ვირტუალური რეალობა, ინტერიერის სისტემების ინოვაციები და რობოტიკა ის სფეროებია, რომლებშიც 2018 წელს ბევრი მიღწევა აღინიშნა. ქვემოთ მოყვანილი სიახლეები იმ საინტერესო გაჯეტებს გაგაცნობთ, რომლებიც მსოფლიოს წამყვანმა კომპანიებმა მომხმარებელს გასული წლის განმავლობაში წარუდგინეს.
ვირტუალური რეალობის სათვალე Oculus Go
ვირტუალური რეალობის სათვალე Oculus Go
კომპანია Facebook-მა 2018 წლის მაისში Xiaomi-ისა და Qualcomm Technologies-სთან ერთად გამოუშვა.
მოწყობილობა უსადენოა და სრულად ავტონომიურია: მისი მოხმარებისას არ არის საჭირო ნოუთბუქი, არც ტელეფონი და არც სხვა გარე ტექნოლოგია, რადგან კომპიუტერული სისტემა (ოპერატიული მეხსიერება 32gb, 64gb მოდელის შესაბამისად) მასშია ინტეგრირებული. სმარტფონი მხოლოდ იმ შემთხვევაშია აუცილებელი, როცა მომხმარებელი სპეციალური პროგრამით სათვალეში თამაშებს ან ვირტუალური რეალობის სხვა ტიპის კონტენტს აინსტალირებს.
2018 წელს კომპანია Jabra-მ გამოუშვა წყალგამძლე ჭკვიანი ყურსასმენები
2018 წელს კომპანია Jabra-მ გამოუშვა წყალგამძლე ჭკვიანი ყურსასმენები
Elite Active 65 (სიხშირის დიაპაზონი 20ჰც-20კჰც), რომელიც გათვლილია სპორტული ცხოვრების წესით დაინტერესებული მომხმარებლებისათვის.
Elite Active 65-ით შესაძლებელია მუსიკის მოსმენა, ტელეფონზე საუბარი და ვირტუალური თანაშემწეების – Siri-ის Alexa-სა და Google Assistant-ის სერვისებით სარგებლობა. სრული დატენვის შემთხვევაში 15 საათის განმავლობაში მუშაობს.
მინი-რობოტი Vector კომპანია Anki-ს პროდუქტია
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მოწყობილობა თავისუფლად გადაადგილდება, გვერდს უვლის ყველანაირ წინაღობებს, ხედავს, არჩევს და იმახსოვრებს სახეებს.
მოწყობილობის ფუნქციები: აყენებს ტაიმერს, იღებს 360-გრადუსიან ფოტოებს, მომხმარებელს აწვდის ამინდისა და სხვა ტიპის ინფორმაციას ინტერნეტიდან. ბოლო განახლების შემდეგ მას დაემატება ვირტუალური თანაშემწე Alexa, რის შედეგადაც შეიძენს „შეხსენებების“ ფუნქციას, დაუკავშირდება ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს (განათებას, თერმოსტატს და ა.შ.)
პრეზენტაცია CES 2018-ის ფარგლებში შედგა. მოწყობილობაში ინტეგრირებულია ვირტუალური თანაშემწე Bixby, რის შედეგადაც მომხმარებელი საკუთარ მაცივარს ხმოვანი ბრძანებებით მართავს. გარდა ამისა, შესაძლებელია ვიდეოს ნახვა ან ტელევიზორის ყურება, მუსიკისა და რადიოს მოსმენა, ინტერნეტში შესვლა და ა.შ.
საინტერესოა ისიც, რომ მაცივარი სხვადასხვა რეცეპტების რჩევებსაც იძლევა, ხოლო თუ რომელიმე პროდუქტი მასში არ ინახება, მას ინტერნეტმაღაზიაში უკვეთავს. Samsung Family Hub „ჭკვიანი სახლის“ სხვა მოწყობილობებსაც მართავს.
ბრიტანულმა კომპანია Kino-mo-მ 2018 წელს მომხმარებელს წარმოუდგინა კედელი, რომელიც ვენტილატორებისგან და RGB LED განათებისგანაა აწყობილი.
კედელი 3D ფორმატში 3 მეტრის სიგრძის მოცულობით გამოსახულებას ქმნის, რომელსაც ადამიანის თვალი ჰოლოგრამად აღიქვამს. ამჟამად ტექნოლოგია არ იყიდება. მწარმოებლების თქმით, პროდუქტი Business to business სექტორზეა გათვლილი და ორიენტირებულია ისეთი სფეროებზე, როგორებიცაა: სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, კლუბები, ივენთ-ორგანიზატორები, საგანმანათლებლო და სადაზღვევო ორგანიზაციები, ბანკები, აეროპორტები და ა.შ.
რა მაგარია ეს რობოტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით თავისუფლად გადაადგილდება, გვერდს უვლის ყველანაირ წინაღობებს, ხედავს, არჩევს და იმახსოვრებს სახეებს. ჩვენ ავტომობილებზეც დაამონტაჯებდნენ ნეტა მსგავს პროგრამებს
ОтветитьУдалить