციის სანდოობის განსაზღვრის მეთოდები და ინსტრუმენტები,
გაიგებენ კომპიუტერთან ჯდომის წესებს და მუშაობის ხანგრძლივობის შეზღუდვებს, რაც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
გაიგებენ კომპიუტერთან ჯდომის წესებს და მუშაობის ხანგრძლივობის შეზღუდვებს, რაც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
მონაწილეთა ასაკი: მე-5ბ კლასი -10-11 წელი.
ვადები, ხანგრძლივობა: 1 თვე (ნოემბერი)
მოსალოდნელი შედეგები/პროცედურები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეისწავლიან კომპიუტერთან მუშაობის უნარ–ჩვევებს,
მათ გამოუმუშავდებათ კვლევა ძიების უნარ–ჩვევები, გაეცნობიან ინფორმაციის არსს, მისი
გავრცელების საშუალებებს, კომპიუტერული
ტექნიკის განვითარებებს ეტაპებს და მიღწევებს, მის სასარგებლო თუ საზიანო
მხარეებს, გაეცნობიან კომპიუტერის გამოყენების აუცილებლობას სხვადასხვა სფეროში. ისწავლიან და გამოუმუშავდებათ გუნდური მუსაობისთვის უნარ-ჩვევები, შექმნიან პლაკატებს... პროექტზე მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლეების შემეცნებითი ინტერესის დაკმაყოფილებას, აგრეთვე გაუღვივებთ დამატებითი ინფორმაციის მოძიების ინტერესს, ასწავლის კვლევის უნარებს.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: დაგვჭირდება კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოაპარატი, სახელმძღვანელოები,
ვატმანის ფურცლები, მარკერები, საწერ–კალამი...
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): შერჩეული თემიდან გამომდინარე, მოსწავლეებს დავყოფთ ოთხ ჯგუფად:
პირველი ჯგუფი – იმუშავებს ინფორმაციის გავრცელების საშუალებებზე, რომლის გარკვევა და
შესწავლა არის პროექტის მიზანი, ეს შეეხება როგორც აუცილებელ და სასარგებლო
მხარეებს, ასევე მასთან მუშაობისას დასაცავ ნორმებს.
მეორე ჯგუფი – მოიძიებს სისტემურ ბლოკში შემავალი დეტალების შესახებ ინფორმაციას. ინტერნეტიდან,
სახელმძღვანელოებიდან ამოიწერენ მათთვის სასურველ ინფორმაციას და წარმოადგენენ
პრეზენტაციას აღნიშნულ თემაზე.
მესამე ჯგუფი – იმუშავებს
კომპიუტერის თუ ინტერნეტის დადებით და უარყოფით თვისებებზე. მოიპოვენებ და შეაჯამებენ
ყველა მოპოვებულ ინფორმაციას, გადაიღებენ ფოტომასალებს, შეხვდებიან კომპიუტერის
სპეციალისტებს, სხვადასხვა სფეროში კომპიუტერთან მომუშავე ადამიანებს და
ჩვეულებრივ მოყვარულებს. ასევე გაესაუბრებიან ფსიქოლოგებს და ექიმებს, რადგან
გაიგონ თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს კომპიუტერთან მუშაობისას შეზღუდვების
დარღვევას. გამოიტანს დასკვნებს, რომელსაც საბოლოოდ წარმოადგენენ პრეზენტაციის
სახით.
მეოთხე ჯგუფი- იმუშავებს თემაზე
კომპიუტერი და მისი მოწყობილობები. მოიძიებენ ინფორმაციას კომპიუტერის მნიშვნელობაზე.
მისი მოწყობილობების დანიშნულებაზე, მოამზადებენ პრეზენტაციას და წარუდგენენ
თანატოლებს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ის
ტექნ. V.1. მოსწავლეს
შეუძლიაისტ-ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
ის ტექნ. V.2. მოსწავლეს შეუძლიაეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და
პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ-ის გამოყენებისას. იცის ისტ-ის
გამოყენების სფეროები და აცნობიერებს მის უპირატესობებს.
ის
ტექნ. V.3. მოსწავლეს
შეუძლიასხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული
მასალის შექმნისას.
ის ტექნ. V.5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და
გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის ტექნ. V. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება
კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის.
ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება
ციფრული მასალის შექმნისას.
ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და
ორგანიზების დროს.
ის ტექნ. VI.3. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება
ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება
კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის.
პროექტის ხელმძღვანელი: სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის ისტ-ის მასწავლებელი ნატალია თურქაძე
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: nataliaturkadze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: https://istproeqtebi.blogspot.com/
წარმოგიდგენთ მმოსწავლეთა პრეზენტაციების ამსახველ ფოტო მასალას
წარმოგიდგენთ მმოსწავლეთა პრეზენტაციების ამსახველ ფოტო მასალას
Комментариев нет:
Отправить комментарий